სახლის ხორსცსაკეპი მანქანების მახასიათებლები

ელექტრო ხორცსაკეპი მანქანის საშუალებით შეგიძლიათ დაამუშაოთ როგორც ხორცი, ასევე - სხვა პროდუქტები. თანამედროვე მოდელების უმეტესობა ნამდვილი მინი სამზარეულო კომბაინია, რადგან მიმაგრებული აქვთ ბოსტნეულის დასაქუცმაცებელი,  ასევე კოტლეტებისა და ძეხვების დასამზადებელი საქშენები. გარდა ამისა, ბევრ ხორცსაკეპს აქვს წვენსაწურის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დატკბეთ ახალი ხილის წვენით.

ხორცის საჭრელი მანქანების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ასეთი მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ მნიშვნელოვნად დაზოგოთ დრო. საშუალოდ, თანამედროვე მოდელების უმეტესობა, წუთში 3 კგ-მდე მეტ ხორცს ამუშავებს.

ხორცსაკეპი მანქანების საუკეთესო მწარმოებლები:

საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმეტეს მწარმოებლებს წარმოდგენილი აქვთ  ხორცსაკეპმანქანები, მაგრამ სეგმენტის ყველაზე პოპულარული ბრენდებია:

  • Bosch - ძველი გერმანული ბრენდი, რომელიც 1886 წლით თარიღდება;
  • Moulinex - ფრანგული კომპანია, რომელიც ბაზარზე 1922 წლიდანაა. ხორცსაკეპი Moulinex  გამოირჩევა მარტივი მუშაობითა და მიმზიდველი დიზაინით;
  • Panasonic - ცნობილი კომპანია, რომელიც დიდი ხანია დამკვიდრდა ტექნოლოგიისა და ელექტრონიკის ბაზარზე. კომპანია მუდმივად ცდილობს ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებს დანერგვას.

აღნიშნული ბრენდების ხორცსაკეპის ყიდვა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე, ხოლო ნებისმიერ შერჩეულ მოდელს სრულიად უფასოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით. ამასთან, ჩვენთან შეგიძლიათ განვადების პირობებითაც ისარგებლოთ,  ხოლო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ისარგებლებთ მომენტალური ფასდაკლებით.

Bosch MFW 68660

გერმანული წარმოების საიმედო ხორცსაკეპი, რომელსაც შეუძლია წუთში 4.5 კგ-მდე ხორცის გადამუშავება. სახლის პირობებში გამოყენებისთვის ეს მოდელი საუკეთესოდ ითვლება.

მოწყობილობას მოყვება 3 ბადე, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ ნებისმიერი კონსისტენციის ხორცი, ხოლო ხორცისთვის განკუთვნილი გადამამუშავებელი აქსესუარების გარდა, კომპლექტს მოყვება წვენსაწურის თავიც.

ხორცსაკეპი Bosch MFW 68660

Bosch  ხორცსაკეპი   საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მოწყობილობა როგორც კვების პროცესორი, რომლითაც შესაძლებელია ყველის გახეხვა, ბოსტნეულის დაჭრა და, რა თქმა უნდა, ხორცის გადამუშავება. როგორც წვენსაწური ძალიან მოსახერხებელია, რადგან წვენის გამოსასვლელი თავსდება პირდაპირ ჭიქაში.

მახასიათებლები:

  • გათვალისწინებულია სატარებელი სახელური;
  • მაღალი დონის შესრულება;
  • ცომისა  და ძეხვის დასამზადებელი საქშენების არსებობა;
  • შეგიძლიათ ბოსტნეულის დაჭრა;
  • რეზინისებრი ფეხები, რომლითაც მოწყობილობა ზედაპირზე არ სრიალებს;
  • დაბალი წონა.

Moulinex ME 688832 - სიმძლავრე, მრავალფეროვნება და ხარისხი

მძლავრი ფრანგული ხორცის საჭრელი მანქანა, რომელიც აერთიანებს მრავალი სამზარეულო ტექნიკის ფუნქციებს. წინა მოდელის მსგავსად, Moulinex  შეიძლება გამოყენოთ, როგორც ხორცის გადამამუშავებელოი, ასევე ბოსტნეულის გასახეხი და წვენსაწური.

ხორცსაკეპი Moulinex ME 688832

მოწყობილობა აღჭურვილია 800 ვატიანი ძრავით, რაც საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის საკმარისზე მეტია. მწარმოებელი აღნიშნავს, რომ Moulinex ხორცსაკეპს შეუძლია წუთში 4.3 კგ-ზე მეტი ხორცის გადამუშავება.

მახასიათებლები:

  • გათვალისწინებულია სახელური;
  • შენარჩუნების ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია;
  • რეზინის ფეხები;
  • კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია აქსესუარების შესანახი კუპე;
  • დენის კაბელის შესანახად გათვალისწინებულია ცალკე განყოფილება;
  • მაღალი ხარისხის მასალები, რისგანაც მზადდება მოწყობილობა;
  • მაღალი სიმძლავრის დროს, საკმაოდ მაღალი ხმაური აქვს.

Moulinex ხორცსაკეპი მანქანის, 2020  წლის საუკეთესო მოდელები იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი დინამიკები მოვათავსოთ ავტომობილში
როგორი დინამიკები მოვათავსოთ ავტომობილში
მანქანის აუდიო სისტემის არჩევისას მთავარია შეარჩიოთ მისი ტიპი, რომელიც განისაზღვრება ფასის, ხარის...
კითხვის გაგრძელება
რატომ არის ბალახის ელექტრო საკრეჭების გამოყენება კომფორტული
რატომ არის ბალახის ელექტრო საკრეჭების გამოყენება კომფორტული
ბალახის საკრეჭები უნივერსალური აღჭურვილობის კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ...
კითხვის გაგრძელება
საზაფხულო აგარაკის აუზები - მოდელების შერჩევა
საზაფხულო აგარაკის აუზები - მოდელების შერჩევა
რადგან ზაფხული ახლოვდება, ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება სწორედ ...
კითხვის გაგრძელება