ხელსაწყოების ნაკრები თქვენი სახლისა და ავტომობილისთვის

როგორ შევარჩიოთ ინსტრუმენტის ნაკრები სახლისთვის და  რომელი კომპლექტია საუკეთესო ავტოფარეხისთვის? ამ შეკითხვებზე პასუხებს ჩვენი ბლოგიდან შეიტყობთ, სადაც წარმოგიდგენთ სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტებს.

ხელსაწყოების ნაკრების შეძენის საჭიროება რამოდენიმე ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული:  პირველი - მათი შეძენის შემდეგ დაზღვეული ხართ, რადგან მომზადებული შეხვდებით სახლში დაუგეგმავ რემონტს. ინსტრუმენტების სრული ნაკრების არჩევისას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყველა ბიტი, გაფართოების სადენები და საქშენები შესაფერისი ზომისა და ხარისხისაა. მეორე არის - მოხერხებულობა. შეგიძლიათ ატაროთ ისინი  ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება. 

უნივერსალური ნაკრები:

ნაკრები მოიცავს რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია სპეციფიკური ამოცანებისთვის. ამდენად, ჩვენ დეტალურად გადავხედეთ სპეციალიზირებულ ინსტრუმენტებს და შევისწავლეთ მათი მახასიათებლები:

ავტომობილებისთვის განკუთვნილი სელსაწყოების ნაკრები:

ეს არის ნაკრები, რომელიც ყოველთვის გადაჭრის მთავარ საავტომობილო პრობლემებს.

ნაკრების გამორჩეული თვისებაა იარაღის თავების დიდი რაოდენობა და ადაპტერება, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ზომის ტორცის თავაკებიც.   ასეთი ნაკრები განსაკუთრებით   გამოსადეგია გზებზე, გაუთვალისწინებელი ავარიის შემთხვევებისას.

ელექტრიკოსებისთვის განკუთვნილი ნაკრები:

ელექტრიკოსებისთვის ინსტრუმენტული ნაკრების არჩევის მთავარი კრიტერიუმია - საშიში ძაბვის დონისგან მაქსიმალური დაცვა. ამისათვის მწარმოებელი იყენებს სპეციალურ მასალებს, რომლებიც უმკლავდებიან საწარმოო სისტემებს, რომელთა სრული ძაბვა 1000 ვოლტი ან მეტი შეიძლება იყოს.  მწარმოებლები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ საჭირო უსაფრთხოებას ოპერაციის დროს. პრაქტიკაში ასეთი კომპლექტები მოიცავს სახრახნისებს,    საჭრელებს, საყრდენებს, ქსელში ძაბვის გაზომვის აპარატებს და სხვა დამხმარე მოწყობილობებს.

ასევე გირჩევთ თვალი გადაავლოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ ხელსაწყოების ნაკრებს , რომლებსაც  დამატებით სხვადასხვა საჩუქარიც მოყვება. 

ბიტი - სპეციალური ხრახნიანი საქშენები სამონტაჟოდ და დემონტაჟისთვის განკუთვნილი. არსებობს ბიტის სხვადასხვა ფორმა, რომელსაც აქვს ხრახნიანი სახელურები, სოკეტის თავები და საკინძები. რაც უფრო  განსხვავებული ბიტების   პოვნაა შესაძლებელი, მით უფრო მრავალფეროვანია ნაკრები. 

გაფართოების სადენი - ადაპტერი, რომელიც საჭიროა ხელსაწყოსა და დენის წყაროს შორის მანძილის გასაზრდელად, რომელიც ხშირ შემთხვევაში, გამოიყენება  მიუწვდომელ ადგილებში. 

ბრტყელტუჩა - გამოიყენება მოსაჭერად და ნაწილების შესანარჩუნებლად. ხელსაწყოს დახმარებით, მუშაობა ხდება ისეთ ობიექტებთან და ნაწილებთან, რომლებიც მოუხერხებელია ხელში დასაჭერად. ასევე, როდესაც დიდი ძალისხმევაა საჭირო მათ ჩასაკეტად. 

შესანახი ყუთი

ხელსაწყოების ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ის, თუ რამდენად მოსახრხებელი იქნება ინსტრუმენტების ყუთი, რომელიც პირველ რიგში, გამოსადეგია ტრანსპორტირების დროს. ამდენად, მწარმოებლები იყენებენ შემდეგი ტიპის ხელსაწყოების ყუთებს:

ქეისი - სახელურიანი ჩემოდანი, ლითონისგან ან პლასტმასისგან დამზადებული, რომელიც იცავს ხელსაწყოს და მოსახერხებელია ტრანსპორტირების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ხელსაწყოს სიმტკიცეს.  

ასევე გთავაზობთ, თვალი გადაავლოთ ჩვენს წინა ბლოგს, რომელიც ხელსაწყოების ნაკრების კონკრეტულ შესანახ ყუთს ეხება.

ბოქსი - ბორბლებიანი ყუთი, რომელიც გამოიყენება სახელოსნოში ან ავტოფარეხში მცირე მანძილზე გადასაადგილებლად. არსებობს უფრო დიდი ზომის ბორბლებიანი ჩემოდნები, რომლებიც განკუთვნილია ძალიან დიდი პროფესიონალური კომპლექტისთვის და შედგება ასობით ხელსაწყოსგან.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვიტავთ ნებისმიერი ხელსაწყოს ნაკრების შეძენას , ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ თქვენზე მორგებულ განვადების პირობებს, რომელიც მარტივი პროცედურების გავლით დაგეხმარებათ შენაძენის გაკეთებაში.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!   

პოპულარული მოდელები