ყველაზე მძლავრი პერფორატორების მიმოხილვა

სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მძლავრი სამშენელო ხელსაწყოს გამოყენება, როგორიც პერფორატორია.

გამომდინარე იქიდან, რომ მოწყობილობის გამოყენება სხვადასხა დანიშნულებისთვის შეიძლება, საჭიროა მისი ყურადღებით შერჩევა, რადგან მოდელების შესაძლებლობები სიმძლავრის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულია.

დღეს გვსურს შემოგთავაზოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე - isurve.ge-ზე წარმოდგენილი ბრენდების განხილვა, ასევე კონკრეტული პერფორატორების დახასიათება.

Makita HR4003C

იაპონური მწარმოებლის მცირე ზომის მბრუნავი პერფორატორი გამოდგება დიდი მოცულობის სამუშაოების შესასრულებლად. მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ მოდელის თანამედროვე დიზაინი.

6.2 კგ წონის მიუხედავად, კომფორტულად თავსდება ხელში, ხოლო ერგონომიული გვერდითი სახელური, მოწყობილობის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი, ხელს უშლის მაჯის დაღლას. მოწყობილობის სიმძლავრეა 1100 ვტ, ხოლო ზემოქმედების ენერგია 8.3 ჯ-ია.

როტაციის სიჩქარეა 500 დარტყმა/წთ,  წუთში 2900 დარტყმის სიხშირეზე. რევერსის ფუნქციის გამოყენება მოსახერხებელია მაშინ, როდესაც მოწყობილობა გაჩერებულია. პერფორატორის აშკარა უპირატესობაა 5 მეტრიანი დენის კაბელი, რომლითაც შეგიძლიათ დაივიწყოთ დამაგრძელებელი კაბელის მნიშვნელობა.

ყველაზე მძლავრი პერფორატორების მიმოხილვა

დადებითი:

  • დიზაინი;
  • მასალა;
  • წარმოების ხარისხი;
  • სიღრმის საზომი;
  • დენის ღილაკის დაბლოკვა.

Metabo KHE 96

Metabo პერფორატორის ენერგიის მოხმარება 1700 ვტ-ია. ეს არის მრავალფუნქციური ინსტრუმენტი, რომელიც ძირითადი სამშენებლო საკითხების გადასაჭრელად გამოიყენება. ერგონომიული მოგრძო კორპუსი და უკანა კომფორტული სახელური, რომელსაც 360 გრადუსით მოტრიალება შეუძლია, შექმნილია მოწყობილობის კომფორტული გამოყენებისათვის.

გარდა ამისა, მეტი კომფორტისთვის, მწარმოებელი გვთავაზობს 2 რეზინისებურ სახელურს. პერფორატორის ზემოქმედების ძალა 27 ჯ-ია.

ყველაზე მძლავრი პერფორატორების მიმოხილვა

უპირატესობები:

  • კომპლექტში შედის ზეთი;
  • სიჩქარის მარეგულირებელი;
  • ანტივიბრაციული სისტემა;
  • რევერსის ფუნქცია.

ნაკლოვანებები:

  • წონა 11.8 კგ.

Hitachi DH45MR

იაპონური ცნობილი მწარმოებლის Hitachi  პერფორატორი შთამბეჭდავი მოწყობილობაა. მოდელი შექმნილია ორმაგი შიდა იზოლაციის უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს ბურღვისა და ტეხვის ყველაზე მაღალი სიჩქარე, რის გამოც შეუძლია ადვილად დაამუშაოს ცემენტი, ბეტონი, ფილები და სხვა მყარი მასალები.

პერფორატორის სიმძლავრეა 1200 ვტ, ხოლო მაქსიმალური ზემოქმედების ენერგია 15.5 ჯ-ია. მოდელის წონაა 8 კგ, მაგრამ დამატებითი სახელურის წყალობით მოხერხებულად თავსდება ხელში.

Hitachi პერფორატორის ყიდვა შესაძლებელია მყარი ქეისით, რომელსაც საკმარისი სივრცე და სამაგრები აქვს.

ყველაზე მძლავრი პერფორატორების მიმოხილვა

უპირატესობები:

  • ალუმინის კორპუსი;
  • მაქსიმალური სიჩქარე 250;
  • კომპლექტს მოყვება 3 გასაღები.

უარყოფითი მხარეები:

  • ძალიან თბება.

Ryobi R18SDS-0

საიმედო, იაპონური მწარმოებლის თანამედროვე მოწყობილობას კომპაქტური ზომა აქვს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ზედაპირების დამუშავებისთვის.

გრძელი დენის კაბელის საშუალებით, მოსახერხებელია გარეთ მუშაობა. ეს არის მსუბუქი წონის 2.08 კგ-იანი მოწყობილობა, რომლის  ბრუნვის სიჩქარე 0-დან 1300 დარტყმა/წთ-მდეა, ხოლო დარტყმების სიჩქარეა 0-დან 5000 წუთამდეა.

ზემოქმედების ძალა 1.3 ჯ-ია, Ryobi R18SDS-0 განკუთვნილია ბურღვისა და ტეხვის კომბინაციისთვის. მწარმოებელმა ინსტრუმენტი აღჭურვა ანტივიბრაციული სისტემით, ხოლო სიჩქარე კონტროლდება ელექტრონულად.

დადებითი:

  • დიზაინი;
  • აკუმულატორის ძაბვა 18 ვტ;
  • განათება;
  • მოსახსნელი ბატარეა.

რომელი მწარმოებლის პერფორატორის ყიდვა სჯობს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ეწვიეთ ჩვენს წინა ბლოგს.

პოპულარული მოდელები

ელ. პნევმატური დრელი (პერფერატორი) 1500W INGCO RH150028
ელ. პნევმატური დრელი (პერფერატორი) 1500W INGCO RH150028
Regular price 389.00 ლარი 284 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პერფორატორი 1250ვტ Edon ED-2803
პერფორატორი 1250ვტ Edon ED-2803
Regular price 249.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელ. პერფორატორი 950ვტ 2.5ჯ Total TH309288
ელ. პერფორატორი 950ვტ 2.5ჯ Total TH309288
Regular price 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
პერფერატორი 800ვტ 3ჯ FIXTEC FRH80001
პერფერატორი 800ვტ 3ჯ FIXTEC FRH80001
Regular price 220.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი