სასწავლო ნოუთბუქები - მოდელების განხილვა

ლეპტოპების ის მრავალფეროვნება, რომელსაც თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს, საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს ყველა მომხმარებლებლის საჭიროებები. დაწყებული- უმარტივესი საოფისე სამუშაოებიდან, დამთავრებული გრაფიკული, სამონტაჟო და სხვა პროგრამებით.

დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ რამდენიმე კონკრეტული მოდელის განხილვას. სამივე მათგანი სასწავლო ნოუთბუქია, რომლის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტსა თუ მოსწავლეს.  დასაწყისისთვის, მოკლედ გავერკვიოთ რა მახასიათებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება თუკი ლეპტოპის ყიდვას  დავაპირებთ:

  1. ზომები, წონა, გამძლეობა;
    2. ავტონომია;
    3. ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა;
    4. ეკრანი და ვიდეო კარტა;
    5. პროცესორი, მეხსიერება, მყარი დისკი.

Lenovo ThinkPad Edge E480 - საუკეთესო დაბალფასიანი ლეპტოპი

დავიწყოთ საკმაოდ ძლიერი ლენოვოს ნოუთბუქით, რომელიც გამოირჩევა მოდიფიკაციების ძალიან მდიდარი არჩევანით. ასევე ძალიან კარგი ფიზიკური პარამეტრებითა და მახასიათებლებით. ნოუთბუქის ზომებია - 329.3x242x21.9 მმ,  წონა - 1.75 კგ-ია, ხოლო ეკრანი 14 ინჩია.

სასწავლო ნოუთბუქები - მოდელების განხილვა

პროცესორი შეიძლება იყოს Core i3, i5 ან i7 2 ან 4 ბირთვზე  1600-დან 2200 გჰც-მდე სიხშირით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა - 4-დან 8 გბ-მდეა და შესაძლებელია 32 გბ-მდე მეხსიერების დაყენება. SSD მოცულობა - 256 გბაიტიდან. გარდა ამისა, ვიდეო ბარათი შეიძლება იყოს ინტეგრირებული  UHD Graphics 620 ან ცაკლე AMD Radeon Rx 550  2 გბ-იანი მეხსიერებით.

გარე მოწყობილობების დასაკავშირებლად არსებობს სამი USB 3.1 პორტი, ერთი USB 2.0 პორტი და HDMI ვიდეო ინტერფეისი.  მკაცრი ავტორიზაციისთვის გამოიყენება  თითის ანაბეჭდის სკანერი. მწარმოებლის მიერ აღნიშნული სამუშაო დრო 13 საათს შეადგენს, მაგრამ ეს მაჩვენებელი უფრო მეტია. კვების ელემენტის რეალური მოცულობაა 45 Wh.

უპირატესობები:

  • იწონის 2 კგ-ზე ნაკლებს;
  • აქვს მოდიფიკაციების ფართო სპექტრი;
  • არსებობს თითის ანაბეჭდის სკანერი;
  • განახლების შესაძლებლობა;
  • მაღალხარისხიანი ტექნიკა;
  • კლავიატურის განათება.

უარყოფითი:

  • ეკრანის სიკაშკაშის არასაკმარისი დონე.

HP ProBook 440 G5

ჩვენს რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს ცნობილი ამერიკული კომპანიის HP  ნოუთბუქი , რომელიც განკუთვნილია სასწავლად. ტექნიკური პარამეტრებით, შესრულებისა და ხელმისაწვდომი მოდიფიკაციების თვალსაზრისით, ეს მოდელი წინა მოდელის იდენტურია,  მაგრამ ცოტა მეტს იწონის და ღირებულებაც უფრო  მაღალი აქვს. ლეპტოპის  ზომებია 336x238x20 მმ, წონა - 1.63 კგ., ხოლო ეკრანის ზომა 14 ინჩია . მატრიცა IPS-ია, რომლის გარჩევადობაა 1366x768 ან 1920x1080.

სასწავლო ნოუთბუქები - მოდელების განხილვა

ოპერატიული მეხსიერება წარმოდგენილია 4 ან 8 გბ მოცულობით. სხვადასხვა თაობის ორი USB პორტის გარდა, ასევე არსებობს VGA-out (D-Sub), DisplayPort და HDMI- ვიდეო ინტერფეისი. დამატებით  აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი, აკუმულატორის საერთო ტევადობა კი 48 Wh-ია.

უპირატესობები:

  • ოპტიმალური შესრულება;
  • ეკრანის საკმარისი სიკაშკაშე;
  • მიმზიდველი გარეგნობა;
  • მსუბუქი წონა.

DELL INSPIRON 5770

საუკეთესო ნოუთბუქების რეიტინგში მესამე ადგილზე მოხვდა DELL  ნოუთბუქი, რომელიც საკმაოდ ნათელი მოდელია, რაც აღსანიშნავია, უპირველეს ყოვლისა, მისი შთამბეჭდავი ეკრანის ზომით, რის გამოც რეკომენდირებულია სტუდენტებისათვის.

სასწავლო ნოუთბუქები - მოდელების განხილვა

მოდელი განსაკუთრებით გამოადგებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან გრაფიკასთან დაკავშირებულ სპეციალობებს, მაგალითად, დიზაინს, ინჟინერიას, ვიდეოს მონტაჟსა და ა.შ. ნოუთბუქის ზომებია 415.4 × 279.2 × 25 მმ, ხოლო ეკრანის დიაგონალია - 17.3.

ეკრანის ზომიდან გამომდინარე, მისი წონაა 2.79 კგ. RAM-ის სტანდარტული მოცულობაა 4 GB ან 8 GB, ხოლო გაფართოების ზღვარია - 16 GB. წინა ორი მოდელისგან  განსხვავებით, ეს ნოუთბუქი  აღჭურვილია DVD-RW დისკით.

უპირატესობები:

  • კონფიგურაციების ფართო სპექტრი;
  • ლამაზი დიზაინი;
  • დიდი ეკრანი;
  • DVD დრაივის არსებობა, რომლის ჩანაცვლება შესაძლებელია SSD-ით.

პოპულარული მოდელები

ნოუთბუქი LENOVO ThinkPad X380 Yoga
ნოუთბუქი LENOVO ThinkPad X380 Yoga
Regular price 2,000.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ნოუთბუქი Lenovo IdeaPad Slim 5 16ABR8 82XG0085RK + საჩუქრად ჩანთა GX40Q17226
ნოუთბუქი Lenovo IdeaPad Slim 5 16ABR8 82XG0085RK + საჩუქრად ჩანთა GX40Q17226
Regular price 2,350.00 ლარი 2,204 ლარი / თვეში 121 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ნოუთბუქი Asus Vivobook 15 X1504VA-BQ522
ნოუთბუქი Asus Vivobook 15 X1504VA-BQ522
Regular price 1,899 ლარი / თვეში 102 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ნოუთბუქი Lenovo V14 G4 IRU 83A00045RU
ნოუთბუქი Lenovo V14 G4 IRU 82YT00N2RU
Regular price 1,399 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი