ავტომობილების ხელსაწყობის ნაკრები
ავტომობილით გზაზე გადაადგილებისას, ყველანაირი გაუთვალისწინებელი შემთხვევა შეიძლება მოხდეს. მაგალითად, დაიშვას საბურავი, გადაიწვას ფანრების ნათურები; მწყობრიდან გამოვიდეს ნებისმიერი ნაწილი და ა.შ.
იმისათვის, რომ გზატკეცილზე დიდი ხნით ლოდინი არ მოგიწიოთ, ავტო ხელსაწყოების დახმარებით, თავადაც შესძლებთ პრობლემებთან გამკლავებას. ამისათვის საბარგულში მუდამ უნდა გქონდეთ მანქანისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტების ნაკრები, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ პრობლემების მოგვარება ან უახლოეს ტექ მომსახურებაში მოხვედრა.
მოდით, განვსაზღვროთ ინსტრუმენტებისნაკრების შერჩევის კრიტერიუმები:
- მიზანი;
- მასალა, რისგანაც მზადდება ინსტრუმენტი;
- მწარმოებელი, ბრენდი.
- ნაკრების ზომები.
მათთვის, ვისთვისაც ნებისმიერი გაუმართაობის გამოსწორება პრობლემას არ წარმოადგენს, შეუძლია შეიძინოს ყველაზე სრულყოფილი ხელსაწყოების ნაკრები, რა თქმა უნდა, მათი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, უმჯობესია შეიძინოთ ქრომის შენადნობისგან დამზადებული ხელსაწყოები, რომლებიც გამოირჩევა ხანგრძლივი მომსახურებითა და საიმედოობით.
Makita D-37194 (200 ნივთი)
იაპონიური მწარმოებლის ამ პროდუქციას წარდგენა არ სჭირდება, რადგან ავტომობილებისა და სახლის ხელოსნებისთვის საკმაოდ ცნობილია.
ნაკრები წარმოდგენილია შთამბეჭდავი რაოდენობით - 200 ერთეულით. ასეთი ხელსაწყოების ნაკრები, უპირველეს ყოვლისა, შესაფერისია პროფესიონალური გამოყენებისათვის, თუმცა არც ერთი მამაკაცი არ იტყვის უარს ასეთ საჩუქარზე.
ნაკრების უპირატესობები:
- ინსტრუმენტები კომპაქტურად არის მოთავსებული მოსახერხებელ ყუთში, რომლის ზომაა 113x337x544 მმ. ასეთი მყარი ნაკრების წონა მხოლოდ 6.2 კგ-ია, რაც აადვილებს მის სხვადასხვა მანძილზე ტარებას;
- მსგავსი სრულყოფილი ნაკრების არსებობა გამორიცხავს სხვა ინსტრუმენტების შეძენის საჭიროებას, რადგან Makita D-37194- ში ყველაფერია;
- ნაკრებებს აქვს გამოყენების ფართო სპექტრი. მისი ხელსაწყოების დახმარებით, შეგიძლიათ შეასრულოთ მანქანის კომპონენტებისა და მექანიზმების მონტაჟი ან დემონტაჟი, ბურღით გააკეთოთ ხის, ლითონის, ბეტონის, აგურის ხვრელები და განახორციელოთ სხვა ოპერაციებიც.
ნაკრების უარყოფითი მხარეები:
- ზოგიერთი მომხმარებელი უკმაყოფილოა ხარისხით.
რადგან მაკიტას ხელსაწყოების ნაკრებზე ვსაუბრობთ, გეტყვით ასევე იმასაც, რომ ამა და სხვა ცნობილი ბრენდების ინსტრუმენტების ნაკრების ყიდვა იაფად შეგიძლიათ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც, სადაც წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა ფასისა და რაოდენობის მქონე ხელსაწყოები.
Deko DKMT62 (62 ელემენტი)
ეს მალაიზიური კომპანია ბაზარზე შედარებით ახალი მოთამაშეა, რომელიც დაარსდა 2013 წელს. ამასთან, ხელმისაწვდომმა ღირებულებამ და კარგმა ხარისხმა, უამრავ მომხმარებელში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
კომპანია ინარჩუნებს წარმოების მკაცრ კონტროლს, ხოლო მზა პროდუქციის შემოწმება ხდება სპეციალურ სტენდზე. ნაკრების ზომებია: 335x185x75 მმ, ხოლო წონა მხოლოდ 1.8 კგ-ია, რომელიც საშუალებას გაძლევთ კომფორტულად ატაროთ იგი სამუშაო ადგილზე.
ნაკრების უპირატესობები:
- ნაკრების კომპონენტები დამზადებულია ქრომირებული ვანადიუმის ფოლადისგან, რაც უზრუნველყოფს ცვეთისადმი წინააღმდეგობას და პროდუქტის ხარისხს;
- დამცავი საფარის ფენა ხელს უშლის ინსტრუმენტზე კოროზიის წარმოქმნას.
BOSCH ბიტების ნაკრები 2.607.017.164 (43 ელემენტი)
გერმანული გიგანტის BOSCH პროდუქცია მთელს მსოფლიოში კარგად ცნობილია, რომლის პროდუქტები განსხვავდება ხარისხითა და სამუშაოს ხანგრძლივობით, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერთიფიკატები. ნაკრები შეიცავს ბიტებს (36 ცალი) და სოკეტის თავებს - 6, 8, 10 მმ.
ნაკრების უპირატესობები:
- BOSCH ხელსაწყოების ნაკრები შეიძლება გამოიყენოთ არა მხოლოდ მანქანის შეკეთებისთვის, არამედ ყოველდღიური საქმიანობებისთვისაც;
- ყუთს აქვს მოსახერხებელი, კომპაქტური ზომა;
- ნაკრებში მოთავსებულ ბიტებს აქვთ მუშაოსთვის განკუთვნილი რამდენიმე თავი: სწორი, ჯვარედინი, ვარსკვლავი.
ნაკრების უარყოფითი მხარეები:
- პროდუქტების სტაბილური განთავსება გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, რადგან ნივთების ამოღება მათი ადგილმდებარეობიდან ადვილი არ არის;
- ნაკრების მფლობელები გამოთქვამენ პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელსაწყოებზე კოროზია ძალიან სწრაფად ჩნდება.
პოპულარული მოდელები