როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი? 2024 წლის გზამკვლევი ტელევიზორის ყიდვისთვის
თანამედროვე ეპოქაში, როცა ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და ტექნოლოგიები თითქმის თვიდან თვემდე იხვეწება, პასუხი კითხვაზე, როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი, აღარაა ისე მარტივი, როგორც თუნდაც 2-3 წლის წინ იყო. ბრენდის და ზომის არჩევა მხოლოდ მინიმუმია იმ ანალიზისა, რომლის ჩატარებაც მომხმარებელს უწევს, საუკეთესო არჩევნის გასაკეთებლად.
ამიტომ, გადავწყვიტეთ, წარმოგიდგინოთ სრული გზამკვლევი, რომელიც 2024 წელს ტელევიზორის ყიდვისას გამოგადგებათ.
გზამკვლევი რამდენიმე ნაწილად დავყავით:
- ტელევიზორის დანიშნულება თქვენთვის
- ზომის შერჩევა
- ტექნოლოგიები ეკრანის, ხმის და ოპერაციული სისტემის მიხედვით
- სმარტ მოდელები
- ბრენდების მოკლე მიმოხილვა
ისურვეზე წარმოდგენილი ყველა ტელევიზორის სანახავად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ სურათს:
დაფიქრდით, რისთვის გჭირდებათ ტელევიზორი?
შეაფასეთ სივრცე, რომელშიც ტელევიზორის დადგმას აპირებთ
ტელევიზორის ზომის შერჩევა სივრცის გათვალისწინებით გადამწყვეტი ფაქტორია საუკეთესო გამოსახულების მისაღებად. მარტივად რომ ვთქვათ, იმისთვის რომ ტელევიზორისგან მაქსიმუმი მივიღოთ, მის ზომას და ოთახის ფართობს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
აუცილებლად გაზომეთ, რა მანძილიდან მოგიწევთ ტელევიზორის ყურება და ზომაც (დიაგონალი) შესაბამისად შეარჩიეთ, ამისთვის ქვემოთ მოცემული ცხრილი დაგეხმარებათ:
ტელევიზორის დიაგონალი | რეკომენდირებული დაშორება ტელევიზორიდან |
32 ინჩი | 1.2 მეტრი |
40 ინჩი | 1.5 მეტრი |
43 ინჩი | 1.7 მეტრი |
50 ინჩი | 1.9 მეტრი |
55 ინჩი | 2.1 მეტრი |
უფრო დიდი მოდელები | ტელევიზორის სიმაღლე გამრავლებული 3-ზე, სანტიმეტრებში |
რა დანიშნულებით გამოიყენებთ ტელევიზორს?
გაეცით პასუხი კითხვას, რისთვის გჭირდებათ ტელევიზორი:
- უბრალოდ საყურებლად
- სათამაშოდ
- ლაივების საყურებლად
- აპლიკაციების გამოსაყენებლად
- უბრალოდ ოთახის დეკორაციად
სწორი პასუხი ამ კითხვაზე ან პასუხების ჯამი თუ ტელევიზორს რამდენიმე დანიშნულებით იყენებთ, დაგეხმარებათ მოდელისა და ტექნოლოგიის ზუსტად შერჩევაში, რაზეც დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ. მაგალითად, გეიმერებს მეტი ოპერატიულის და ე.წ Refresh-ის მაჩვენებლის მქონე მოდელები სჭირდებათ, კინომანები კი აქცენტს გამოსახულების ხარისხზე აკეთებენ.
ტელევიზორები და ტექნოლოგია, ძირითადი მახასიათებლების მიმოხილვა
ეკრანის ტექნოლოგიები
OLED, QLED თუ LED?
ტელევიზორების მთავარი განმასხვავებელი მისი ტექნოლოგიაა. დღეისთვის ბაზარი 3 ძირითად მიმართულებაზე აქცენტირდება:
- OLED (Organic Light-Emitting Diode)
- QLED (Quantum Dot LED)
- ტრადიციული LED (Light-Emitting Diode)
OLED ტექნოლოგიის ძირითადი მახასიათებელი ე.წ ნამდვილი შავი და სხვა ფერების მიწოდებაა, რასაც პიქსელების ინდივიდუალური განათებით ახერხებს.
QLED თავის მხრივ ფერების სიზუსტეს და სიმკვეთრეს აბალანსებს, ხოლო LED, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შესაძლებლობებით არ გამოირჩევა, დღემდე რჩება ბიუჯეტურ და მარტივად რომ ვთქვათ "უბრალოდ ტელევიზორი" არჩევნად.
8K თუ 4K?
მსოფლიოში დებატები იმის თაობაზე რომელი ტექნოლოგიის ტელევიზორი სჯობს, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
8K ტელევიზორები საოცრად ზუსტი დეტალებით გამოირჩევა, თუმცა ტექნოლოგია ჯერ ისევ დასახვეწია, შესაბამისად, ჯერჯერობით უფრო მეტი პოპულარობით 4K სარგებლობს, განსაკუთრებით, ჩვეულებრივ მომხმარებლებს შორის.
სისტემური მახასიათებლები
ე.წ Refresh-ის მაჩვენებელი განსაკუთრებულ როლს იძენს გეიმერებისთვის. რაც უფრო მაღალია ის, უფრო მარტივია თამაშიც. როგორც წესი, 120Hz-ზე მაღალი მაჩვენებელი თამაშებისთვის იდეალურად ითვლება.
ასევე გასათვალისწინებელია HDR, რომელიც პასუხისმგებელია კონტრასტსა და ფერების მრავალფეროვნებაზე, რაც უფრო რეალისტური გამოსახულების განმაპირობებელია.
პოპულარულ HDR ფორმატებს მიეკუთვნება HDR10, Dolby Vision და HLG. ტელევიზორის შერჩევისას აუცილებლად შეამოწმეთ რომელიმე ამ ფორმატის თავსებადობა.
Smart ტელევიზორები და მათი მახასიათებლები
სმარტ ტელევიზორების საოპერაციო სისტემები
2024 წელს სმარტ ტელევიზორი უფრო და უფრო მეტი მომხმარებლის არჩევანია. პოპულარულ არჩევნებს შორისაა Android TV, Tizen, WebOS და სხვა.
თითოეული საოპერაციო სისტემა გამორჩეულია თავისი ეკოსისტემით და ინტერფესით.
მაგალითად, ანდროიდ TV ცნობილია მოქნილობითა და აპლიკაციებზე დიდი ხელმისაწდვომობით. Tizen, რომლითაც სამსუნგის ტელევიზორებია აღჭურვილი უკავშირდება სამსუნგის სხვა მოწყობილობებს, ხოლო WebOS, რომელიც LG-ის მოდელების საოპერაციო სისტემაა, გამოირჩევა მაქსიმალური სიმარტივით და მომხმარებლისთვის იოლად აღსაქმელი ინტერფეისით.
ხმით კონტოლი და ხელოვნურ ინტელექტთან თავსებადობა
თანამედროვე ტელევიზორებში ხმის აღქმადობა და ხელოვნური ინტელექტი (AI) ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს.
ხმით კონტროლი საშუალებას გაძლევთ პულტის გარეშე მართოთ მოდელი, გადართოთ არხები, შეხვიდეთ აპლიკაციებში და ა.შ. ხოლო ხელოვნური ინტელექტი იკვლევს თქვენს ინტერესებს, ჩვევებს და ინტერფეისსა და შეთავაზებებს არგებს მასზე, რაც ნიშნავს, რომ ტელევიზორი მაქსიმალურად პერსონალიზირებულია.
მსგავსი სმარტ მოდელები როგორც წესი ძვირია, თუმცა თანდათან მათი ფასი იკლებს და მსოფლიო ბაზარზე გაყიდვების რაოდენობაც სულ უფრო იმატებს.
პორტები და ქსელებთან თავსებადობა
თანამედროვე ტელევიზორი მხოლოდ გამოსახულების მისაღებად აღარ გამოიყენება. ის ერთგვარი ჰაბია სხვადასხვა გასართობი რესურსისთვის. შესაბამისად, ადეკვატური პორტები ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს.
ზოგადად, USB პორტები და ბლუთუს კავშირის შესაძლებლობა ის პროგრამა მინიმუმია, რომელიც 2024 წლის ტელევიზორს უნდა ჰქონდეს.
ხმოვანი პარამეტრები, რას ნიშნავს კარგი ხმა ტელევიზორისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური პარამეტრები ალბათ მაინც მთავარი მნიშვნელობისაა, ხმის უგულებელყოფას ნამდვილად არ გირჩევთ.
პრემიუმ ბრენდები და მოდელები ჩაშენებული მოწყობილობებითვე ახერხებენ საუკეთესო ხმის მიღებას, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გააჩნია თქვენს საჭიროებებს. თუ ხმაზე განსაკუთრებულ აქცენტს არ აკეთებთ, იყიდეთ სტანდარტული მოდელი და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ დამატებითი დინამიკებით ან ხმის გამაძლიერებლით.
ტელევიზორის ფასები და ყიდვის ალტერნატივები
isurve.ge-ზე 200-მდე თანამედროვე ტელევიზორია წარმოდგენილი, რაც სრულად მოიცავს ასორტიმენტს ყველაზე სტანდარტული ტიპიდან უახლესი, სუპერ პრემიუმ მოდელებამდე, მომხმარებლის ნებისმიერი საჭიროებიდან გამომდინარე.
ტელევიზორის ფასებიც შესაბამისად, 250 ლარიდან 18000 ლარამდეა, განვადებით ყიდვის ან ადგილზე გადახდის შესაძლებლობებით. საბარათე შენაძენზე კი ცხადია, საჩუქრებიც გათვალისწინებულია.
ასევე მრავალფეროვანია არჩევანი ბრენდების კუთხით. ანბანის მიხედვით მათ მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ:
- Beko - თურქული წარმოების, საშუალო და საშუალოზე მაღალი ხარისხის მოდელები, დაახლოებით 500-დან 2000 ლარამდე საფასო დიაპაზონში
- Colorview - იაფიანი სეგმენტის ერთ-ერთი ფლაგმანი, ქართული მენიუთი
- Franko - ასევე, სტანდარტული სმარტ ტელევიზორების ერთ-ერთი პოპულარული არჩევანი, ფასისა და ხარისხის იდეალური ნაზავით
- Grundig - თითქმის იგივე, რაც ბეკოს ტელევიზორები, ოდნავ უფრო მეტი დაბალ ფასიანი და შედარებით ნაკლები პრემიუმ მოდელების არჩევნით
- Haier - სმარტ და 4K ტელევიზორების სტანდარტული არჩევანი, ძალიან მისაღები ფასებით
- Hisense - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი, ტელევიზორების ძალიან დიდი კატალოგით, ყველა ტიპის მომხმარებლისთვის
- LG - კიდევ ერთი ფლაგმანი, უთანამედროვესი მოდელებით და ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგიის ტელევიზორებით
- Nordmende - ბეკოსა და გრუნდიგის კიდევ ერთი ალტერნატივა
- Samsung - მსოფლიო ლიდერი ტელევიზორების წარმოებაში. პრემიუმ ხარისხის, მუდამ ახალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული წამყვანი ბრენდი, თავისი ძალიან დახვეწილი მოდელებით
- Skytech - იაფიანი მოდელების ლიდერი, ძალიან გამძლე, სტანდარტული პარამეტრების მქონე ტელევიზორები, როგორც სმარტ, ისე 4K ტექნოლოგიებით
- Toshiba - მსგავსად LG-ისა, მოდელები, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ და იგრძნოთ თანამედროვე ტექნოლოგიები
- Sunny - დაბალფასიანი სეგმენტის გამორჩეული ალტერნატივა, ძალიან მისაღები ფასებით
- TCL - მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, ძალიან მრავალფეროვანი არჩევნით
- UDTV - ბიუჯეტური, ძალიან პოპულარული ტელევიზორები, რომლებიც უკვე 2 წელია სულ უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს
- Vestel - უცნობილესი თურქული ბრენდი, საშუალო და დაბალ ფასიან სეგმენტში
ამ სასარგებლო ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, მხოლოდ სასურველი მოდელის შერჩევაღა დაგრჩათ.
ტელევიზორის ყიდვა ისურვეზე ყველაზე მომგებიანია, შეარჩიეთ მოდელი და ისარგებლეთ ონლაინ განვადების ყველაზე მოქნილი შეთავაზებებით, უფასო მიტანის სერვისთან ერთად.
პოპულარული მოდელები