რა უპირატესობები გააჩნია გასაშლელი საშრობის ქონას?
ტანსაცმლის საკიდზე გაშრობა გთავაზობთ ტანსაცმლის უსაფრთხო და ეკონომიურ გაშრობას. არაფერი შეედრება ბუნებრივი მზის შუქზე ტანსაცმლის გაშრობას.
ელექტროენერგიის გადასახადებში დაზოგვის შეთავაზებით, ტანსაცმლის ხარისხის შენარჩუნებით, გასაშლელი საშრობი ნელ-ნელა ანაცვლებს გაშრობის სხვა ძვირადღირებულ ფორმებს, როგორიცაა მაგალითად საშრობი მანქანა.
მართალია ჰაერზე გაშრობას შედარებით დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ტანსაცმელი და ქსოვილი არ კარგავს თავის ხარისხს და არ ფუჭდება. თქვენ სრულად ინარჩუნებთ ხარისხს!
ენერგიის გადასახადების შემცირება
გასაშლელი საშრობის გამოყენება ხელს უწყობს ენერგიის გადასახადის გონივრულ შემცირებას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხილული, დაზოგილი თანხა რეალურად მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხად იქცევა.
გასაშლელი საშრობი არ საჭიროებს მოვლას ან რაიმე ნაწილის შეცვლას. ყველაფერი რაც საჭიროა საშრობს თავად გააჩნია. მას არ სჭირდება რაიმე შეკეთება. საშრობი უპრობლემოდ იმუშავებს ათი ან მეტი წლის განმავლობაში.
შეინარჩუნეთ ტანსაცმლის ხარისხი
ტანსაცმლის ელექტრო საშრობით გაშრობამ შეიძლება შეამციროს ტანსაცმლის სიცოცხლე, გაშრობის თავისბურების გამო. ელექტრო საშრობში ტანსაცმელმა შეიძლება ხანდახან დაკარგოს ბზინვარება, ან ზომაში დაპატარავდეს, მაშინ როცა დელიკატური ნაჭრის ბოჭკოების გაფხვიერების რისკი არსებობს.
გასაშლელი საშრობი გთავაზობთ უკეთეს ხარისხს, იცავს ტანსაცმელს ექსტრემალური და ზედმეტი ტემპერატურისგან, რითაც ახანგრძლივებს ძვირადღირებული ტანსაცმლის გამოყენების დროს.
პოპულარული მოდელები