მანქანის მაგნიტოფონი
მანქანის მაგნიტოფონები - ყველა ბრენდი. ორიგინალი მოდელები, სუპერ ფასი, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
გზაზე კარგი მუსიკა ხელს უწყობს მოდუნებას, მოგზაურობისას დროის შემცირებას ან სიჩუმის შევსებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სალონში მხოლოდ ერთი ადამიანია, ასე რომ მანქანაში კარგი მაგნიტოფონის არსებობა ნამდვილი ფუფუნებაა, ხოლო მაგნიტოფონის ძებნაში დრო და ენერგია რომ არ დახარჯოთ, უბრალოდ ჩვენს შემოთავაზებებეს გაეცანით!
რადგან საუბარი მანქანის მაგნიტოფონებზე ჩამოვარდა, უმჯობესია განვმარტოთ, რომ სიმღერების მოსმენის გარდა, თანამედროვე ტიპის მოწყობილობებს სხვა დამატებითი ფუნქციებიც დაემატა. მაგალითად, ისეთი როგორიცაა, კლიპებისა და ფილმების ჩვენება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში, ფასთა დიაპაზონიც განსხვავებულია და მანქანის დინამიკები მაღალი ხარისხის გქონდეთ.
დღეს შევეცდებით დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს გარკვეული მახასიათებლების გარკვევაში, რომლებიც ვფიქრობთ, მაგნიტოფონების ყიდვის პროცესში მნიშვნელოვნად გამოადგებათ.
დავიწყოთ იმით, რომ მოწყობილობა ან ქარხნულადაა მანქანაში დამონტაჟებული ან ცალკე შეძენილია. ინსტალაცია, როგორც წესი, ხორციელდება მარჯვნივ, საჭიდან 40-60 სმ-ის დაშორებით, რათა ადვილად შესძლოთ მისი მართვა.
მახასიათებლებიდან გამომდინარე, მაგნიტოფონები სტანდარტული დიზაინისა და ფუნქციის გარდა, უფრო დახვეწილი, დიდი ეკრანისაცაა, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ფორმატის, კლიპებისა და ფილმების ჩვენება, მუსიკის დაკვრა, რადიოსადგურების გადაცემების დაჭერა, უკანა ხედვის კამერებიდან გზის ჩვენება და ა. შ. მასში შესაძლებელია ფლეშ დრაივერების, მეხსიერების ბარათებისა და დისკების დაკავშირება.
მანქანის მაგნიტაფონების უმეტეს მოდელებს აქვთ შემდეგი ფუნქციები:
- ჩართვა / გამორთვა;
- რადიოსადგურის არჩევა;
- მენიუ;
- მოცულობა;
- გადართვა მედიასა და რადიოს შორის;
- პროგრამის ტიპების ამოცნობა;
- გზავნილების დასკვნა გზაზე არსებულ ვითარებაზე.
მაგნიტაფონში ტელეფონის დაკავშირებაც შესაძლებელია
აღსანიშნავია, რომ მანქანის ზოგიერთ მაგნიტოფონს მუსიკის მოსასმენად, შეუძლია ტელეფონის უკაბელო დაკავშირება. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ დროს, როდესაც მართავთ ავტომობილს.
ერთ-ერთი მოდელი, რომელიც სტანდარტული მაგნიტოფონის დიზაინისაა, DIN1-ია, რომლის სხეულის ზომებს 180x50 მმ-ია. მცირე ზომის მანქანებში, საოჯახო ავტომობილებსა და მიკროავტობუსებში ხშირად შეხვდებით ამ ტიპის მოდელებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ხელმისაწვდომი ფასითა და მრავალფეროვანი ფუნქციით.
მანქანის მაგნიტოფონის უპირატესობები:
- მეხსიერების ბარათების წაკითხვა: 32 და 64 გბ;
- რადიო სიგნალის კარგი მიღება;
- შეუძლია წაიკითხოს დისკები, ბარათები, ფლეშ დრაივები;
- ტელეფონთან ურთიერთობა კაბელის დახმარებით;
- ხელმისაწვდომი ფასი.
თუ მანქანის მაგნიტოფონის ყიდვა გსურთ, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რომელ მედიას გამოიყენებენ დასაკავშირებლად
:
- 1. SD - ძალიან კომპაქტურია, რომელსაც შეუძლია 64 ან 128 გბ-ის წაკითხვა. კარგი ვარიანტია თანამედროვე მანქანებისთვის.
- 2. DVD - საშუალებას გაძლევთ მოუსმინოთ მუსიკას დისკიდან ან უყუროთ ფილმებს. შესაფერისია საოჯახო მანქანებისა და ავტობუსებისთვის, სადაც გრძელი მოგზაურობის დროს, საჭიროა მგზავრების გართობა.
- USB - საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ 64 GB დრაივთან და მოუსმინოთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერი მუსიკას ან უყუროთ ფილმებს. დიდი შესაძლებლობების წყალობით, კარგი ვარიანტია ოჯახთან ერთად ხანგრძლივი მოგზაურობის დროს. პრაქტიკულია მათი არსებობა სატვირთო მანქანის მძღოლებისთვისაც.
ინფორმაციისთვის, მანქანის მაგნიტოფონები იაფად შეგიძლიათ ისურვეზე შეიძინოთ.
მაგნიტოფონთან ერთად საუკეთესო ხარისხის ავტომობილის დინამიკები შესაძლებელია ჩვენ საიტზე იპოვოთ !
მანქანის მაგნიტოფონი კომფორტული მგზავრობისათვის
მოდუნებისა და დროის მშვიდად გასატარებლად ბევრს უყვარს მანქანით წვიმაში სეირნობა და კლასიკური მუსიკის მოსმენა, რაშიც მაგნიტოფონი აუცილებელია.
როგორც ვთქვით, მახასიათებლებისა და ფუნქციების მიხედვით მაგნიტოფონის ფასები სხვადასხვაა, ამიტომ მაღალფასიანი მოდელის შერჩევისას განვადებით სარგებლობა დიდი შეღავათია.
მანქანის მაგნიტოფონები განვადებით სასურველი ხანგრძლიობით შეგიძლიათ შეიძინოთ, 3-დან 24 თვემდე და ისარგებლოთ ძალიან კომფორტული უფასო საკურიერო სერვისით.
ასევე შეგიძლიათ საიტიდან ბარათით გადახდა, რომლის პროცედურაც ძალიან მარტივია და ამ შემთხვევაში ისარგებლებთ სამატებითი ფასდაკლებითაც.
მანქანის მაგნიტოფონი განვადებით რამდენიმე წუთიანი პროცესია, საკმარისია შეარჩიოთ სასურველი მოდელი და შემდეგ ჩვენი ოპერატორები შეგავსებინებენ განვადებას დისტანციურად.
ტექნიკის სრულ უმრავლესობაზე მოქმედებს მინიმუმ 1-წლიანი გარანტია.
მანქანის მაგნიტოფონები საუკეთესო მწარმოებლებისგან
ბაზარზე არსებობს უამრავი ცნობილი ან ნაკლებად ცნობილი ბრენდის ტექნიკა, რომელთა ხარისხიც განსხვავდება.
ამიტომ მაგნიტოფონის შერჩევისას დეტალებზე კონცენტრირება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, დღევანდელი აღწერა დაგეხმარებათ საბოლოო არჩევანის გაკეთებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე და ოპერატორები ყველა თქვენს კითხვას უპასუხებენ.