10 საუკეთესო ხელსაწყოების მწარმოებელი ბრენდი
ხელსაწყოების ნაკრები ის მნიშვნელოვანი რამაა, რაც ყველა ადამიანს სჭირდება, ზოგს მხოლოდ - სახლისა და ეზოსთვის, ზოგი კი მათი საშუალებით პროფესიულ საქმიანობას ეწევა.
მრავალ სხვა ინფორმაციასთან ერთად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ხელის ინსტრუმენტების ნაკრები, იგივე კომპლექტი, ამის შესახებ კი ჩვენ გირჩევთ.
მნიშვნელობა არ აქვს პროფესიონალი ხართ, თუ ახლა იწყებთ ამ კუთხით მუშაობას, ნებისმიერი მექანიკოსი გეტყვით, რომ ხელსაწყოები მათი სასიცოცხლო ძალაა. მექანიკოსი თავისი იარაღებით უკვე შთაგონებაა.
თუმცა არ არსებობს იარაღების სრულყოფილი კომპლექტი, რადგან რამდენი ნაწილიც არ უნდა გქონდეს, ყოველთვის იმ ერთს ეძებ, რომლის დამატებაც გსურს.
თუ ნებისმიერ ნამდვილ მექანიკოსს ჰკითხავთ, გეტყვით, რომ ყოველ წელს უამრავ თანხას ხარჯავს იარაღებზე. მარტივიდან ყველაზე რთულ სამუშაომდე გამოსაყენებლ ნებისმიერ ხელსაწყოს თავისი დამახასიათებელი თვისება გააჩნია.
როცა იარაღს ყიდულობთ, ბრენდი ფრთხილად უნდა შეარჩიოთ, თანაც ხარისხის ცვალებადობა არჩევას ართულებს. მეტი ინფორმაციისთვის მოდით, გადავხედოთ 10 საუკეთესო მექანიკური ხელსაწყოების ნაკრების მწარმოებელ ბრენდს:
#1. Mac Tools
როცა საქმე იარაღებს ეხება, მთელს ინდუსტრიაში ეს სახელი უდიდეს მოწონებას იმსახურებს. ის მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს. ხელსაწყოების ნაკრებებთან ერთად ბრენდი აწარმოებს სხვადასხვა ზომის მრავალ იარაღსა და პროდუქტს. Mac-ის პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გამძლეობით.
#2. Snap-on
მექანიკოსების მიერ რჩეულ ამ ბრენდს ინდუსტრიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერი სახის ხელსაწყო: ატვიორკა, კლუჩი, პლოსკო და მრავალი სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ იარაღები არც ისე იაფია, მათში ფულის გადახდა მათი გამძლეობის გამო მაინც ღირს. თუ ეს პროფესია თქვენი შემოსავლის წყაროა, უკვე იცით ხელსაწყოები სად უნდა შეიძინოთ.
#3. OTC
დამოუკიდებელ კომპანიად დაფუძნების შემდეგ ეს ბრენდი 2012 წელს ბოშის ფირმას შეუერთდა. ბრენდი ძირითადად მჭრელ იარაღებს აწარმოებს, თუმცა მათ პროდუქციაში შევხვდებით სხვა ნაკრებებსაც.
#4. Craftsman
თუ ეძებთ მექანიკურ ხელსაწყოებს სიმძლავრითა და გამძლეობით, ამ სახელს მართლაც ვერაფერს დაუწუნებთ. მათი პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია დამზადებული რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ამ ბრენდის ყველაზე დიდი პლუსი მისი პროდუქციის მარტივი ხელმისაწვდომობა და ხანგრძლივი გარანტიაა.
#5. Superkrome (SK)
SK გთავაზობთ საშუალო ზომის ავტომატურ ხელსაწყოებს. ბრენდს შესამჩნევად მაღალი რეპუტაცია აქვს. მისი 272 ნაწილიანი ხელსაწყოების კომპლექტი მომხმარებელში შედარებით დაბალი ფასის გამო ძალიან პოპულარულია.
გარდა საშუალო ზომის პროდუქციისა, SK-ის წარმოებულ მცირე ზომის ნაკრებებსაც შეხვდებით, მაგალითად კლუჩების ნაკრები და მრავალი სხვა.
#6. Proto
თუ ავტომატური მექანიკური ხელსაწყოების სხვადასხვა ტიპის მწარმოებელ ბრენდს ეძებთ, proto იდეალური ვარიანტია. აქ შეხვდებით, როგორც დამწყებთათვის განკუთვნილ ისე პროფესიონალების იარაღებს.
მათი უმეტესობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია დამზადებული და ინდუსტრიაში კარგი სახელით სარგებლობს.
#7. Wright Tool
კვლავ ამერიკული ბრენდი, რომელიც მხოლოდ პროფესიონალებზეა გათვლილი. კომპანია მრავალი სხვადასხვა სახის ნაკრებს აწარმოებს.
#8. Husky
ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფირმაა. მისი ფასები ხარისხს იდეალურად პასუხობს. ხანგრძლივი გარანტია, მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა ის თვისებებია, რომლებიც გაგრძნობინებს, რომ ფულის გადახდა ღირს. თუ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ და საქმიანობას ახლა იწყებთ, husky სწორი არჩევანია.
#9. Stanley
ბევრი პროფესიონალი მექანიკოსი სტენლის სახელს იფიცებს. მათი პროდუქცია მრავალფეროვანი და ხარისხიანია, რაც ღირებულსა და მოთხოვნადს ხდის.
#10. Makita
თუ მძლავრ, მაღალ ხარისხიან პროდუქტს ეძებთ, უბრალოდ მაკიტას ენდეთ. ამ ბრენდმა საკუთარი რეპუტაცია გამძლეობითა და ეფექტურობით შექმნა. მათი პროდუქცია შეიცავს სხვადახვა სახის კომბინირებულ ნაკრებებს. მათ კატალოგში შეხვდებით მაქსიმუმ 15 ნაწილისგან შემდგარ კომპლექტებს.
შეჯამება - როცა იარაღების შეძენას აპირებთ, ხარისი და ფასი ორი გადამწყვეტი ფაქტორია. ასევე, შესაძლოა იარაღი იდეალური იყოს ვინმესთვის, თუმცა თქვენ გაგიჭირდეთ მისი მოხმარება.
თუ დამწყები ხართ, თავიდან შესაძლოა არჩევისას დაიბნეთ, თუმცა ეს და სხვა რჩევა დაგეხმარებათ უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილების მისაღებად.
ვინაიდან წინამდებარე სტატია ძირითადად საერთაშორისო ბაზრის ლიდერებს მოიცავს, გაიგეთ რომელი ხელსაწყოების ნაკრებებია ყველაზე პოპულარული საქართველოში.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას