გაზქურები განვადებით
მსოფლიოს წამყვანი ბრენდების გაზქურები განვადებით , ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. ოფიციალური გარანტია, ყველაზე დაბალი ფასი და უფასო საკურიერო სერვისი მთელ საქართველოში.
გაზქურები განვადებით და სახლში უფასო მიტანით მხოლოდ ჩვენთან!
ყველანაირი კვლევითა თუ გამოკითხვით, სახლის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად სამზარეულოა აღიარებული. და არის მოწყობილობები რომლებიც სამზარეულოს კომფორტს განაპირობებენ, მათ შორის გაზქურები. ეს კომპონენტი იმდენად მნიშვნელოვანია რომ გირჩევთ - არ მოაკლოთ ხარისხს, თუნდა მოგიწიოთ შეიძინოთ გაზქურები განვადებით
.
თუმცა გაზქურები მრავალი სახის არსებობს და მათი არჩევა ყოველთვის ადვილი არაა, შესაბამისად ჩვენ გაგიმარტივებთ საქმეს და შემოგთავაზებთ მოკლე მიმოხილვას, ამ უაღრესად საჭირო საოჯახო ნივთზე.
უშუალოდ გაზქურების ტიპებს რაც შეეხება, გაზქურა მახასიათებლების მიხედვით რამდენიმე ტიპად შეგვიძლია დავყოთ:
საწვავის მიხედვით:
- ბუნებრივ აირზე მომუშვე გაზქურა
- ელექტრო გაზქურა
- ორმაგი საწვავის გაზქურები.
გაზზე მომუშავე გაზქურის ქურის ზედაპირიც და ღუმელიც გაზზე იმუშავებს.
ზედაპირი სიმხურვალეს ანთებისთანავე გამოიმუშავებს და მისი მოცულობის კონტროლიც საკმაოდ მარტივად ხდება, ზუსტად ამიტომ ამ ტიპის გაზქურა მზარეულობის მოყვარულთათვის საუკეთესოდ ითვლება. აი ღუმელში კი ტემპერატურები კონტროლის გარდა ზონებითაც შეგიძლია განსაზღვროთ.
გაზქურა განვადებით და ყველაზე დიდი არჩევანით ისურვეზე!
ელექტრო გაზქურის ყიდვის შემთხვევაში თქვენ გაქვთ არჩევანი ქურის ზედაპირებს შორის - კერამიკულს, ინდუქციურსა და დაბეჭდილი ზედაპირის მქონეს შორის. ღუმელი იქნება ელექტრო, ხანდახან ვენტილატორითაც კი.
ელექტრო ვერსია გაზზე მომუშავე გაზქურასავით მალე ვერ ხურდება, თუმცა სამაგიეროდ უფრო თანაბარ სამუშაო ტემპერატურას განაპირობებს, რის გამოც ის კარგად გამოიყენება რამდენიმე კერძის ერთდოულად მოსამზადებლად.
ორმაგი საწვავის მოწყობილობები ორივე ტიპის გაზქურების საუკეთესო მხარეებს გვთავაზობენ - სწრაფად მიღწევადი მაღალი ტემპარატურა და ცეცხლის ალის ზუსტი კონტროლი გაერთიანებული ღუმელის ზუსტ და სტაბილურ ტემპერატურებთან.
გაზქურის ზომები -
- სტანდარტული გაზქურა, ერთი ღუმელით.
- ორ განყოფილებიანი გაზქურები, საიდანაც ერთი ღუმელია, მეორე კი გრილი. ამ შემთხვევაში თქვენ ღუმელის ზომას მცირეთი დაკარგავთ, სამაგიეროდ ორ განყოფილებაში პარალელურად მომზადებას შეძლებთ.
- გაზქურა ორმაგი ღუმელი - მარტივად, ორმაგი მზადების შესაძლებლობით, საიდანაც ქვედა საცხობი ღუმელია, ზედამ კი ან გრილის ან ღუმელის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს.
გაზქურის ქურის (ზედაპირი) ტიპები
- დაბეჭდილი ზედაპირები - ეს არის ისეთი ტიპის გაზქურების ზედაპირი, რომელშიც ქურის ზევით მდებარე უშუალო საცეცხლურებიდან ცეცხლი არ ჩანს, არამედ სიმხურვალე შიგნით ხდება. ასეთი ტიპის ქურის ზედაპირები უფრო ნელა ხურდება, თუმცა ყველაზე იაფ ვერსიად ითვლება .
- გაზის ქურის ზედაპირი - ჩვენთვის კარგად ცნობილი, ხილვადი ცეცხლით, რომელიც მალევე იძლევა სიმხურვალეს და ასევე კარგი კონტროლის საშუალება აქვს.
- კერმიკული ზედაპირი - ლამაზი, თანამედროვე, სრულად სწორი ზედაპირით და ადვილად გაწმენდადი მასალით. უფრო მალე ხურდება ვიდრე დაბეჭდილი ზედაპირი, მაგრამ ნაკლებად ვიდრე გაზი ან ინდუქციური ზედაპირები.
- ინდუქციური ზედაპირი - ამ ზედაპირით ცხელდება უშუალოდ ტაფის ან ქვაბის ძირი, და არა ზედაპირი. უფრო უსაფრთხო და ენერგოეფექტურია, სიმხურვალითაც ძალიან კარგია, მხოლოდ გაზს ჩამორჩება. გაწმენდითაც ასევე ადვილი გასაწმენდია.
მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე გაზქურების ზომა. გაზქურა Bosch
, ბეკოს გაზქურები და სხვა ფაქტიურად ყველა ბრენდის მოწყობილობების სიღრმე ძირითადად 60 სანტიმეტრია, რაც სტანდარტს წარმოადგენს, თუმცა არსებობს ასევე მინი გაზქურებიც - 50 ან 55 სმ სიღრმით
. ასეთი ნაწარმი შეიძლება შედარებით ძვირი ღირდეს, მაგრამ ავეჯის გადაკეთებას შეიძლება ღირდეს ასეთი გაზქურების განვადებით შეძენა.
გაზქურების ყიდვა ყველაზე მარტივად ხარისხის გარანტიით
ხარისხიანი პროდუქცია თავისთავად გულისხმობს, რომ ფასი არ ექნება ისეთი, როგორც ნაკლებადხარისხიანს.
ბაზარზე არსებული შემოთავაზებები ხშირად ფასებს შორის დიდ სხვაობას გვიჩვენებს.
თუმცა არ ღირს ხარისხიან პროდუქციაზე უარის თქმა, რადგან ხარისხი ყოველთვის ახერხებს თავის გამოჩენას წლების განმავლობაში.
მაღალხარისხიანი პროდუქციის შეძენის სურვილი ყველას აქვს, თუმცა ფასი საკმაოდ მაღალია. ამიტომ არსებობს განვადება.
გაზქურები განვადებით მომხმარებელს აძლევს შანსს, შეიძინოს საუკეთესო პროდუქცია და ღირებულება გარკვეული დროის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ იხადოს.