სრული კოლექცია


Blaupunkt

გერმანული ბრენდი Blaupunkt, ტელევიზორებითა და სხვა ტექნიკით. საუკეთესო ფასი, გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

Blaupunkt - გერმანული ბრენდის მოკლე ისტორია (მნიშვნელოვანი თარიღები)

კომპანია 1924 წელს ბერლინში დაარსდა და მისი სახელწოდება Ideal გახლდათ. 

ხარისხის აღსანიშნავად და კონკურენტებისგან გამოსარჩევად, მისი ყველა ნაწარმი ლურჯი წერტილით გახლდათ მონიშნული.

სულ მალე მომხმარებლებმა მას მეტსახელად Blaupunkt (ლურჯი წერტილი, რგოლი) შეარქვეს.

1932 წელს კომპანიამ მსოფლიოში პირველი ავტომობილის მაგნიტოფონი გამოუშვა.

1938-ში სახელი გადაერქვა და Blaupunkt ეწოდა, შესაბამისად, დაკანონდა სავაჭრო ნიშანიც.

1959 - საზეიმოდ აღინიშნა მემილიონე (1 000 000) მანქანის აუდიო სისტემის ეგზემპლარის გაყიდვა.

1996 - ამ დროისთვის კომპანია უკვე მსოფლიოს 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

2002 - წარმოებაში ჩაეშვა მსოფლიოში პირველი ინტერნეტ ნავიგაციის სისტემა მანქანებისთვის;

2010 - კომპანია შევიდა სამომხმარებლო ელექტრონიკის ბაზარზე, და დაიწყო ტელევიზორების, ჩასაშენებელი ტექნიკის და ა.შ. წარმოება.

Blaupunkt-ის ტელევიზორები ისურვეზე

დღეისთვის, ამ ბრენდის ასორტიმენტში შედის ჩვეულებრივი LED, Smart და Android-ზე მომუშავე 4K ტელევიზორები .

კომპანიის საწარმოო ხაზი ჩინეთში მდებარეობს, თუმცა სრულადაა დაცული ხარისხის თითქმის 100 წლიანი სტანდარტი.

ბაზარზე მისი მთავარი უპირატესობა გამორჩეულად დაბალი ფასი გახლავთ.

ფასის მიხედვით:

ყველაზე იაფი - 450 ლარი - 24 ინჩიანი (სმარტის გარეშე).

ყველაზე ძვირი - 1199 ლარი - 50 ინჩიანი 4K ტელევიზორი განვადებით თვეში 65 ლარად .

ზომების მიხედვით:

სმარტ ტელევიზორები და მათი არჩევანი - 32, 40, 43 და 50 ინჩი მოდელები.

ყველა მათგანი, განსაკუთრებით 2 უკანასკნელი UHD ტელევიზორები ჩვენების ძალიან მაღალი ხარისხით და მკვეთრი გამოსახულებით გამოირჩევა.

მიუხედავად შედარებით დაბალი ფასისა, ის თითქმის ყველა თანამედროვე ტექნოლოგიას მოიცავს, A კლასის ენერგო ეფექტურობის ჩათვლით.

არ აქვს მხოლოდ განსაკუთრებული პრემიუმ ფუნქციები (ხმის ამოცნობა და ა.შ.) თუმცა ამ ფასად, ზომის გათვალისწინებით ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ სრული არჩევანი ამავე გვერდზე (ზედა ნაწილში) ან ეწვიოთ ჩვენს ბლოგს.

ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ სამუშაო საათებში ქოლ-ცენტრის მეშვეობით.

ბრენდი ქართულ ბაზარზე შედარებით ახალია, ამიტომ სულ მალე მის გაზრდილ ასორტიმენტსაც შემოგთავაზებთ.

თუმცა, მიუხედავად დებიუტანტობისა, მას უკვე აქვს გამართული, უმაღლესი ხარისხის საგარანტიო სერვისი და კმაყოფილი კლიენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა, მათ შორის ჩვენს მაღაზიაში.

შეგახსენებთ, რომ ჩვენთან მსოფლიოს ყველა წამყვანი ბრენდების ნაწარმი შეგიძლიათ იპოვოთ, ყველაზე დაბალ ფასებში და საუკეთესო განვადების სისტემით!

Blaupunkt - გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული საუკეთესო ხარისხის ტელევიზორები ისურვეზე

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბლაუპუნქტმა დასაწყისიდან დღემდე უამრავი ეტაპი გაიარა, რათა თქვენთვის საუკეთესო ხარისხის პროდუქცია მოეწოდებინა.

ზოგადად ყველასათვის ცნობილია, რომ გერმანული ტექნოლოგიები მსოფლიოში საუკეთესოა.

სწორედ ამიტომ blaupunkt-ს მწარმოებლები მუდმივად მუშაობენ ერთი მიზნით - მოგაწოდოთ ტექნიკა, რომელიც შეუცვლელი გახდება თქვენი ოჯახებისთვის.

Blaupunkt ტელევიზორი - ხარისხი, რომელიც ნებისმიერი სტილის ინტერიერს სჭირდება

დღესდღეისობით ტელევიზორი თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. ტელევიზორის გარეშე რთული წარმოსადგენია მყუდრო ოჯახური გარემო.

საღამოს ოჯახთან ერთად ტელევიზორთან მოკალათება და საყვარელი გადაცემის ყურება ხომ განტვირთვის მარტივი და კომფორტული საშუალებაა.

სწორედ ამიტომ გთავაზობთ ისურვე საუკეთესო ხარისხის ტელევიზორების უზარმაზარ არჩევანს საუკეთესო პირობებით.

ტელევიზორების კატეგორიაში შეხვდებით blaupunkt-ს უამრავ მოდელს, რომელსაც მომხმარებელთა უმეტესობა ყველაზე ხშირად ირჩევს.

შენაძენს კი ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ წერტილში უფასოდ მოგაწვდით. გისურვებთ წარმატებას!