ყველაზე მოთხოვნადი ელექტრო ჩაიდნების მიმოხილვა
February 09, 2021ელექტრო ჩაიდანი პოპულარული საყოფაცხოვრებო მოწყობილობა გახდა, რომლის გარეშეც ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება სახლში ან სამსახურში. მაგრამ როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ელექტრო ჩაიდანი ?
დღევანდელ ბლოგში გვსურს წარმოგიდგინოთ საუკეთესო ბრენდისა და მოდელის ჩაიდნები, რომლებიც 2020 წელს ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა.
Xiaomi Smart Kettle Bluetooth (YM-K1501)
ფუნქციური ელექტრო ჩაიდანი Xiaomi Smart Kettle Bluetooth, (ტელეფონიდან მართვის შესაძლებლობით) შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც კომფორტს აფასებს.
ჩაიდანს აქვს სამდონიანი დაცვის სისტემა - დენის დარტყმისა და გაჟონვის საწინააღმდეგო, ასევე ავტომატური გამორთვა იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობაში წყალი არ იქნება.
მოდელი ასევე აღჭურვილია ტემპერატურის კონტროლის ფუნქციით, რომელიც მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე დაინსტალირებული Xiaomi Smart Home პროგრამის საშუალებით.
ჩაიდანი დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალის გამოყენებით, რომლის დიზაინი ნებისმიერ ინტერიერს მოერგება. მოწყობილობის გარე ნაწილი დამზადებულია მაღალხარისხიანი პოლიპროპილენისგან, რომლის წყალობითაც ძალიან ელეგანტურად გამოიყურება.
გამათბობელი ელემენტის წყალობით, რომლის სიმძლავრეა 1800 ვტ და მდებარეობს ბოლოში, წყალი შესანიშნავად თბება, ხოლო ადუღებას მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.
მახასიათებლები:
- მოცულობა - 1.5 ლიტრი;
- წონა - 1.24 კგ;
- სიმძლავრე - 1800 ვატი;
- გათბობის ნაწილი - დისკი.
დადებითი:
- წყლის სწრაფი გათბობა;
- მიმზიდველი დიზაინი;
- ტემპერატურის ჩვენება პროგრამაში;
- ავტომატური გამორთვის ფუნქცია.
მინუსები:
- მოკლე დენის კაბელი.
Bosch TWK 8611/8612/8613/8614/8617/8619
Bosch ელექტრო ჩაიდანს აქვს ტემპერატურის კონტროლის სისტემა, რომლის წყალობით, შეგიძლიათ დააყენოთ სასურველი ტემპერატურა 70, 80 და 90 გრადუსის რეჟიმში, ასევე მაქსიმალური დუღილის ტემპერატურა - 100 გრადუსამდე.
მოწყობილობაში ჩაშენებული Keep Warm ფუნქცია ინარჩუნებს გარკვეულ რეჟიმს მომდევნო ოცდაათი წუთის განმავლობაში.
მოდელს აქვს მბრუნავი მექანიზმი, რომელიც 360 გრადუსით ბრუნავს. ეს კი საშუალებას გაძლევთ კომფორტულად გამოიყენოთ მოწყობილობა.
ჩაიდნის სახელურს აქვს სპეციალური საფარი, რომლის წყალობითაც კომფორტული გამოსაყენებელია. მოწყობილობას აქვს სპეციალური ფილტრი, რომელიც იცავს უჟანგავ ფოლადს, ხოლო მისი შეცვლა შეიძლება გაფუჭებისთანავე.
ჩართვა-გამორთვის მომენტში, მოწყობილობა გამოსცემს სიგნალს, ასე რომ არ გჭირდებათ მუდმივად სამზარეულოში ყოფნა. ჭურჭელს აქვს რამდენიმე დამცავი ფუნქცია - ითიშება ადუღებისას, გადახურებისას, როდესაც წყალი არ არის შიგნით და სადგომიდან ამოღების დროს.
მახსიათებლები:
- მოცულობა - 1.5 ლიტრი;
- წონა - 1.6 კგ;
- სიმძლავრე - 2400 ვატი;
- გათბობის ნაწილი - დისკი.
დადებითი:
- ლამაზი და თანამედროვე დიზაინი;
- წყალს სწრაფად ადუღებს;
- თერმორეგულატორი.
მინუსები:
- მაღალი ფასი;
- მუშაობისას ხმაურიანია.
Kitfort KT-640
ელეგანტური და ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო ელექტრო ჩაიდანი , რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ წყლის გათბობის მაქსიმალური ტემპერატურა.
Kitfort ელექტრო ჩაიდანს გასაოცარი და თანამედროვე დიზაინი აქვს, რომლის გამორჩეული მახასიათებელია სითბომდგრადი მინის თასი, რომელიც კონტროლდება LED განათებით.
მახასიათებლები:
- მოცულობა - 1.7 ლიტრი;
- წონა - 0.9 კგ;
- სიმძლავრე - 2200 ვატი;
- გათბობის ნაწილი - დისკი.
დადებითი:
- გათბობის რეჟიმების არსებობა;
- განათება;
- ლამაზი, თანამედროვე დიზაინი.
მინუსები:
- ჩაიდნის სახურავის გასახსნელად არ არის გათვალისწინებული ღილაკი;
- თხელი მინა.
ხელმისაწვდი ღირებულების Bosch, Tefal და Philips ელექტრო ჩაიდნები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.
პოპულარული მოდელები