რომელი ბრენდის ხელსაწყოების ნაკრებია ყველაზე პოპულარული საქართველოში?
ვინაიდან ხელსაწყოების ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და ამასთან ბაზარზე უამრავი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქტი გვხვდება, გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის ერთგვარი სტატისტიკა შეგვეთავაზებინა.
30-ზე მეტ ბრენდს შორის, რომელიც ამ კატეგორიაში ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში გახლავთ წარმოდგენილი, გამორჩეული ძირითადად გერმანული და ტაივანური მწარმოებლებია, თუმცა საკმაო პოპულარობით სარგებლობენ პოლონური და ჩინური ხელსაწყოების ნაკრებებიც.
ბრენდების მიხედვით საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
- Toptul - ტაივანური ხელსაწყოები, რომელსაც ყველაზე დიდი არჩევანი აქვს და ძალიან საიმედოა. ხელოსნებს და სხვა დაინტერესებულ მომხმარებლებს შორის ის განსაკუთრებით მოთხოვნადია და ითვლება, რომ ყველაზე ხარისხიანია. ფასიც, შესაბამისად პრემიუმია, თუმცა მისი გადახდა და მითუმეტეს განვადებით, ნამდვილად ღირს. აქვე შეგიძლიათ ნახოთ: Toptul-ის ოფიციალური საიტი.
- Mannesmann - ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ნაკრები, რომელსაც სხვა კომპლექტაციის მოდელებიც რომ ჰქონდეს, გარდა 215-იანისა, ალბათ ყველაზე პოპულარული იქნებოდა, ვინაიდან ამ ზომის ნაკრებებს შორის ის უპირობო ლიდერია.
- Yato - პოლონური ძალიან მაღალი ხარისხის ხელსაწყოები, ტოპტულის მსგავსად ასევე ძალიან დიდი ასორტიმენტით და გამძლე ხელსაწყოებით. შედარებით მაღალ ფასად, ვიდრე იაფიანი ანალოგები.
- Ingco - ჩინური, თუმცა ძალიან მოთხოვნადი და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ გამძლე ხელსაწყოების ნაკრები DIY კატეგორიაში. საკმაოდ თავისებური, სპეციალურად ამ ბრენდისთვის შექმნილი დიზაინისა და კომპლექტაციის ერთობლიობით.
- Schpindel - ახალი გერმანული ბრენდი, რომელიც აქამდე ელექტრო ხელსაწყოებით გახლდათ ცნობილი, თუმცა 2019 წლიდან 94-იან და 150-იან ნაკრებებს გვთავაზობს და როგორც მოსალოდნელი იყო, ნელ-ნელა თუმცა მყარად იკიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...