რა მნიშნელოვანი მახასიათებლები გააჩნია მიკროტალღურ ღუმელს?
მიკროტალღური ღუმელი, დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საყოფაცხოვრებო ტექნიკად ითვლება, რომელიც არა მხოლოდ ავსებს, არამედ ცვლის კიდეც ტრადიციულ ღუმელებს. მისი გამოყენების რაოდენობა, სიჩქარიდან და სიმარტივიდან გამომდინარე, ყოველდღე იმატებს იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დროის ფაქტორს.
მიკროტალღური ღუმელით შესაძლებელია რამდენიმე წუთში მოამზადოთ საჭმელი და უამრავი დრო და ენერგია დაზოგოთ, რაც იდეალურია დამღლელი დღის შემდეგ.
მნიშვნელოვანია გარკვეული მახასაითებლების გათვალისწინება მიკროტალღურის შეძენისას:
- საჭირო ფუნქციურობიდან გამომდინარე, ბაზარზე წარმოდგენილია სტანდარტული (სოლო) მოდელები, ღუმელები გრილის ვარიანტითა და კონვექციის ფუნქციით;
- კონტროლის ტიპი - მიკროტალღურები მექანიკურია თუ აქვთ სენსორული პანელი;
- მოწყობილობის მოცულობა - შეგიძლიათ აირჩიოთ კომპაქტური მოდელი ერთი ადამიანისთვის ან შედარებით მოზრდილი მოდელები, დიდი ოჯახისთვის.
- ფუნქციები - კლასიკური გაყინვისა და გათბობის გარდა, არსებობს Auto World Kitchen რეჟიმები: თქვენ უბრალოდ უნდა მოამზადოთ ინგრედიენტები და შეარჩიოთ შესაბამისი პროგრამა, ხოლო ღუმელი თავად მოამზადებს კერძებს.
- გათბობა - i-Wave ტექნოლოგიით, მიკროტალღური თანაბრად ათბობს საკვებს.
- მოვლა - კომპანიის მიერ შექმნილი EasyClean ფუნქცია არა მხოლოდ მდგრადია მექანიკური დაზიანებების მიმართ, არამედ არ იკრობს ცხიმსაც.
- ეკონომიურობა - საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ეკრანის სიკაშკაშე და განათების ძალა ECO ON რეჟიმში.
- ბავშვებისგან დაცვა - დაბლოკვის ფუნქცია ხელს უშლის მიკროტალღურის შემთხვევით ჩართვას ან გაღებას.
მიკროტალღური ღუმლის ფუნქციები
- წინასწარგანსაზღვრული მომზადების დროები.
- სენსორები - ზოგიერთ მოდელს შეუძლია მომზადების დროისა და სიმძლავრის ავტომატური განსაზღვრა კერძიდან ამომავალი ორთქლის საფუძველზე.
- შიდა სადგამები - თქვენ რომ ღუმელის შიდა მოცულობის უკეთესად ათვისება შეძლოთ, შეიძლება გამოგადგეთ შიდა სადგამები.
- ინვერტერული ტექნოლოგია - შექმნილი იმისთვის რომ შემოგთავაზოთ სტაბილური სითბო, ინვერტერის ფუნქცია ინარჩუნებს ხარჯავს დაბალ ენერგიას.
- გრილი - ეს ფუნქცია ბრაწავს კერძის გარე ნაწილს, ისე როგორც ეს გრილის შემთხვევაში კეთდება.
- ორთქლი - ძალიან კარგი ფუნქციაა თევზისა და ბოსტნეულის მოსამზადებლად, რადგან ორთქლით დამუშავების დროს თქვენ კერძისთვის ცხიმის დამატება არ მოგიწევთ.
- ადვილად გასაწმენდი შიდა მხარე - ტექნოლოგიებთან ნაკლებად არის კავშირში, მაგრამ დაგვერწმუნეთ, ეს საკითხი უგულებელსაყოფი არ არის.
პოპულარული მოდელები