საშრობი
საშრობი ჩვენი სახლების ერთ-ერთი დაუფასებელი ნივთია. რამხელა კომფორტთან ასოცირდება გარეცხილი უფროსისა თუ მითუმეტეს ბავშვის ტანსაცმლის გასაფენად იქვე არსებული ტანსაცმლის საშრობის გამოყენება, და მითუმეტეს თუ თქვენ ამ დროს უფრთხილდებით თქვენი სახლის ფასადსაც.
ტანსაცმლის საშრობი შესაძლებელს ხდის სივრცის აღჭურვას ინტერიერის გაფუჭების გარეშე, რომლის მონტაჟიც პირდაპირ კედელზეც შესაძლებელია.
საშრობი იდეალურად ჯდება სხვადასხვა დიზაინის სტილში. თუ მოდელი დასაკეცია, მაშინ ის სრულიად უხილავი გახდება დაკეცვის შემდეგ. ასეთი დიზაინისთვის, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საკმაოდ დიდი საშრობები სიგრძის მიხედვით ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩამოკიდოთ თეთრეულის მაქსიმალური რაოდენობა.
დღევანდელი აღწერა დაგეხმარებათ წარმოგიდგინოთ მოდელების მრავალფეროვნება, როგორც ფუნქციონალურობის, ასევე - ღირებულების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვართ, რომ წაკითხვის შემდეგ, ყველამ იპოვის საკუთარი ბინისა თუ სახლისთვის შესაფერის საშრობს.
Dogrular LD-2002 - ორსართულიანი დიზაინის სარეცხის საშრობი, რომლის კონსტრუქციას მილისგან დამზადებული ჩარჩო აქვს, დაფარულია სპეციალური საღებავით. უძლებს მაღალ ტემპერატურას და ტენიანობის ცვლილებებს. საშრობი წარმოგენილია ორი იარუსით.
ზედა ერთი-ორი ფრთისგან შედგება, სიმაღლის რეგულირება კი ძალიან მოსახერხებელია. თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ინდივიდუალურად, თავის სიმაღლეზე განათავსოს ტანსაცმლის საშრობი. სივრცის დაზოგვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი "ფრთა".
მეორე იარუსი, ქვედა, შესაფერისია მცირე ზომის ტანსაცმლის გასაშრობად, მაგალითად, შარფები, წინდები, ქვედაბოლო, ფეხსაცმელი და სხვა ნივთები. შუაში, თავზე, დამაგრებულია პლასტიკური კალათა, რომელშიც მოსახერხებელია ტანსაცმლის განთავსება. ფეხებს აქვს პლასტიკური სამაგრები, ბორბლები რაც ხელს უშლის იატაკზე ნაკაწრების წარმოქმნას.
უპირატესობები:
- დასაკეცი;
- კომპაქტური ზომები - 190 x 55 x 90 სმ;
- მთლიანი სასარგებლო სიგრძე - 1,7 მ;
- მისაღები ფასი.
ნაკლოვანებები:
- მცირე დატვირთვა - 10 კგ-მდე;
- გადაადგილებისთვის ბორბლები არ არის მოსახერხებელი.
SuperGulliver - სარეცხი საშრობი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ხისგან და საკმაოდ კომფორტული გამოსაყენებელია.
საშრობი აღჭურვილია ორი ხაზით. ზედა შედგება ორი გვერდითი ნაწილისგან (თითოეული 12.5 სმ), რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არის ასახული, ისევე როგორც ცენტრალური. ქვედა შედგება ორი ჯვარი ფრთისგან.
ზედა ნაწილი შესანიშნავია დიდი ზომის გადასაფარებლების დასაკიდებლად, ხოლო ქვედა - განნკუთვნილია უფრო წინდების, შარფების და სხვა წვრილმანების გასაშრობად. პროდუქტი აღჭურვილია ოთხი ბორბლით, რის გამოც მარტივია გადაადგილება, თუნდაც სრულად დატვირთული საშრობით.
უპირატესობები:
- დასაკეცი
- მობილური;
- მყარი წიფლის ხის ჩარჩო, რომელიც უძლებს ტენიანობას;
- მეტალ-პლასტმასისგან დამზადებული მავთულები;
- საერთო გამოსაყენებელი სიგრძე - 3,5 მ.
ნაკლოვანებები:
- მაღალი ღირებულება;
სტაციონალური ტანსაცმლის საშრობები
Wellex RH 2060 - ორსართულიანი საშრობი, რომლის სტრუქტურა დამზადებულია ABC პლასტიკური და პოლიკარბონატისგან, ხოლო სხივები უჟანგავი ფოლადისაა. საშრობს აქვს ორი იარუსი. შესაფერისია თუნდაც დიდი პირსახოცების და გრძელი ქსოვილების დასაკიდებლად.
იმ დროს, როდესაც იგი არ გამოიყენება დანიშნულებისამებრ, იგი შეიძლება გახდეს თარო, სხვადასხვა მცირე ზომის ნივთების, აბაზანისა და სხვა აქსესუარების შესანახად.
უპირატესობები:
- მაქსიმალური დატვირთვა - 20 კგ-მდე;
- შელფის სიგრძე - 64 სმ;
- მარტივი საკიდების განთავსება;
- მრავალფუნქციური გამოყენება.
ნაკლოვანებები:
- შედარებით მაღალი ღირებულება.
საოჯახო ნივთების ყველაზე ფართო და იაფი არჩევანი ისურვეზე, შეიძინეთ ჩვენთან მიიღეთ ფასდაკლება ან გააკეთეთ თქვენთვის მოსარგები განვადება!