საუკეთესო კამერები სამოგზაუროდ

თუკი მოგზაურობა განსაკუთრებულად გიყვართ და თან შესაბამისი მოდელის ფოტოაპარატები გჭირდებათ, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ჩვენს რეიტინგს, სადაც წარმოგიდგენთ კონკრეტულად მოგზაურობისთვის განკუთვნილ აპარატებს.

Sony Cyber-shot DSC-RX100

Sony  ფოტოაპარატი ოდნავ მცირეა და შესამჩნევად მსუბუქია, რომლის ზომებია 102x58x36 მმ, ხოლო წონა - 213 გრ. სტანდარტული ობიექტივია  - Carl Zeiss Vario-Sonnar 7 ოპტიკური ელემენტით, ხოლო  ფოკუსის მანძილი 28-დან 100.8 მმ-მდეა. მოკლედ, Sony-ს მიერ შექმნილმა კომპაქტურმა კამერამ, საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღო ექსპერტებისგანაც.

მოდელის ეფექტური პიქსელი 13.2x8.8 მმ (1 ინჩი) საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ მაქსიმალური გარჩევადობის ფოტოები (5472x3648).

საუკეთესო კამერები სამოგზაუროდ

მატრიცის მგრძნობელობა 80-დან 3200ISO- მდეა. ამასთან არსებობს „ექსპრეს“ რეჟიმი წამში 10 კადრამდე სიჩქარით,  მაკრო რეჟიმი, ტაიმერი 2 და 10 წამიანი,  ოთხი სხვადასხვა ფორმატის მხარდაჭერა, ოპტიკური სტაბილიზატორი, მექანიკური და ავტომატური თეთრი ბალანსი. ვიდეო გადაღება შესაძლებელია FullHD 1920x1080 რეზოლუციით.

გადაღებისას უნდა იხელმძღვანელოთ 3 ინჩიანი ფერადი LCD ეკრანით. მინიმალური მანძილი გადასაღები ობიექტიდან  0.05 მეტრია. სურათების შენახვა  შესაძლებელია JPEG და RAW ფორმატებში.

ასევე აქვს მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა Memory Stick-ს ჩათვლით. USB 2.0 და HDMI პორტები გამოიყენება კომპიუტერთან ან მონიტორთან (ტელევიზორთან) დასაკავშირებლად.

უპირატესობები:

  • სანდო ბრენდი;
  • დიდი მატრიცა;
  • გამოსახულების სტაბილიზაციის ხარისხი;
  • RAW მხარდაჭერა;
  • მაღალხარისხიანი სურათები თუნდაც დაბალი განათების პირობებში;
  • ოპტიკური სტაბილიზატორი.

უარყოფითი:

  • სუსტი ოპტიკური ზუმი

Canon Powershot SX740

კიდევ ერთი კომპაქტური სამგზავრო ფოტოაპარატი Canon-სგან. საერთო ჯამში, ეს მოდელი აღემატება ზემოთ აღწერილ Sony  სამოგზაურო კამერას კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ფასით.

პირველი, რაც ამ მოდელში აღსანიშნავია 40-ჯერ გრძელი ოპტიკური მასშტაბირებაა. 1/2.3 დიუმიანი მატრიცით, რომლის მაქსიმალური დიაფრაგმა f/3.3-ია, მაინც  არსებობს დამახასიათებელი და გარდაუვალი ხარვეზები.

საუკეთესო კამერები სამოგზაუროდ

კამერის ზომებია - 110x64x40 მმ, ხოლო წონა - 299 გრ ბატარეის ჩათვლით.

მატრიცა 20.3 მილიონი ეფექტური პიქსელით, საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ სურათები 5184x3888 რეზოლუციით. მატრიცის მგრძნობელობა შეადგენს 100-3200 ISO. ვიდეოს რეჟიმში, კამერას შეუძლია უზრუნველყოს 4K ხარისხის  ვიდეოების გადაღება. ვიდეო რეზოლუციის მინიმუმ FullHD 1920x1080- ზე დაწევისას, კადრის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს წამში 60-მდე. ვიდეო ფაილის მაქსიმალური დასაშვები ზომაა 4 გბ.

უპირატესობები:

  • ძლიერი ზუმი;
  • მაღალი რეზოლუციის მატრიცა;
  • ვიდეოს გადაღება 4K ფორმატით;
  • Wi-Fi;
  • საუკეთესო ღირებულება.

Canon M100

Canon-ის კიდევ ერთი წარმატებული ფოტოაპარატი,  რომელიც განკუთვნილია მოგზაურობისთვის იდეალური ვარიანტია თუნდაც სამოყვარულო დონეზე.

ეს მოდელი აღჭურვილია დიდი APS-C CMOS სენსორით, რომლის მატრიცის ზომა - 22.3x14.9 მმ-ია. გარდა ამისა, ეფექტური პიქსელების რაოდენობაა 24.2 მილიონია, ხოლო რეზოლუცია 6000x4000 მდეა.

საუკეთესო კამერები სამოგზაუროდ

ზომით და წონით, ეს მოდელი აღემატება ზემოთ აღწერილ კომპაქტურ მოწყობილობებს, მაგრამ არც ისე ბევრით. აპარატის ზომა 108x67x35 მმ-ია, ხოლო წონა 302 გრ (ბატარეის ჩათვლით).

Canon ფოტოაპარატის  გადაღების  ძირითადი პარამეტრები და მახასიათებლები შემდეგია: გადაღების სიჩქარე წამში 6.1 კადრია. უწყვეტი გადაღებით,  სურათის რაოდენობა ყოველ გადაღებაზე  JPEG ფორმატისთვის 89-მდეა , ხოლო 21 RAW ფორმატისთვის. ასევე არსებობს 2 და 10 წამიანი ტაიმერი.

პოპულარული მოდელები

ფერადი ფირის 40 ცალიანი ნაკრები Polaroid Color Film for i-Type x40 film pack P006010
ფერადი ფირის 40 ცალიანი ნაკრები Polaroid Color Film for i-Type x40 film pack P006010
Regular price 229 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ფერადი ფირის 16 ცალიანი ნაკრები Polaroid Color Film for i-Type Double Pack P006009
ფერადი ფირის 16 ცალიანი ნაკრები Polaroid Color Film for i-Type Double Pack P006009
Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
შავ-თეთრი ფირის 8 ცალიანი ნაკრები Polaroid B&W Film for i-Type P006001
შავ-თეთრი ფირის 8 ცალიანი ნაკრები Polaroid B&W Film for i-Type P006001
Regular price 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ფერადი ფირის 8 ცალიანი ნაკრები Polaroid Color Film for i-Type P006000
ფერადი ფირის 8 ცალიანი ნაკრები Polaroid Color Film for i-Type P006000
Regular price 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია