სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 3 გვერდი

კონდიციონერები განვადებით

კონდიციონერები, გამომდინარე ფასიდან ყველაზე ხშირად სწორედ ონლაინ საბანკო განვადებით იყიდება.

ამ ფაქტს, გარდა ზოგადად განვადების უპირატესობისა (თანხის პერიოდზე გადანაწილება და ა.შ.) კიდევ ის ახსნაც აქვს, რომ პროცედურა სახლიდან გაუსვლელად ხდება და ეს ძალიან მოსახერხებელია, განსაკუთრებით იმ რეგიონში მცხოვრები მომხმარებლისთვის, სადაც ბრენდული შოურუმები და მაღაზიები არ არის წარმოდგენილი. ისურვეზე მარტივად შეგიძლიათ აარჩიოთ დასადგამი კონდიციონერი ან ბოშის კონდიციონერები და ჩვენ მათ სახლში მოგიტანთ.

როგორ ვიყიდოთ კონდიციონერები განვადებით ისურვე.ჯი-ზე?

სულერთია რომელი ბრენდის ან როგორი ტიპის კონდიციონერზე გსურთ განვადების გაკეთება , ისურვეზე ამ კუთხით საუკეთესო პირობები დაგხვდებათ.

განვადების პროცედურა ძალიან მარტივია, თუმცა მას კიდევ ერთხელ მიმოვიხილავთ:

  • არჩევთ სასურველ კონდიციონერს (ფართობის, ენერგოეფექტურობის, ფერის და ა.შ მიხედვით);
  • იმავე გვერდზე, სპეციალურ 2 ველიან ფორმაში წერთ თქვენს სახელს, გვარსა და ტელეფონის ნომერს;
  • ელოდებით ოპერატორის ზარს, რომელიც გიკავშირდებათ უმოკლეს დროში და დეტალურად გაცნობთ განვადების პირობებს;
  • გარდა პირობების გაცნობისა, მასთანვე ათანხმებთ სასურველ ბანკს, განვადების ვადას და ა.შ.
  • და ასევე მასთან შეგიძლიათ გაიაროთ დამატებითი კონსულტაცია ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კონდიციონერის პარამეტრებს შეეხება;
  • ამის შემდეგ განაცხადი იგზავნება ბანკში და ელოდებით პასუხს;
  • პასუხი მოდის რამდენიმე წუთში ან მეორე დღეს, საღამოს დაფიქსირებული შეკვეთებისთვის;
  • დამტკიცების შემთხვევაში შეგიძლიათ მიბრძანდეთ უახლოეს საბანკო ფილიალში და მოაწეროთ ხელი განაცხადს;
  • ამის შემდეგ კურიერი შეძენილ კონდიციონერს მოგართმევთ ადგილზე, სრულიად უფასოდ;
  • აღსანიშნავია, რომ კონდიციონერებზე განვადების დროს წინასწარი შენატანი მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში მოითხოვება და შემოსავლების დადასტურებაც ბანკის მიერ სხვადასხვა მარტივი მექანიზმით ხორციელდება, რაც ზრდის დამტკიცების შანსს.

არ დაგავიწყდეთ, გადახედოთ ისურვეს ბლოგს და სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებულ შეფასებებს მათ შორის ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.

ისურვე.ჯი-ზე დედამიწის წამყვანი ტექნიკაა წარმოდგენილი, ჩვენთან ყოველთვისაა შესაძლებელი ფასდაკლების მიღება, ხოლო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მაშტაბით უფასოა!