მანქანის მტვერსასრუტი თუ ნასოსი - რომელი უფრო საჭიროა?

ავტომანქანის მფლობელები არჩევანს ძირითადად 2 აქსესუარს შორის აკეთებენ ხოლმე, მტვერსასრუტი და ნასოსი (ჰაერის კომპრესორი). რამდენიმე წლის წინ ამ სიას ვიდეო რეგისტრატორიც ემატებოდა, მაგრამ ბაზარზე თანდათან უკანა ხედვის კამერით ან მეტიც, პარკინგ კონტროლით აღჭურვილი მანქანების მომრავლებასთან ერთად ამ უკანასკნელზე მოთხოვნამ შედარებით იკლო.

მტვერსასრუტებზე აქამდე ჩვენს წინა ბლოგ პოსტშიც ვისაუბრეთ და მოკლედ მოგიყევით, როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი, დღეს ვეცდებით მისი საჭიროება ჰაერის კომპრესორისას შევადაროთ და შევეხოთ საკითხს, რომელსაც ჩვენი ბევრი მომხმარებელი წამოჭრის ხოლმე როცა მაგალითად რომელიმე მათგანის საჩუქრად არჩევა სურს რომელიმე სხვა შენაძენთან ერთად აქციაში - რომელი უფრო მჭირდება?

მანქანის მტვერსასრუტი თუ ნასოსი - რომელი უფრო საჭიროა?

მანქანის მტვერსასრუტი ავტო კატეგორიაში საკმაოდ ფართოდ გახლავთ წარმოდგენილი და მისი 6 სხვადასხვა მოდელის ყიდვა შეგიძლიათ. შედარებით მეტი, 9 ალტერნატივა გაქვთ ნასოსების შემთხვევაში.

ნასოსის მთავარი გამოყენება მოულოდნელი შემთხვევების დროს ვულკანიზაციამდე მიღწევამდე საბურავის გაბერვაა და ამავე დროს, დილაობით, პერიოდულად, ვთქვათ თვეში 1-ხელ ოდნავ <დაშვებული> შედარებით ძველი საბურავისთვის ჰაერის დამატება, რისთვისაც აქამდე უახლოეს ავტო გასამართ პუნქტამდე მისვლა და დროის კარგვა გიწევდათ ხოლმე. ზოგადად, ეს პრაქტიკა სასარგებლოა თქვენი მანქანისთვისაც, ინახავს რა საბურავებს უფრო დიდხანს და ასევე არ აფუჭებს სხვა სავალ ნაწილებს, რომლებიც ჰაერნაკლული საბურავით მოძრაობამ შეიძლება დააზიანოს.

მოულოდნელი შემთხვევები არსებობს მტვერსასრუტის შემთხვევაშიც, მაგალითად ავტომობილში საკვები ან რაიმე სხვა ტიპის ნაგავი დაიყარა. ამ შემთხვევაში ან მანქანის გარეცხვა მოგიწევთ ან უახლოეს გარეცხვამდე მტვრიანი (ჭუჭყიანი) სალონით მგზავრობა. გარდა ამ შემთხვევებისა, მტვერი სალონში ისედაც გროვდება, და თუ მანქანას ყოველ კვირას არ რეცხავთ თუნდაც დროის უქონლობის გამო, ყოველ მე-2 ან მე-3 დღეს 5 წუთიანი პროცედურა თქვენს სალონში იდეალური სისუფთავის გარანტია იქნება.

როგორც ნასოსს, ისე მანქანის მტვერსასრუტს, აქვს სიმძლავრეები, რომლებიც ყიდვის წინ უნდა გაითვალისწინოთ. სტანდარტულ, 2 ატმოსფერულ წნევაზე გასაბერ საბურავს ნებისმიერი ისურვეზე წარმოდგენილი ნასოსი მოემსახურება, ოღონდ გააჩნია რა დროში. ზოგიერთ მათგანს 2 წუთი დასჭირდება, ზოგიერთს 5-6. უფრო დიდ საბურავებს შედარებით მაღალ წნევაზე გათვლილი მოდელები სჭირდება და ა.შ.

დაახლოებით იგივე სიტუაციაა მტვერსასრუტების შემთხვევაში. თუ მხოლოდ მარტივი მტვრის გასაქრობად გჭირდებათ, ყველაზე იაფიანი მოდელიც გამოგადგებათ, ხოლო თუ იცით, რომ მანქანა შედარებით <მძიმე> ჭუჭყით ხშირად გესვრებათ ან არცისე <მძიმეა>, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილებში გროვდება, მაშინ რაც შეიძლება მძლავრი და მულტიფუნქციური მოდელი დაგჭირდებათ, მაგალითად ისეთი, როგორც Black & Decker-ს აქვს, რომელიც ტრიალებს ყველა მხარეს, არ აქვს სადენი და განსაკუთრებით მძლავრი ბატარეითა და ძრავით გამოირჩევა.

პოპულარული მოდელები

2 ცილინდრიანი მანქანის ნასოსი ციფრული მონიტორით და ხელსაწყოების კომპლექტით SE.001.ZI UCO
2 ცილინდრიანი მანქანის ნასოსი ციფრული მონიტორით და ხელსაწყოების კომპლექტით SE.001.ZI UCO
Regular price 150.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ბარათით შეძენისას! 10:00 - 19:00 მიწოდება 2 საათში. 19:00 საათის შემდეგ მიწოდება მომდევნო სამუშაო დღის პირველ ნახევარში
ჰაერის კომპრესორი 18A INGCO AAC2508
ჰაერის კომპრესორი 18A INGCO AAC2508
Regular price 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხელის ტუმბო Overlord Pump UCO
ხელის ტუმბო Overlord Pump UCO
Regular price 30.00 ლარი 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ჰაერის კომპრესორი TOTAL TTAC1406
ჰაერის კომპრესორი TOTAL TTAC1406
Regular price 119.00 ლარი 94 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი