რომელი ტიპის კონდიციონერები უნდა შეიძინოთ?
March 25, 2024კონდინციონერი ერთ-ერთი საჭირო და კომფორტული ტექნიკაა. ის გამოიყენება ნებისმიერ ადგილას, ეს იქნება სახლი, ოფისი, უნივერსიტეტი, სკოლა ა.შ. ის უზრუნველყოფს, რომ მაღალი ტემპერატურის დროს ასეთი ადგილები გახდეს უფრო გრილი და შესაბამისად, კონკრეტულ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი იყოს უფრო კომფორტული და სასიამოვნო.
კონდინციონერი ასევე გამოიყენება შიდა სივრცეებში გარკვეული ტემპერატურის, ტენიანობის და ჰაერის სისუფთავის პირობების შესაქმნელად და შესანარჩუნებლად.
კონდიცირების სისტემის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ჰაერის შენარჩუნებას ვენტილაციის მეშვეობით და ფილტრაციით , რათა უზრუნველყოს თერმული კომფორტი.
რა უნდა გაითვალისწინოთ კონდინციონერის შერჩევისას?
კონდინციონერის მოვალეობაა 3 ძირითადი ფუნქციის შესრულებაა:
- ჰაერის გაგრილება;
- ტენიანობის შემცირება;
- ჰაერის გაფილტვრა;
ნორმალური ფუნქციონერებისა და გამართულად მუშაობისთვის კონდინციონერის ზომა ოთახთან მიმართებაში, სწორად უნდა იქნას შერჩეული, რომ მან სიგრილე და თქვენთვის კომფორტული გარემოს შენარჩუნება შეძლოს.
- რომელი ტიპის კონდინციონერები უნდა შეიძინოთ?
- კონდინციონერის ინსტალაციის ადგილი;
- ოთახის ზომა კონდინციონერის ფუნქციურ მაჩვენებლებს უნდა შეესაბამებოდეს;
- კონდინციონერის დამატებითი მახასიათებლები;
კონდინციონერის ტიპები
სახლისთვის განკუთვნილი კონდინციონერის 2 ძირითადი ტიპი შეიძლება გამოვყოთ:
- კედლის სპლიტ-სისტემები;
- პორტაბელური მონობლოკები;
კედლის სპლიტ სისტემა - მსგავს მოწყობილობას ორი ბლოკი აქვს: გარე და შიდა. სპლიტ სისტემის კომპრესორი გარეთ არის გამოტანილი, ამიტომაც კონდინციონერი თითქმის უხმაუროდ მუშაობს. სპლიტ სისტემის ბლოკები ერთმანეთისგან კონსტრუქციებით განსხვავდება, რაც მათი მონტაჟის თავისებურებებში გამოიხატება.
სპლიტ მოდელები კედელში მონტაჟდება და ოთახის, როგორც გაგრილება, ისე გათბობა შეუძლია. ინსტალაცია ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი.
პოპულარული მოდელები