მსოფლიოში საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტები

მანქანების აქსესუარების ცნობილი ონლაინ მიმომხილველები გვთავაზობენ ავტო მტვერსასრუტების ტოპ 3-ეულს, რომელსაც სიამოვნებით წარმოვუდგენთ ჩვენს მკითხველებსაც, მითუმეტეს, რომ მათ შორის Black & Decker-ის ანუ იმ ბრენდის მანქანის მტვერსასრუტი ხვდება, რომელიც isurve.ge-ზეც იყიდება.

მსოფლიოში საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტები

1. ArmorAll AA255 მშრალი და სველი დასუფთავებისთვის

მთავარი მახასიათებლები:

  • 2 ცხენისძალიანი მძლავრი ძრავი, 7 ლიტრიანი ტევადობის სათავსოთი
  • მრავალჯერადი გამოყენების ძალიან გამძლე ფილტრი
  • 2 წლიანი საერთაშორისო გარანტია
  • წონა: 7 კგ

მსოფლიოში საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტები

მძლავრი მოტორი ამ მტვერსასრუტს საშუალებას აძლევს აიღოს მტვერი თქვენი ავტომანქანის ყველაზე ძნელი ადგილებიდანაც კი. მიუხედავად ერთი შეხედვით საკმაოდ დიდი ზომისა, ის ძალიან კომპაქტური და მოსახერხებელია.

მსოფლიოში საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტები

ვიდეო მიმოხილვა:

 

2. Black + Decker Chv1410l უსადენო მანქანის მტვერსასრუტი

მსოფლიოში საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტები

მთავარი მახასიათებლები:

  • 16 ვოლტიანი, 15.2 ვატიანი ლითიუმის ბატარეა;
  • ელემენტის 1 დატენვამ შეიძლება მთელი 18 თვეც (!) კი გაგიძლოთ, ავტო დაზოგვის უთანამედროვესი ტექნოლოგიის გამოყენებით;
  • მოხსნადი და გარეცხვადი ფილტრები;
  • 2 წლიანი გარანტია;
  • წონა: 1 კგ

მსოფლიოში საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტები

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი მტვერსასრუტი. ის განსაკუთრებით გამოყენებადია დიდი ზომის ნარჩენების ასაღებად და საკმაოდ ენერგო ეფექტურია. ამას გარდა, უსადენობა ძალიან დიდი უპირატესობაა მოხერხებულობის კუთხით.

მსოფლიოში საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტები

ვიდეო მიმოხილვა:

 

3. LIBERRWAY-ს მანქანის მტვერსასრუტი

მსოფლიოში საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტები

მთავარი მახასიათებლები:

  • 12 ვოლტიანი, 100 ვატი სიმძლავრის მქონე მოტორი;
  • ორმაგი ფილტრაციის ტექნოლოგია;
  • 4.5 მეტრიანი სადენი, მეტი კომფორტისთვის
  • კომპაქტური
  • წონა: 1 კგ

გარდა ზემოთ მოცემული დადებითი მხარეებისა, მისი უპირატესობა ალუმინის კორპუსში და შესაბამისად, გამძლეობაში მდგომარეობს, რაც სრული ინოვაციაა ამ მიმართულებით. ის 12 ვოლტზე, ანუ მანქანის აკუმულატორზე მუშაობს და უამრავი აქსესუარი მოყვება სისუფთავის კიდევ უფრო უკეთ შესანარჩუნებლად.

მსოფლიოში საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტები

ერთადერთ უარყოფით ფაქტორად, ფილტრების არქონა შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა ჩაშენებული, საკმაოდ გამძლე ორმაგი ფილტრაციის მეშვეობით ის რამდენიმე წლის მანძილზე ერთგულად მოგემსახურებათ, შემდეგ კი საგარანტიო სერვის ცენტრში გაწმენდაც სულ მარტივადაა შესაძლებელი.

ვიდეო მიმოხილვა:

უსადენო მოდელები სადენიანის წინააღმდეგ - პლუსები და მინუსები

უსადენო და სადენიან მანქანის მტვერსასრუტებს შორის არჩევნის გაკეთება ძირითადად თქვენი ავტომობილის დიზაინსა და თავად დასუფთავების თქვენეულ ჩვევებსა და ქცევებზეა დამოკიდებული.

სადენიანი:

როგორც წესი, ისინი იყენებენ მანქანის 12 ვოლტიან ე.წ ჩიბუხს ან სტანდარტულ 220 ვოლტიან ელექტრო სისტემას. ზოგიერთი მოდელი ამ კუთხით არ გზღუდავთ და ე.წ ადაპტერებს გთავაზობთ, ორივე მეთოდით გამოსაყენებლად.

მათი მთავარი უპირატესობა გახლავთ სიმძლავრე. რადგან ვინაიდან ეს მოდელები პირდაპირ დენის წყაროშია შეერთებული, საერთოდ არ არსებობს ელემენტის დაჯდომის პრობლემა და ზოგადად, მოტორებიც უფრო ძლიერები აქვთ, თუმცა 12 ვოლტზე მომუშავე და მაღალი ხარისხის უსადენო მოდელებს შორის განსხვავება თანდათან მცირდება, ახალი თაობის ლითიუმის ბატარეების დამსახურებით.

უსადენო:

ამ ტიპის მოდელები, როგორც წესი ბევრად მოხერხებულია, არ საჭიროებს რა ზედმეტ კაბელებს და მანქანის ყველა წერტილში შეგიძლიათ მისი გამოყენება. შეუძლიათ იმუშაონ რა დენის წყაროს გარეშე, მათი მეშვეობით დასუფთავება ქალაქგარეთაც ან დაკავებული/გაფუჭებული 12 ვოლტიანი ადაპტერის პირობებშიც შეგიძლიათ.

მთავარი ნაკლი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 220 ვოლტიანებთან შედარებით ნაკლები სიმძლავრეა, თუმცა 2017-18 წლების და უფრო ახალ მოდელებში ეს ნაკლი პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

კიდევ ერთი ცუდი ასპექტი, ხშირ შემთხვევაში ხანმოკლე მუშაობის რეჟიმია. იაფფასიან მოდელებს სტანდარტულად ელემენტზე მხოლოდ 15-20 წუთის მანძილზე თუ ამუშავებთ, რაც ხშირად საკმარისი არ არის.

მთავარი რჩევები მანქანის მტვერსასრუტით დასუფთავების დროს

სხვა რჩევებისთვის, განსაკუთრებით ყიდვასთან დაკავშირებით, თვალი გადაავლეთ: მანქანის მტვერსასრუტი თუ ნასოსი, რომელი უფრო საჭიროა?

  • გააღეთ მანქანის კარები და ფანჯრები - ნატურალური ცირკულაციისა და დაგროვილი მტვრის განსადევნად;
  • დიდი ზომის ნაგავი ხელით გადაყარეთ - ამით დაზოგავთ მტვერსასრუტის ფილტრს და სხვა დეტალებს;
  • გამოიყენეთ აქსესუარები - მაგალითად სხვადასხვა ზომისა და ფორმის საცმები, ყველა ადგილის საუკეთესოდ დასასუფთავებლად. როგორც წესი, აღნიშნული აქსესუარები ყველა თანამედროვე მტვერსასრუტს მოყვება.
  • დაიწყეთ წინა მხრიდან და დაასრულეთ უკანით ან პირიქით - მოკლედ, იმოქმედეთ სტანდარტიზებულად და არა ქაოსურად. ასე უფრო მალე დაინახავთ შედეგს და მტვერს ყველგან გააქრობთ.

პოპულარული მოდელები

მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
Regular price 249.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
Regular price 215.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
Regular price 249.00 ლარი 209 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
Regular price 309.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი