წვენსაწური vs ბლენდერი
თუ თქვენი მიზანია, დღის რაციონის რაც შეიძლევა მეტი საკვები ნივთიერებით გამდიდრება, დილას იწყებთ ნატურალური წვენების მიღებით, წვენსაწურიც აუცილებლად შესაბამისი უნდა გქონდეთ , რათა არ დარჩეთ იმედგაცრუებული წვენსაწურის შესაძლებლობებით და ამის გამო, უარი არ თქვათ ორგანიზმის ვიტამინებით გამდიდრებაზე.
ჩვენი რჩევაა, გავრცელებული მცდარი მოსაზრების ქვეშ არ მოექცეთ, თითქოს ბლენდერით იგივე შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რაც წვენსასურით. მნიშვნელოვანია იცოდეთ, ორივეს შესაძლებლობები და თავად გააკეთოთ არჩევანი, რა დროს რის გამოყენებაა უმჯობესი.
ბლენდერი და წვენსაწური ორი განსხვავებული აპარატია, საკმაოდ განსხვავებული დანიშნულებით. დიახ, ორივე ამუშავებს პროდუქტს მკვებავ სასმელად, თუმცა, მათი მომზადების წესი და საბოლოო შედეგი სულაც არ არის ერთი და იგივე.
წვენსაწური აცალკევებს წვენსა და ბოჭკოს ერთმანეთისგან, რის გამოც მხოლოდ წვენი გრჩებად დასალევად, დანარჩენი ბოჭკოვანი რბილობი კი არის უბრალოდ ნარჩენი. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ჭიქით თქვენ გაცილებით მეტი ვიტამინისა და სასარგებლო ნივთიერების მიწოდება შეგიძლიათ საკუთარი ორგანიზმისთვის, ვიდრე იმავე მოცულობის (1 ჭიქა) გამოუწურავი პროდუქტის მიღებით.
ბლენდერი ამუშავებს მთელს პროდუქტს, ბოჭკოს ჩათვლით. ამის გამო ხდება უფრო სქელი სასმელის მიღება, რომელსაც სმუზი ეწოდება. ჩვეულებრივ, სმუზის მონელებას უფრო დიდი დრო სჭირდება, მაგრამ მოცულობით, მეტი საკვები გაქვთ მიღებული, რაც უფრო ხანგრძლივი დროით აკმაყოფილებს თქვენს მადას.
რა მოეთხოვება კარგ წვენსაწურს?!
პირველ რიგში, სახელმა არ უნდა დაგაბნიოთ. მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია გამოწუროს როგორც ხილის, ასევე - ბოსტნეულის წვენი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნივერსალური წვენსაწური ამარტივებს სუფთა, დაპრესილი პროდუქტიდან წვენის გამოყოფის პროცესს.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლაბორატორიებში უკვე არსებობს კარგად გამოცდილი წვენსაწურები, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
რადიკალიზმი სულაც არ არის საჭირო, როდესაც ბლენდერისა და წვენსაწურის შედარებას ვაკეთებთ. არჩევანის ერთის სასარგებლოდ გაკეთებას არავინ გვთხოვს. კეთილმოწყობილ სამზარეულოში კი ადვილად შესაძლებელია როგორც წვენსაწურის, ასევე ბლენდერის მოთავსება და საჭიროების შესაბამისად, მათი გონივრულად გამოყენება.
თუ ტომატის მოსამზადებელი წვენსაწურს ეძებთ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს წინა ბლოგს.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...