მანქანის საბვუფერი

მანქანის საბვუფერი ყველაზე იაფად. ოფიციალური გარანტიითა და ონლაინ განვადებით. უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

ძლიერი, კომპაქტური, საიმედო და პრაქტიკული - ეს მანქანის საბვუფერი, იგივე ავტომობილის  დინამიკებია, რომელთა განთავსებაც ნებისმიერ ავტომობილშია შესაძლებელი . ისურვეზე კი შეგიძლიათ შეიძინოთ საბვუფერი განვადებით და თქვენი ოცნების ავტომობილი აიწყოთ

მაღალი ხარისხის მანქანის საბვუფერი  ნამდვილი სიამოვნებაა, რომელიც თავის თავში  აერთიანებს: პარამეტრების კომპეტენტურ ბალანსს, სიხშირეების დიაპაზონსა და  დინამიკების მგრძნობელობას.   ქვევუზერი პასუხისმგებელია დაბალ სიხშირეზე, რომლის გარეშე შეუძლებელია მაღალი ხარისხის ხმის უზრუნველყოფა.

თუკი მანქანის დინამიკების ყიდვა  გსურთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ მისი სიმძლავრე, მგრძნობელობა და სიხშირის დიაპაზონი , რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სისტემაში არსებული სხვა დინამიკის ნომინალურ მახასიათებლებს და მიკროსქემის გამძლეობას.

არსებობენ ისეთი ავტომოყვარულები, რომლებიც მანქანაში ჩამონტაჟებულ ხმის გამაძლიერებლებს თავის მაგნიტაფონთან ერთად  ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცევენ ხოლმე. ასეთი ჩაშენებული მოწყობილობებისთვის   გამოიყენება პროფესიონალური, მაღალი დონის აუდიო სისტემები.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი აღჭურვილობები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილების კონკურსებსა თუ გამოფენებში მონაწილეობისთვის, ვინაიდან, მათი პიკური დატვირთვიდან გამომდინარე, ეს ხმის გამაძლიერებლები არ არის შექმნილი   მუსიკის ჩვეულებრივ კომფორტულად მოსასმენად.

დიზაინის ტიპისა და ჩაშენებული გამაძლიერებლის  მიხედვით, განასხვავებენ  დამონტაჟების რამდენიმე ვარიანტს.

მანქანი ბაზბოჭკის ჩვენს მიმოხილვაში შეძლებთ ნათლად დაინახოთ ძირითადი მახასიათებლები

დინამიკის მრავალ ტიპს შორის, მძღოლები ხშირად ირჩევენ უნივერსალურ მოდელებს, რომლებიც შედარებით დაბალი სიხშირით გამოირჩევა. მათი მთავარი უპირატესობა კომპაქტურობაა, რაც  იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ  ნებისმიერ ადგილზე დაამონტაჟოთ იგი.

მანქანის საბვუფერის დაბალანსებული სიხშირეების შესანიშნავი ხარისხი უზრუნველყოფს მდიდარ ჟღერადობას კლასიკური მუსიკიდან რეპამდე

ერთ-ერთი საბვუფერი, რომელიც უნდა წარმოგიდგინოთ ახალი მოდელი - Infinity Primus-ია, რომელსაც დიფუზორის კლასიკური დიზაინი აქვს და გამოირჩევა პარამეტრების ოპტიმალური კომბინაციით.

35-200 ჰც-ის სიხშირის დიაპაზონისა და მაქსიმალური სიმძლავრის - 1200 ვტ-ის წყალობით, დინამიკს იდეალური ხმა აქვს, რომელსაც ორმაგი მაგნიტური მიკროსქემით აღწევს. ეს ნიშნავს, რომ მას აღარ სჭირდება დამატებითი ხმის გამაძლიერებლები.

სპიკერი, რომელსაც 300 ვტ-იანი ძალა აქვს, საშუალებას გაძლევთ, ხარისხის დაკარგვის გარეშე, დააინსტალიროთ იგი Premium სისტემებში.

დადებითი მახასიათებლებია:

  • სიხშირეების ფართო დიაპაზონი;
  • თანამედროვე დიზაინის მოოქროვილი რგოლი;
  • სპიკერის ფირფიტას აქვს სპეციალური მტვრისგან დამცავი თავსახური;
  • უნივერსალური ხაზოვანი კავშირი ნებისმიერ აუდიო სისტემასთან.

მეორე მოდელი, რომელიც ოდნავ განსხვავებულია Kicx Head Shot 12-ია, რომლის მწარმოებელსაც  სპიკერების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს შემუშავებული - დაწყებული მარტივი აკუსტიკური მოწყობილობებით,  დასრულებული პროფესიონალი მაღალი დონის მოწყობილობებით.

Head Shot-ის მანქანის დინამიკი, უსაფრთხოების დიდი ზღვარით, განკუთვნილია მაღალი დონის მძლავრი ბასისთვის.

აღნიშნული მოდელის მანქანის საბვუფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ  დაამონტაჟოთ იგი ავტომობილის კარზე ან აკუსტიკურ თაროებში.

მაქსიმალური სიმძლავრე 3000 ვტ-ია, მგრძნობელობის დონე 84 დბ, ხოლო  რეზონანსული სიხშირე - 28.9 Hz, რომელიც განასხვავებს მას კონკურენტებისგან.

დადებით მახასიათებლებში ერთიანდება :

  • სიხშირეების ფართო დიაპაზონი;
  • უნივერსალური ინსტალაცია;
  • თავსებადობა ნებისმიერ აუდიო სისტემასთან;
  • მაღალი ხარისხის მასალები.

შეგახსენებთ, მანქანის საბვუფერი და სხვა ტექნიკა შეგიძლიათ ყველაზე იაფად შეიძინოთ ისურვეზე, ხოლო ყველანაერ შენაძენს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ჩვენი კურიერერი სრულიად უფასოდ მოგართმევენ.