2020 წლის საუკეთესო და მაღალფასიანი ფოტოაპარატები

დღევანდელ ბლოგში შევადარებთ რამდენიმე ფოტოაპარატს და შევარჩევთ საუკეთესო მოდელებს, რომელთა ღირებულება შეიძლება ძალიან მაღალიც კი იყოს. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ წარმოდგენილი გვექნება პროფესიონალური ფოტოაპარატები, რომლებიც, სამწუხაროდ, იაფიანი ვერ იქნება.

მოკლედ, დავიწყოთ!

საუკეთესო სამოყვარულო სარკისებრი ფოტოაპარატები

მსუბუქი და იაფიანი ფოტო აპარატები ოპტიმალური ვარიანტია დამწყები ფოტოგრაფებისთვის. მათი მთავარი ნაკლი სუსტი ავტოფოკუსია. მატრიცის ზომა კი ჩვეულებრივ 15x23 მმ-ია.

Nikon D3500

კორპუსის დიზაინი საშუალებას გაძლევთ კომფორტულად დაიჭიროთ კამერა ხელში, ხოლო ელემენტის ეკონომიური მოხმარება საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ დაახლოებით 1500 კადრი.

2020 წლის საუკეთესო და მაღალფასიანი ფოტოაპარატები

ავტოფოკუსირება ხორციელდება 11 წერტილზე. მომხმარებელს აქვს წვდომა გადაღების შემდეგ რეჟიმებზე: სპორტი, პეიზაჟი, პორტრეტი (დღე და ღამე), ახლო კადრი და საბავშვო. აქვს ჩაშენებული განათება და კამერის ეკრანი არ ბრუნავს.

დადებითი:

  • სიმარტივე;
  • ელემენტის ეკონომიური მოხმარება;
  • გადაღების მრავალი რეჟიმი;
  • ავტოფოკუსის 11 წერტილი;
  • დაბალი ფასი.

მინუსები:

  • ეკრანი მგრძნობიარე არ არის.

დამწყებთათვის  იაფიანი კამერაა , რომელსაც რამდენიმე განსხვავებული რეჟიმი აქვს.

Canon EOS 250D

მოდელის მთავარი და გამორჩეული თვისება მისი მცირე წონაა (450 გრამიან აკუმულატორთან ერთად).

კამერა ავტომატურად ფოკუსირდება 9 წერტილზე. ასევე აქვს  ჩამონტაჟებული და გარე განათება, ხოლო თვითონ მოწყობილობა იყიდება ობიექტივთან ერთად. აქვს დიდი ბატარეა, რომელსაც შეუძლია დატენვის გარეშე უზრუნველყოს დაახლოებით 1000 კადრის გადაღება.

2020 წლის საუკეთესო და მაღალფასიანი ფოტოაპარატები

დადებითი:

  • მსუბუქი და მარტივი აპარატი;
  • ეკრანის მაღალი რეზოლუციით გაფართოების შესაძლებლობა;
  • ელემენტის ეკონომიურად მოხმარება;
  • გარე განათების დაყენების შესაძლებლობა.

მინუსები:

  • არ აქვს საუკეთესო ავტოფოკუსი.

წონისა და კვების ელემენტის ხანგრძლივი გამოყენების წყალობით, ფოტოაპარატები იდეალურია მოგზაურობის მოყვარულთათვის, მაგრამ ავტოფოკუსის შესაძლებლობები არ მოგცემთ საშუალებას წარმატებით გადაიღოთ მოძრავი ობიექტები.

Canon EOS 2000D

კამერა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ 6000x4000 გარჩევადობის სურათები. ავტოფოკუსირება ხორციელდება 9 წერტილზე. კამერის წონა 475 გრამია, ხოლო ბატარეა მხოლოდ 500 კადრის გადაღების საშუალებაც თუ მოგცემთ. კამერა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალი ხარისხის სურათები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ არის შესაფერისი მოძრავი კადრების გადასაღებად.

2020 წლის საუკეთესო და მაღალფასიანი ფოტოაპარატები

დადებითი:

  • მსუბუქი წონა;
  • გამოსახულების მაღალი ხარისხი;
  • გადაღების რეჟიმების მრავალფეროვანი არჩევანი;
  • საკმარისი გარჩევადობა.

 

მინუსები:

  • ბატარეის ხანგრძლივობა მოკლეა.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ფოტოაპარტის ყიდვა შესაძლებელია ჩვენს საიტზეც, წარმოგიდგენთ იმ დამატებითი მახასიათებლების განხილვას, რომლითაც უკეთეს წარმოდგენას შეიქმნით ამ მოდელზე.

მოკლედ, აპარატის ეფექტური პიქსელების რაოდენობა  24-ია, ხოლო საერთო - 24.7. მატრიცის ტიპი CMOS-ია, რომლის ზომაა APS-C (22.3 x 14.9 მმ).

თეთრის ბალანსის შერჩევა შესაძლებელია გადამღების მიერაც და ასევე გათვალისწინებულია გამოსახულების სტაბილიზაცია. ფაილის ფორმატია: JPEG (DCF/Exif2.3) / RAW, DPOF, ხოლო  აქედან JPEG-ის ხარისხის დონეა: Fine და Normal.

ვიდეო გადაღების ფორმატია H.264, რომელსაც მიკროფონიც აქვს. მოდელის რეზოლუციაა 1920 x 1080 (30 fps), 1280 x 720 (60 fps), 640 x 480 (30 fps).

დამატებით მახასიათებლებში შედის: მეხსიერების ბარათი SD/SDHC/SDXC, ორიენტაციის სენსორი, ინტერფეისი USB(2.0 480 Mbit/sec) და სხვა. დაკავშირება შესაძლებელია Wi-Fi -ის საშუალებითაც.

Lithium-Ion LP-E10-ის აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობაა დაახლოებით 500 კადრი. შავი ფერის ფოტოაპარატის ზომაა 129 x 101.3 x 77.6 მმ.

პოპულარული მოდელები

ფერადი ფირის 40 ცალიანი ნაკრები Polaroid Color Film for i-Type x40 film pack P006010
ფერადი ფირის 40 ცალიანი ნაკრები Polaroid Color Film for i-Type x40 film pack P006010
Regular price 229 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ფერადი ფირის 16 ცალიანი ნაკრები Polaroid Color Film for i-Type Double Pack P006009
ფერადი ფირის 16 ცალიანი ნაკრები Polaroid Color Film for i-Type Double Pack P006009
Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
შავ-თეთრი ფირის 8 ცალიანი ნაკრები Polaroid B&W Film for i-Type P006001
შავ-თეთრი ფირის 8 ცალიანი ნაკრები Polaroid B&W Film for i-Type P006001
Regular price 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ფერადი ფირის 8 ცალიანი ნაკრები Polaroid Color Film for i-Type P006000
ფერადი ფირის 8 ცალიანი ნაკრები Polaroid Color Film for i-Type P006000
Regular price 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია