რა უპირატესობები გააჩნია მიკროტალღურ ღუმელს და რატომ უნდა შეიძინოთ ის?
მიკროტალღური ღუმელი გამოირჩევა თავისი სისწრაფით და სიმარტივით. ის მარტივად ახდენს საჭმლის მომზადებასა თუ გაცხელებას, რის გამოც ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ადამიანი იძენს მას სამზარეულოსთვის. ის ნამვილად გამოსადეგი ნივთია სახლში, რომელიც ნებისმიერი რამის სწრაფად მომზადების საშუალებას მოგცემთ.
მიკროტალღური ღუმელები აცხელებენ საკვებს მიკროტალღების გამოყენებით, ელექტრომაგნიტური გამოსხივების ფორმით, რომელიც რადიოტალღების მსგავსია. ღუმელის შიგნით არსებული მოწყობილობა, რომელსაც მაგნიტრონი ჰქვია, მიკროტალღებს გამოიმუშავებს. მიკროტალღები აირეკლავს ღუმელის მეტალის შიდა ნაწილს და იწვევს საკვების წყლის მოლეკულების ვიბრაციას.
მნიშვნელოვანია გარკვეული მახასიათებლების გათვალისწინება მიკროტალღურის შეძენისას:
- საჭირო ფუნქციურობიდან გამომდინარე, ბაზარზე წარმოდგენილია სტანდარტული (სოლო) მოდელები, ღუმელები გრილის ვარიანტითა და კონვექციის ფუნქციით;
- კონტროლის ტიპი - მიკროტალღურები მექანიკურია თუ აქვთ სენსორული პანელი;
- მოწყობილობის მოცულობა - შეგიძლიათ აირჩიოთ კომპაქტური მოდელი ერთი ადამიანისთვის ან დიდი ოჯახისთვის.
- ფუნქციები - კლასიკური გაყინვისა და გათბობის გარდა, არსებობს Auto World Kitchen რეჟიმები: თქვენ უბრალოდ უნდა მოამზადოთ ინგრედიენტები და შეარჩიოთ შესაბამისი პროგრამა, ხოლო ღუმელი თავად მოამზადებს კერძებს.
- გათბობა - i-Wave ტექნოლოგიით, მიკროტალღური თანაბრად ათბობს საკვებს.
- მოვლა - კომპანიის მიერ შექმნილი EasyClean ფუნქცია არა მხოლოდ მდგრადია მექანიკური დაზიანებების მიმართ, არამედ არ იკრობს ცხიმსაც.
- ეკონომიურობა - საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ეკრანის სიკაშკაშე და განათების ძალა ECO ON რეჟიმში.
- ბავშვებისგან დაცვა - დაბლოკვის ფუნქცია ხელს უშლის მიკროტალღურის შემთხვევით ჩართვას.
რისი გაკეთება არის შესაძლებელი მიკროტალღური ღუმელით?
მიკროტალღურის ფუნქციები უამრავი რამის გაკეთების საშუალებას იძლევა. თქვენ, გარდა იმისა, რომ სწრაფად გააცხელებთ საკვებს, შეგიძლიათ მოამზადოთ ის, ან გამოაცხოთ ნამცხვარი. არჩევანი დიდია.
გარდა ნამცხვრისა, ნებისმიერი, ჩენთვის სასურველი მოქმედების განხორციელებაა შესაძლებელი. იქნება ეს საჭმლის მომზადება თუ გაცხელება. მიკროტალღური ღუმელი მოგემსახურებათ სწრაფად და ეფექტურად.
პოპულარული მოდელები