ავტომობილის დინამიკები

ავტომობილის დინამიკების საუკეთესო არჩევანი საუკეთესო ფასად ისურვეს ონლაინ მაღაზიაში. შეიძინეთ სასურველი ნივთი და ჩვენ მას ზედმეტი დანახარჯის გარეშე მოგართმევთ სრულიად საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

manqanis magnitafonebi

თუკი ავტომობილის დინამიკები  გსურთ რომ შეიძინოთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ მისი სიმძლავრე, მგრძნობელობა და სიხშირის დიაპაზონი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სისტემაში არსებული სხვა დინამიკის ნომინალურ მახასიათებლებს და მიკროსქემის გამძლეობას.

ავტომობილების დინამიკების შერჩევა

პირველ, რიგში, ავტომობილის დინამიკების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ არა ფორმას, არამედ - ზომას. როგორც წესი, ყველა ავტომობილშია გამოყოფილი რეგულარული ადგილები, რომლებიც განკუთვნილია შემდეგი ზომის დინამიკებისთვის: მრგვალებისთვის - 10, 13, 16 სმ. ხოლო ოვალური ფორმისთვის - 15x23 სმ. რაც უფრო დიდია დინამიკის დიამეტრი - მით  უკეთესია.

რაც შეეხება მთლიან სისტემას, იგი შედგება მანქანის დინამიკებისგან, რომლებიც  ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  არის განთავსებული სალონში. თუ მანქანის აუდიო სისტემას სწორად დააინსტალირებთ, შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ეფექტის მიღება. ასეთ შემთხვევაში, შედარებით დაბალბიუჯეტიანი აუდიო სისტემაც კი კარგ ხმას გამოსცემს.

ერთ-ერთი მოდელი რომელიც განკუთვნილია ბასის მოყვარულთათვის - Hertz MPK 165.3 PRO-ა. ეს არის ორსაფეხურიანი მანქანის აუდიო  სისტემა 6 დიუმიანი დინამიკებით, რომელიც 40-22500 ჰც დიაპაზონს მოიცავს.

არსებული მოდელი, მის წინამორბედებთან შედარებით, ბევრად დაიხვეწა და  აღმოიფხვრა ყველა ის პრობლემა, რომელიც ხმასთან კავშირში იყო.

დადებითი:

  1. ნებისმიერ სიხშირეზე სრულყოფილად დაბალანსებული ხმა;
  2. Midbas დინამიკები დამონტაჟებულია თუჯის კალათებში;
  3. კონუსურ „დიფუზორს“ დიდი ჟღერადობის არეალი აქვს და იძლევა მშვენიერ, ღია ბგერებს;
  4. სიმძლავრე 110 ვატი;
  5. მისაღები ფასი.

მანქანის მაგნიტოფონი

არსებობს ავტომობილის დინამიკის რამოდენიმე ტიპი, რომელიც ჟღერადობით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.  ასეთია, მაგალითად, pioneer  TS-A1333i, რომლის დიამეტრი 13 სმ-ია.

ეს არის სამზოლიანი სისტემა, რომელსაც დამატებით ორი სპიკერი აქვს. საშუალო სიმძლავრე 50 ვატია, ხოლო მაქსიმალური - 300 ვატი, რაც სავსებით საკმარისია ნებისმიერი მუსიკის მაღალ ხარისხში მოსასმენად. ე.წ. „დიფუზორი“ დამზადებულია კომპოზიციური ბოჭკოსგან, რომელიც ძალიან გამძლეა.

უნდა აღინიშნოს, ამ მოდელით, კარგი ხმისა და ხარისხის ბასს ხელმისაწვდომ ფასად მიიღებთ, რომელშიც შესანიშნავადაა გათვალისწინებული ტონალური ბალანსი. არც ვიზუალი აქვს ცუდი, ამიტომ, თანამედროვე სტილი იდეალურად მოუხდება თქვენი ავტომობილის ინტერიერს.

დადებითი:

  • თანამედროვე დიზაინი;
  • გონივრული ფასი;
  • ხარისხიანი ხმა
  • მაღალი მგრძნობელობა;
  • წინააღმდეგობა მაღალი ხმის მიმართ.

JBL stage 2 624

სვეტების გაუმჯობესებული დაბალი სიხშირის მახასიათებლებს უზრუნველყოფს პოლიპროპილენის ვოფირი, რომელსაც აქვს ხისტი და მგრძნობელობის უნიკალური პარამეტრები. ასეთი დინამიკები  შეგიძლიათ შეიძინოთ საკმაოდ მისაღებ ფასად.

ავტომობილის დინამიკები jbl

უპირატესობები:

  • პოლიპროპილენისგან დამზადებული LF / MF დიფუზორი;
  • ღრმა არტიკულირებული ბასის ხმა;
  • საშუალო სიხშირის დეტალური ხმა;
  • დამზადებულია სპეციალური PEI მასალისგან.

ნაკლოვანებები:

  • დაბალი სიმძლავრე.

JBL Stage2 ავტომობილის დინამიკების დამატებითი უპირატესობაა ჩარჩოს დიზაინი, რომლის წყალობით, პროდუქტი ადვილად ჯდება მანქანის ინტერიერში სტრუქტურული ცვლილებების საჭიროების გარეშე.

შეგახსენებთ, ჩვენს საიტზე არსებული მანქანის მაგნიტაფონების დიდი არჩევნიდან საუკეთესო მოდელი თქვენი ავტომობილის აუდიო სისტემის საუკეთესოდ დაკომპლექტებისთვის.