მატრასების ღირებულების გამსაზღვრელი ფაქტორები
მატრასებთან დაკავშირებით ხშირად ამბობენ მომხმარებლები, რომ ძვირია. დიახ, ძვირია , რადგან ისინი დიდხანს ძლებს იმის ხარჯზე, რომ შეიცავს ძვირადღირებულ მასალებს.
ქაფი, ზამბარები, ლატექსი და ა.შ., დამატებით მახასიათებლებს, როგორიცაა მისი ზედაპირის მასალა და დიზაინი, ასევე შეუძლია გაზარდოს ფასი.

ნუ გააკეთებთ არჩევანს იაფიანზე, თანხის დაზოგვის მიზნით, თუ მიზანი არის კარგი მატრასის ყიდვა. ერთად გამოვთვალოთ, რამდენი უნდა დახარჯოთ ხარისხიანი მატრასის შესაძენად!
მინიმუმ ღირებულების დასახელება, რათა დარწმუნებით ვთქვათ, რომ ესა თუ ის მატრასი არის კარგი, ძალიან რთულია. თუმცა, არსებობს რამდენიმე მაჩვენებელი, რომლის გათვალისწინებაც შეგვიძლია. ლოგიკურია, რომ მატრასების ფასი მზარდია მისი ხარისხის შესაბამისად და გამოყენებული მასალების ხარისხი პირდაპირ განმსაზღვრელია მატრასის სიცოცხლისუნარიანობის.
თუ გადაავლებთ თვალს ონლაინ მაღაზიების შემოთავაზებებს, შეგიძლიათ ზედაპირული წარმოდგენა შეიქმნათ მატრასების მინიმალურ და მაქსიმალურ ღირებულებებთან დაკავშირებით. მაგალითად, კარგი მატრასების ფასები 1700-დან - 2500 ლარამდე მერყეობს , ხოლო პრემიუმ ხარისხის მატრასების შეძენას 2500 ლარიდან ზემოთ შეძლებთ.
მატრასების მწარმოებელი კომპანიები გვასწავლიან, რომ კარგი მატრასი დაახლოებით 8 – 10 წლის მანძილზე უნდა მოემსახუროს საჭიროებებს და შემდეგ კი იწყებდეს დეგრადაციას. როგორც თავადვე აღნიშნავენ, პროდუქტის სპეციფიკაციებთან ერთად, რომელიც კარგი მატრასის ნომერი პირველი მდგენელია, მატრასების სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მომხმარებლის წონასა და ძილის რეჟიმზე.
კიდევ რა ფაქტორები ახდენს გავლენას მატრასების ღირებულებაზე?
ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების გარდა, პროდუქტში გამოყენებული შემავსებელი მასალის სიმკვრივე და მრავალფეროვნებაც, დიდ გავლენას მოახდენს ფასზე. რა თქმა უნდა, უფრო მკვრივი, სრულიად ბუნებრივი მასალები უფრო ძვირი ჯდება.
სტანდარტულთან შედარებით ძვირია მაღალი ხარისხის ორთოპედიული მატრასები, თუმცა ისინი განსაკუთრებული საჭიროებისას გამოიყენება.
მატრასებში გამოყენებული ქსოვილის რაოდენობამ, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს გაყიდვების ფასებზე. ადამიანის ხელით დამზადებული ბოჭკოები, როგორც წესი, ნაკლებად ძვირია, ხოლო ბუნებრივი ბოჭკოები უფრო ძვირი ღირს.

მატრასების ზომასაც შეუძლია გაზარდოს მომხმარებლებისთვის ხარჯები, ხელით შეკერილი მატრასები უფრო ძვირია, ვიდრე მანქანით შეკერილი.
ნახეთ სხვა სტატიაც, როგორ შევარჩიოთ მატრასები.
მატრასები ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია სახლში. მას შეუძლია თქვენი ძილის ხარისხზე გავლენის მოხდენა და გვერწმუნეთ, მასში ნამდვილად ღირს ინვესტიციის გაკეთება.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...