მექანიკური წვენსაწური
წამყვანი მწარმოებლების მექანიკური წვენსაწური - ყველა ბრენდი და მოდელი 1 კატეგორიაში. საუკეთესო ფასები, ონლაინ საბანკო განვადება და უფასო ადგილზე მიტანა, ოფიციალური ქარხნული გარანტიით. მექანიკური წვენსაწურის ყიდვა ყველაზე მომგებიანი ისურვეზეა!
მექანიკური წვენსაწური ერთ-ერთი ისეთი გამოგონებაა რომელიც გარკვეულწილად გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს
რომელ დანადგარს გაიხსენებდით რომელზედაც ინდუსტრიულმა რევოლუციებმა შესაბამისი გავლენა ვერ მოახდინა?
განსაკუთრებით ელექტრონულ რევოლუციაზეა საუბარი. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა რომ ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გამწოვი, ტოსტერი, მიქსერი ან ნებისმიერი სხვა საყოფაცხოვრებო ნივთი შეცვალოთ (არ ვიცი როგორ) მათი მექანიკური ალტერნატივებით, და თან უკეთესი შედეგი მიიღოთ.
მექანიკური წვენის საწურის შემთხვევაში ეს შესაძლებელია
წინასწარ რომ არ დაგაბნიოთ, საქმე მარტო ბროწეუილის საწურს ან ფორთოხლის ციტრუსის საწურს არ ეხება. ამ მოწყობილობით თქვენ გრეიფრუტის, კივის, ანანასის და თითქმის ნებისმიერი ხილის წვენის გამოწურვას შეძლებთ. სწორედ ამიტომ ის უნივერსალური კარგი წვენსაწური კლასს განეკუთვნება .
სანამ უშუალოდ დეტალებზე გადავალთ, მარტივად ვიტყვით - მექანიკური წვენსაწურების მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია, და ხშირად განსხვავებულიც. დავამატებთ, რომ მექანიკური წვენსაწური იაფად და სახლში უფასო მიტანით მხოლოდ ისურვეზეა!
ციტრუსის წვენის საწური მექანიკური პროცესი მოიცავს მის გაჭრას და შემდგომ სპეციფიური წამახული თავის მქონე ჯამის მაგვარ ჭურჭელზე მის დაწურვას.
სხვა ხილებსაც გააჩნიათ მსგავსი სპეციალიზებული გამოწურვის ჭურჭლები, თუმცა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მექანიკურ წვენსაწურზე, ვგულისხმობთ ე.წ. წვენსაწურ პრესს, ან იგივე ხილის პრესს.
ამ მოწყობილობას, როგორც ვახსენეთ, ფაქტიურად ნებისმიერი ტიპის ხილთან შეუძლია მუშაობა, და რაც მთავარია ბევრად უფრო მოქნილია ვიდრე მისი სხვა მექანიკური თუ ელექტრონული ალტერნატივები.
პროცესი საკმაოდ მარტივია - წვენსაწურის ცენტრში უნდა მოათავსოთ თქვენთვის სასურველი ხილი, და შემდგომ სახელურის დაბლა ჩამოწევით და მაქსიმალური ძალის დატანებით დაპრესოთ იგი წვენის მისაღებად.
უზარმაზარი ძალის დატანება არ არის საჭირო, რადგან თქვენს სასარგებლოდ ფიზიკის კანონები და ბერკეტის პრინციპი იმოქმედებს. და ვუალა - თქვენი წვენი მზად არის.
ნამდვილად, - გაუთლელად, ხილის დაუცალკევებლად თქვენი წვენი გამზადდა.
არადა ავტომატური წვენსაწურის შემთხვევაში რამდენი პროცესი იქნებოდა გასავლელი? რეცხვა (ეს კი აქაც საჭიროა), გათლა, დაქუცმაცება და კურკების მოცილებაც კი.
თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ მექანიკურ წვენსაწურს თავისი მინუსებიც აქვს.
პირველი ის არის რომ მექანიკური წვენსაწური ნებისმიერ ხილსა და ბოსტნეულზე არ გამოდგება, ავტომატური საწურისგან განსხვავებით. მაგალითად სტაფილოს წვენს პირდაპირ ვიტყვით და ვერაფრისდიდებით ვერ მიიღებთ.
მეორე კომპონენტი ეფექტურობაა. თუ თქვენ გინახავთ ავტომატური წვენის საწურის მიერ დამუშავებული პროდუქტი, ნარჩენები ფაქტიურად გამომშრალი მასა არის ხოლმე. დაპრესვის პრინციპის მაგვარ მექანიკურ საწურში კი ამგვარი მაღალი ეფექტიანობა ვერ მიიღწევა.
და მესამე კომპონენტი - ზომაა. სიმაღლეში მექანიკური წვენსაწურები (პრესზეა ძირითადად საუბარი) ხშირად საკმად დიდ გაბარიტებს იკავებენ. ამიტომ გთხოვთ წინასწარ გაითვალისწინოთ მათი ადგილი თქვენს სამზარეულოში.
მექანიკური წვენსაწურის ყიდვა თუ აგდაწყვიტეთ, isurve.ge-ზე მრავალი ფასდაკლება და განვადებები მოქმედებს, ხოლო ყველანერი შენაძენის სახლში მოტანა, მთელი ქვეყნის მაშტაბით, ჩვენთან სრულიად უფასოა. გისურვებთ წარმატებას!
მექანიკური წვენსაწური საუკეთესო ფასად ისურვეზე
წვენსაწური ის საჭირო ნივთია, რომელიც აუცილებელია მათთვის, ვისაც უყვარს ნატურალური, ჯანსაღი წვენები.
ასევე მათთვის, ვინც ჯანსაღად იკვებება და ვიტამინებით სავსე რაციონი აუცილებელია.
ისურვე გთავაზობთ მექანიკური წვენსაწურების დიდ ასორტიმენტს სხვადასხვა მწარმოებლისგან.
ჩვენთან საკურიერო მომსახურება უფასოა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოპერატორები კი მზად არიან თქვენს ყველა შეკითხვას უპასუხონ.
საუკეთესო ტექნიკა და ყოველდღიური გამოყენების ნივთები ისურვეზე მისაღებ ფასად, ხარისხის გარანტიითა და მოქნილი პირობებით.
გისურვებთ წარმატებას!