ბლინების საუკეთესო ტაფები 2022 წელს შესაძენად
სრულყოფილი ბლინების დამზადებას სჭირდება კარგი, არაწებოვანი ტაფა, რომელიც მარტივად, ბლინის დაწვის გარეშე, თანაბრად შეძლებს მის მომზადებას.
ბლინების ტაფის შეძენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ზედაპირია, რომელსაც აქვს ოპტიმალური არაწებოვანი ზედაპირი და თხელი, ბრტყელი ლითონის ბაზა სითბოს სწრაფი განაწილებისთვის და თანაბარი მომზადებისთვის, პლუს ზედაპირის შესანიშნავი ფართობი. ტაფას შეუძლია მრავალი დავალების შესრულება.
GreenPan Essentials კერამიკული არაწებოვანი ბლინების ტაფა
ეს არის შესანიშნავი ბლინის ტაფა, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის გაზზე, ინდუქციურის ჩათვლით. მისი გამოყენება შეგიძლიათ ღუმელში 260C-მდე.
აქვს წებოვნების საწინააღმდეგო ზედაპირი. საფარი გარანტირებულია PFAS-ის გარეშე და არ გააჩნია არანაირი ტოქსიკური ქიმიკატები. ტაფის ზედაპირზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლითონის ჭურჭელი. მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა და სარეცხი მანქანაში მისი გარეცხვა არ დააზიანებს ტაფას, თუმცა ხელითაც ძალიან მარტივად ირეცხება.
ტაფა არის კერამიკული, ამიტომ ის ოდნავ უფრო მძიმეა ვიდრე სხვები, რაც შეიძლება გასათვალისწინებელი იყოს. ის საკმაოდ სწრაფად თბება და აქვს კომფორტული სახელური.
Premier Cookware Essentials ბლინების ტაფა 24 სმ
ეს ბლინის ტაფა განსაკუთრებით მსუბუქი და ადვილად დასაჭერია და მუშაობს ნებისმიერი ტიპის ტიპის. ამ ტაფის გარეცხვა შეიძლება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, რაც ბონუსია, თუმცა ამის გარეშეც, ის სწრაფად და მარტივად იწმინდება ხელითაც.
24 სმ-იანი ტაფა დამზადებულია ალუმინისგან და აქვს ორი ფენა არაწებოვანი საფარი. მას აქვს ბაკელიტის სახელური, რომელიც გრილი რჩება მომზადებისას.
STAUB 28 სმ თუჯის ბლინების ტაფა
ეს შესანიშნავი ტაპა დამზადებულია თუჯისგან, შესაბამისად სხვა მოდელებისგან განსხვავბით ის მძიმეა ასე რომ მყარად დგას ცეცხლზე.
ტაფა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის ცეცხლზე.
ის ბევრად უფრო დიდია, ვიდრე სხვები, ასე რომ თქვენ შეძლებთ მომზადოთ შედარებოთ დიდი ბლინები პრობლემის გარეშე. ტაფის კიდე იმდენად არაღრმაა, რომ თუ სცადეთ, ბლინებს ძალიან სქლად ვერ გააკეთებთ, ასე რომ, ტაფა თავად გეხმარებათ მიიღოთ უმაღლესი შედეგები ყოველ ჯერზე.
მიუხედავად იმისა, რომ ტაფა საკმაოდ მარტივად ირეცხება, მისი წონა მას უხერხულს ხდის ნიჟარაში მანევრირებისას.
პოპულარული მოდელები