5 საუკეთესო უსადენო მტვერსასრუტი თქვენი მანქანისთვის
წარმოგიდგენთ გასული წლის ყველაზე გაყიდვად უსადენო მტვერსასრუტებს ავტომობილებისთვის, რომლებიც საერთაშორისო მიმომხილველების აზრით, მიმდინარე სეზონის მთავარი თრენდებიც იქნება.
წინა პოსტში უკვე განვიხილეთ სადენიანი მოდელები, დღეს კი უფრო კომპაქტური მანქანის მტვერსასრუტი შეგიძლიათ შეარჩიოთ, რომლებიც მართალია ჯერჯერობით ისურვეზე არ იყიდება, მაგრამ სულ მალე განთავსდება და მათი როგორც ადგილზე ყიდვა, ისე ამერიკიდან გამოწერა იქნება შესაძლებელი.
სადენიანი მტვერსასრუტების უპირატესობა ის გახლავთ, რომ დატენვა არ სჭირდება, მაგრამ ნაკლები მობილურობით ხასიათდება. ამ ვითარებაში თანამედროვე უსადენო მოდელები სულ უფრო მეტი მომხმარებლისთვის საუკეთესო ალტერნატივა ხდება, გამძლე ელემენტითა და დატენვის დონის მაჩვენებლით.
Dyson Cyclone V10 Animal მსუბუქი უსადენო მანქანის მტვერსასრუტი
გარდა იმისა, რომ ის ძალიან ადვილად მოსახმარია, გამოირჩევა იმითაც, რომ მტვრის კონტეინერის დაცვლა ხელის ერთი მარტივი მოძრაობით შეიძლება, მტვერთან ყოველგვარი შეხების გარეშე.
უპირატესობები: ფასი პრემიუმია, თუმცა მის გადახდას ნამდვილად არ ინანებთ. დატენილ მდგომარეობაში ის საათზე მეტხანს მუშაობს და სრულად დამუხტვას 4 საათი სჭირდება. აქვს სპეციალური ფილტრაციის სისტემა, რომელიც 0.3 მიკრონამდე მტვრის ნაწილაკების აღებას უზრუნველყოფს. იდეალურია განსაკუთრებით მაშინ, თუ შინაური ცხოველი გყავთ, ან მტვერზე ალერგია გაქვთ.
ნაკლი: შედარებით მაღალი ფასი და წონა, რომელი თითქმის 3 კგ-ია და ამ მხრივ ოდნავ მოუხერხებელია.
BLACK+DECKER Dustbuster
უპირატესობები: სიმსუბუქე (1.5 კგ), იტენება 4 საათში და იღებს მაქსიმალურად მცირე მტვრის ნაწილაკებს;
მინუსები: სამწუხაროდ წინა წლის მოდელებში ბატარეა ხშირად არასაკმარისად მძლავრი იყო, თუმცა კომპანიის მტკიცებით, ახალი წლიდან ეს პრობლემა აღმოფხვრილია. სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ფასი აბსოლუტურად მისაღებია.
Shark ION W1
0.7 კგ-იანი სუპერ მტვერსასრუტი, რომელიც ამერიკულ მაღაზიებში 110 დოლარი ღირს და ძალიან პოპულარულია.
მიმზიდველი მხარეები: ძალიან თხელი და მსუბუქი, და ამავე დროს მძლავრია. ლედ ინდიკატორის მეშვეობით თვალს ადევნებთ არა მხოლოდ დატენვის სტატუსს, არამედ ელემენტის ნარჩენი სიცოცხლის ხანგრძლივობას.
უარყოფითი ასპექტი: შედარებით მაღალი ფასი.
SOWTECH -ის სუპერ მტვერსასრუტი
40 წუთიანი მუშაობის ხანგრძლივობის მიუხედავად ის ძალიან მძლავრია და სხვა მოდელებთან შედარებით ამ მხრივ უფრო ეფექტური. მისი ფილტრი რეცხვადია, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ხოლმე ყოველთვის, არ საჭიროებს რა ფილტრის ცვლილებას ყოველწლიურად.
უპირატესობები: მოყვება 6 დამხმარე აქსესუარი, მათ შორის დამაგრძლებლები და პირები სპეციალური ადგილებისთვის. მისი წონა მხოლოდ 2 კგ-ია. ასევე უპირატესობად უნდა ჩავთვალოთ დაბალი ფასი - დაახლოებით 70 დოლარი.
უარყოფითი მხარეები: ზოგიერთი მიმოხილვის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ მძლავრია, აქსესუარის გამოყენების შემთხვევაში ეს სიმძლავრე მკვეთრად ეცემა, თუმცა არა ისე, რომ გამოუსადეგარი გახდეს.
HoLife Handheld
სტანდარტული ჭუჭყიდან შინაური ცხოველების ბეწვებამდე - ეს მისი მოხმარების არეალია, რაც ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად იდეალურად ასუფთავებს თქვენს მანქანას. ხოლო 50 დოლარიანი ფასი ჰოლაიფს ძალიან მიმზიდველ მოდელად აქცევს.
დადებითი მხარეები: გამძლე ლითიუმის ბატარეა, 1 საათიანი მოხმარების შესაძლებლობით, 4 სთ-იანი დატენვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 3 მანქანის დასუფთავება 1 დატენვით შეგიძლიათ. განსაკუთრებულად გამოსაყოფია მისი ძალიან დაბალი ხმა და რა თქმა უნდა ფასი.
უარყოფითი ასპექტები: ჯერჯერობით არცერთ მიმომხილველს არ გამოუვლენია, გარდა იმისა, რომ მხოლოდ 1 წლიანი ქარხნული გარანტია მოყვება და არა 2-3 წლიანი, როგორც ზემოთ განხილული ვარიანტების შემთხვევაში.
პოპულარული მოდელები