გაიგეთ მეტი ყავის აპარატის სხვადასხვა ტიპებზე

ოდესმე დაფიქრებულხართ, ღირს თუ არა ყავის აპარატის შეძენა და რა თანხა უნდა დახარჯოთ მის შესაძენად?

ხშირად გემრიელი ყავის საყიდლად გასვლა რთულია, რადგან მაღაზიაში იქნება დიდი რიგები და დიდხანს ლოდინი მოგიწევთ. ასეთ შემთხვევევბში, ყავის აპარატის შეძენა საკმაოდ პერსპექტიულია. 

ღირს ყავის აპარატის ყიდვა? თუ თქვენ სვამთ ყავას ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე და ცდილობთ მოამზადოთ საკუთარი ყავა უფრო დაბალ ფასად და მეტი კომფორტით, მაშინ დიახ, ყავის აპარატის ყიდვა ღირს.

გაიგეთ მეტი ყავის აპარატის სხვადასხვა ტიპებზე

წვეთოვანი ყავის აპარატები

ასეთი ყავის აპარატი საკმაოდ მარტივი სტრუქტურით მუშაობს. თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ დაფქული ყავის და წყლის შესაბამის რეზერვუარებში მოთავსება. დუღილის შედეგად ორთქლი გაივლის ყავას, მიიღებს არომატს და წვეთ-წვეთად ჩაედინება ჭიქებში. პროცესს მიახლოებით 5-10 წუთი სჭირდება და რაოდენობა კი თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ. ასეთი აპარატებს ხშირად გააჩნიათ ტემპერატურის რეგულირების, ყავის დაფქვის, ავტომატური ჩართვა-გამორთვის, ფილტრის ცვლილების და წინაპროგრამირების ფუნქციები. 

იდეალურია იმათთვის ვისაც ყავის უცბად მომზადება უყვართ, და ასევე იმათთვის ვინც ერთ ჭიქა ყავას მეტს მიირთმევს დღის ენერგიულად დასაწყებად.

ფრანგული პრესი

ამ ტიპის ყავის აპარატები მარტივად მოსავლელ და გამოსაყენებელ ჯგუფს მიეკუთვნება. მოწყობილობა თქვენგან მოითხოვს მხოლოდ დაფქული ყავის ჩაყრას, ცხელი წყლის დასხმასა და თავის დახურვას. იყენებს ესპრესოს აპარატის მსგავს ფუნქციას ყავის გამოსახარშად, შემდეგ კი პრესი დანოტიოებული პროდუქტიდან გამოიყვანს მაცოცხლებელ, მდიდრულ და არომატულ სითხეს. ფრანგული პრესის გამოყენება უფრო ეკონომიურია დანარჩენ აპარატებთან შედარებით, და ხშირად ასეთ მოწყობილობებს ელექტრო ენერგიაც არ სჭირდებათ. ასევე ეს მოწყობილობები მსუბუქია და ადვილად ტრანსპორტირებადი. 

გაიგეთ მეტი ყავის აპარატის სხვადასხვა ტიპებზე

იდეალურად მიესადაგება კომპაქტურ ფართში მცხოვრებ ადამიანებს, ასევე იმათ ვისაც უყვართ მოგზაურობა და თავისი აპარატების თან ტარება, მათ შორის ოფისშიც და მივლინებებშიც.

ესპრესოს ყავის აპარატი

ეს ზუსტად ის აპარატია რომელსაც ყველაზე ხშირად ნახავთ ყავის მაღაზიებსა და ბარისტებთან. შედარებით ძვირია სხვა ალტერნატივებთან შედარებით, თუმცა ძალიან ძლიერია და ამით თავის ფასს ნამდვილად ამართლებს. მათი საშუალებით თქვენ მიიღებთ ძლიერ და მეტად არომატულ სასმელს. ასევე მარტივად შეძლებთ გააკეთოთ სხვადასხვა ვარიაციები, როგორიცაა ლატე, კაპუჩინო, მაკიატო და სხვა.

პოპულარული მოდელები

ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
Regular price 90.00 ლარი 64 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ყავის აპარატი PHILIPS EP2030/10
ყავის აპარატი PHILIPS EP2030/10
Regular price 3,199.00 ლარი 2,199 ლარი / თვეში 118 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ყავის აპარატი PHILIPS EP1000/00
ყავის აპარატი PHILIPS EP1000/00
Regular price 1,949.00 ლარი 1,599 ლარი / თვეში 86 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ყავის აპარატი DELONGHI Dedica Manual Espresso Coffee Maker (EC685.W)
ყავის აპარატი DELONGHI Dedica Manual Espresso Coffee Maker (EC685.W)
Regular price 839.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი