ბლინის საცხობის შეძენის საჭიროება
ბლინის საცხობი, თქვენი გემრიელი საუზმის გარანტიაა. ის იდეალური ტექნიკაა მარტივად მოამზადოთ ბლინები, რომელსაც მრავალგვარ შიგთავზს გაუკეთებთ. ამ ტექნიკით დიდ შორმას აარიდებთ თავს და მისი შეძენის შემთვევაში მოგეცემათ შესაძლებლობა მოიმზადოთ გემრიელი საუზმე სწრაფად და მარტივად.
ბლინის საცხობის შერჩევა:
- 2-3 პერსონიანი ოჯახისთვის მშვენიერი ალტრენატივაა ბლინის აპარატი რომელიც ერთ ჯერზე რამდენიმე ბლინს წვავს. უფრო დიდი ოჯახისთვის კი მინიმუმ 4 პოზიციიანი დანადგარია სასურველი.
- ბლინების ელექტრო ტაფის ზომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პრობლემა არ გახდეს თქვენს სამზარეულოში მოთავსებით კუთხით.
- გამაცხელებლის სიმძლავრე რეკომენდებულია რომ 1-1.3 კილოვატის ფარგლებში მერყეობდეს.
- დამატებით პლუსად ჩაითვლება რამდენიმე განსხვავებული ზომის მქონე სამუშაო ზედაპირის არსებობა, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს ანაცვლებდეს
- ტაიმერი უნდა უთითებდეს როდის არის ბლინის აპარატი მზად ცომის მისაღებად, და ასევე როდის დასრულდა მისი მომზადება.
- სასურველია ბლინის საცხობი ტაფა კომპლექტში მოიცავდეს ჩამჩისმაგვარ კოვზებს ცომის მოსასხმელად (მითითებული საზომებით), და ასევე T-ს ფორმის ნიჩბის მსგავსი კოვზი ბლინის ზედაპირის გასასწორებლად. დამატებით ასევე სასურველია თუ იქნება პლასტმასის ან ხის კოვზის მაგვარი ნიჩბები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ მარტივად გადაატრიალოთ ერთ მხარეს მომზადებული ბლინები.
ბლინის ტაფის ტიპები
იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ბევრი სახის ტექნიკა არსებობს, გვაქვს ბლინის ტაფის რამდნეიმე ტიპი:
ხოლო მეორე არის, სიღრმისეული ბლინის საცხობი, რომელსაც გრძელი სახელური აქვს. გამაცხელებლი ელემენტი ამ ტიპის ნაკეთობებს მრგვალ საფუძველში გააჩნიათ. ჯერ უნდა გააცხელო ტაფა, შემდეგ ჩაყო ბლინის ცომით სავსე ჯამში, რამდენიმე წამით და შემდეგ გადაატრიალებთ და ბლინიც იწვება. მეორე მხრის მოსამზადებლად გადატრიალება აუცილებელია. ეს ვარიანტი ძალიან კარგია რადგან თხელი და აკურატული ბლინები გამოდის, თუმცა შედარებოთ დიდი დრო სჭირდება.
პოპულარული მოდელები