17 დიუმიანი საუკეთესო ლეპტოპები
მიუხედავად იმისა, რომ ლეპტოპები საკმაოდ კომპაქტური მოწყობილობებია, მახასიათებლების გარდა, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ეკრანის დიაგონალს. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ 17 დიუმიანი ლეპტოპები, რომლებიც მუშაობისა და სწავლის თვალსაზრისით საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია.
HP 17 ca2
პირველ ეტაპზე განვიხილოთ ტრადიციულად ყველაზე იაფიანი HP ნოუთბუქი. ლეგენდარული ამერიკული მწარმოებელი HP გთავაზობთ ნოუთბუქების ყველაზე ფართო ასორტიმენტს, მათ შორის დიდი დიაგონალის მქონე როგორც ძვირადღირებულ, ისე ძალიან ხელმისაწვდომი ფასის მოდელებს.
ნოუთბუქის დიაგონალია 17.3, ხოლო მატრიცის გარჩევადობა დაბალი - HD-ია. მოწყობილობის უარყოფითი ისაა, რომ ხედვის კუთხეები ოდნავ განიერია, მაგრამ დისკომფორტს არ ქმნის.

დიდი დიაგონალის გარდა, მეორე მნიშვნელოვანი დეტალი ლეპტოპის ზომა - 414.8x272.2x24.5 მმ და წონაა - 2.38 კგ. როგორც ხედავთ, ნოუბუქი ნაკლებად თხელი და მსუბუქია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინიმალური კომპლექტაციით პროცესორს აქვს ბიუჯეტური AMD Athlon Silver 3050U. მისი შესრულება, თუნდაც 8 გბ ოპერატიული მეხსიერება საკმარისია ინტენსიური დავალებების შესასრულებლად მათ შორის: საოფისე პროგრამებთან მუშაობისთვის, ინტერნეტში ინფორმაციების გაცნობისთვის, ელექტრონული ფოსტისთვის და ა.შ. ლეპტოპის შესრულების ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, YouTube-ზე 1080p ხარისხის ვიდეოების ნახვა სავარაუდოდ გაგიჭირდებათ.
კომუნიკაციებში შედის ჩამონტაჟებული სადენიანი ქსელის ბარათი, უკაბელო Wi-Fi და Bluetooth მოდულები, USB 2.0 Type A პორტი, ორი USB 3.1 Type A პორტი, HDMI ვიდეო გამომავალი და სხვა.
უპირატესობები:
- SVA მატრიცას აქვს ოდნავ უკეთესი მიმოხილვა, ვიდრე კლასიკურ TN-ს;
- კარგი ავტონომია;
- მყარი დისკი 1 ტბ;
- კაბელიანი გიგაბიტიანი ქსელის ბარათი;
- ხელმისაწვდომი ფასი.
უარყოფითი:
- მინიმალური შესრულება;
- დაბალი HD რეზოლუცია.
Lenovo Ideapad L340-17
17 ინჩიანი ნოუთბუქების შემდეგ ვერსიას გთავაზობთ Lenovo, რომელიც თავისთავად ასოცირდება კარგ ხარისხთან.
ეკრანის ზომა ზუსტად იგივეა, როგორც წინა მოდელში - 17.3 და აქვს მქრთალი ზედაპირი მბზინვარების გარეშე. გვერდითი ჩარჩოები, რომლებიც მართალია თხელი არ არის, (როგორც ბევრ ძვირადღირებულ მოდელში), მაინც უფრო მიმზიდველ იერს აძლევს.

ამ სტანდარტული მოდიფიკაციების უმეტესობაში RAM-ი მინიმალურია - 4 გბ-ი. სლოტი ერთადერთია, რომლის მოცულობის გაფართოება შესაძლებელია მხოლოდ 8 გბ-მდე.
მყარი დისკი - მექანიკური HDD 1 ტბ-იანი მოცულობით. მოდელის ზომებია 413x284.6x24.3 მმ, ხოლო წონაა - 2.8 კგ.
ოდნავ დახვეწილი ჩარჩოების წყალობით, ლეპტოპის დიზაინი უფრო დახვეწილია. საერთო ჯამში მინიმალისტური დიზაინი საკმაოდ წარმატებულია მომხმარებლებში, რომლებიც უპირატესობას უბრალოებას ანიჭებენ.
უპირატესობები:
- ეკრანზე შედარებით თხელი გვერდითი ჩარჩოები;
- მყარი დისკი 1 ტბ;
- აქვს USB 3.1 Type-C პორტი;
- სადენიანი გიგაბიტიანი ქსელის ბარათი;
- FW TPM 2.0 კრიპტოჩიპი;
- კარგი ავტონომია;
- დახვეწილი დიზიანი.
უარყოფითი მხარეები:
- TN მატრიცა ვიწრო ხედით;
- 4 გბ ოპერატიული მეხსიერება ინტეგრირებულია დედაპლატაში.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







