აჩუქეთ ხორცსაკეპი ბურგერის მოყვარულს
September 11, 2021საუკეთესო ბურგერები და ძეხვი მზადდება ახალი გატარებული ხორცით, ამას წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ შეფები და ატარებდნენ ექსპერიმენტებს თავიანთ სამზარეულოებში. ახალ გატარებული ხორცისგან დამზადებულ ბურგერებს აქვს უკეთესი ტექსტურა და არომატი, ვიდრე იმას რომელიც წინასარ გამზადებული ფარშისგან მზადდება და რომელიც უმეტესად ხელმისაწვდომია სასურსათო მაღაზიებში.
გარდა ამისა, სახლის პირობებში ხორცის გადამუშავება უფრო მეტ კონტროლს აძლევს შეფ-მზარეულს. კერძოდ, მას შეუძლია ისე გამოაცალკევოს ხორცი ცხიმისგან, რომ დაიცვას თანაფარდობა.
ხორცსაკეპი არ არის ის ერთ-ერთი ტექნიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ სამზარეულოში. თუმცა, თუ თქვენ ხშირად გიწევთ კატლეტის, გუფთის ან ბურგერის მომზადება, თქვენს შემთხვევაში - არის.
ჩვენ შევამოწმეთ სხვადასხვა ხორცსაკეპი მანქანა სახლის მზარეულებისთვის , ხელით გამოსაყენებელი მოდელებიდან დაწყებული ელექტრო საფქვავებამდე .
ჩვენი რჩეული , საუკეთესო ხორცსაკეპის კატეგორიაში არის : KitchenAid KSMMGA
ლითონის ეს ხორცის გასატარებელი შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ სტენდის მიქსერს. ხორცის დასაქუცმაცებელი დანამატი უპირატესობას ანიჭებს სტენდის შემრევის მძლავრ ძრავას და მისი შესრულება დააკმაყოფილებს სახლის მზარეულების უმეტესობას.
საუკეთესო თვისებები : ამ ხორცსაკეპის ლითონის ნაწილები მტკიცეა . დიდი საკვების უჯრა აადვილებს ერთდროულად ხორცის უფრო დიდი პარტიების დამუშავებას . სტენდის მიქსერის მძლავრი ძრავა და ცვლადი სიჩქარე იძლევა უფრო მეტ კონტროლს ხორცის კეპვის სიჩქარეზე . თქვენ შეგიძლიათ დააქუცმაცოთ თქვენი ხორცი პირდაპირ სტენდის მიქსერის თასში . ნაკლოვანებები : საფქვავის პირის სიმაღლე თქვენი სამზარეულოს ზედაპირთან შედარებით შესაძლოა იყოს განსხვავებული ზომის. ასევე, შესაძლოა გაგიჭირდეთ ძეხვის გატარება აღნიშნულ ხორცსაკეპ მანქანაში.
საუკეთესო დიზაინი : Sunmile SM-G50 ელექტრო ხორცსაკეპი მანქანა
Sunmile Electric ხორცსაკეპი არის ელეგანტური ვიზუალის მანქანა , რომელსაც შეუძლია ხორცის დიდი ნაწილის გატარება სწრაფად და ეფექტურად . ლითონის გადაცემათა კოლოფით , რომელიც აღჭურვილია დიდი გამძლე მექანიზმებით , დიდი ტევადობის უჯრით და საფქვავი თავით , თქვენ უმარტივესად შეძლებთ, მუდმივად მზად გქონდეთ დაკეპილი ხორცი ბურგერებისთვის თუ ძეხვეული საყინულეში შესანახად.
სახლის ხორსცსაკეპი მანქანების მახასიათებლები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.
პოპულარული მოდელები