ვიდეო რეგისტრატორები - მომხმარებელთა შეფასებები
November 19, 2020ვიდეო რეგისტრატორის ძირითადი ფუნქციაა ავარიის ან ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, მაღალი ხარისხის ვიდეო ჩაწერით ასახოს ნებისმიერი მოქმედება. თუმცა, ვიდეო გადაღების გარდა, თანამედროვე მოდელებს აქვთ მრავალი დამატებითი ფუნქცია, რომელთა შესახებაც უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.
- უკანა ხედვის კამერა - აღბეჭდავს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მანქანის უკან ხდება;
- Wi-Fi - ახდენს ჩამწერის სინქრონიზაციას სმარტფონებთან, ტაბლეტებთან და სხვა მულტიმედიურ სისტემებთან;
- GPS მოდული - განსაზღვრავს მანქანის კოორდინატებს და აკავშირებს ინფორმაციას ონლაინ რუკებთან;
- ანტირადარი - აფრთხილებს სიჩქარის მაკონტროლებელი მოწყობილობების შესახებ.
რადგან ეკრანის არსებობა კიდევ ერთი აუცილებელი კრიტერიუმია, იგი ავტომატურად ზრდის ვიდეო რეგისტრატორების ღირებულებას. თუმცა, დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ისეთი რეგისტრატორები, რომლებსაც კამერები არ გააჩნიათ.
სანამ კონკრეტული მოდელების განხილვაზე გადავალთ, შეგახსენებთ იმას, რომ ორივენაირი მოდელის შეძენა შესაძლებელია ჩვენს საიტზე და თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. ამდენად, თუკი ვიდეო რეგისტრატორების იაფად ყიდვა გსურთ, მაშინ აუცილებლად ესტუმრეთ isurve.ge-ს, სადაც აღნიშნული მოწყობილობის გარდა, ასევე მრავლად დაგხვდებათ ავტომობილის აქსესუარები .
Geartronics Mini Portable Car DVR
იაფიანი, კომპაქტური მანქანის რეგისტრატორი მუშაობს საკმაოდ კარგად და ღამის ხედვის ფუნქციის მხარდაჭერაც აქვს. ჩამწერის რეზოლუციაა - HD.
მეხსიერების მაქსიმალური მოცულობაა 32 გბ. როდესაც ის მთლიანად შეივსება, ძველი ჩანაწერები ავტომატურად წაიშლება. G სენსორის გააქტიურების შემთხვევაში, მოულოდნელი დამუხრუჭების ან შეჯახების დროს, ნებისმიერი ვიდეო ინახება ცალკე საქაღალდეში, რომელიც მხოლოდ მომხმარებელს შეუძლია წაშალოს.
რეგისტრატორი მუშაობს მანქანის აკუმულატორით და მიუხედავად იმისა, რომ დისპლეი არ აქვს, USB კაბელის საშუალებით მაინც შეიძლება მანქანის მულტიმედიურ სისტემასთან დაკავშირება.
დადებითი:
- ხელმისაწვდომი ფასი;
- კომპაქტური;
- ღამის ხედვა;
- თავსებადობა Android მულტიმედიურ სისტემებთან.
მინუსები:
- სამწუხაროდ, მწარმოებლის მიერ მითითებული ხედვის კუთხე არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ჩაწერის ხარისხი სიბნელეში საშუალო დონისაა (შეიძლება გაუჭირდეს სანომრე ნიშნის დადგენა);
- მეხსიერების ბარათის მცირე მოცულობა - 32 გბ-მდე.
ხელმისაწვდომი ღირებულების ავტომობილის რეგისტრატორი მარტივი სამონტაჟო სისტემითა და ზედმეტი ფუნქციების გარეშე. თავის დავალებას კარგად ასრულებს დღის საათებში, ხოლო ღამის რეჟიმში ჩვენება არცთუ ხარისხიანია. თუ ღამით ბევრს გადაადგილდებით, უმჯობესია უფრო ძვირადღირებულ მოდელზე იფიქროთ.
Xiaomi 70mai Dash Cam 1S
ცნობილი ჩინელი მწარმოებლის დაბალფასიანი ვიდეო ჩამწერი , რომელიც აღჭურვილია Sony Exmor IMX307 სენსორით. ჩაწერის მაქსიმალური გარჩევადობაა Full HD, ხოლო ხედვის კუთხე 140 გრადუსია.
ამ შემთხვევაში რეგისტრატორი მშვენივრად ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რომელიც მითითებულია მწარმოებლის მიერ. ჩაწერილი მონაცემები მუშავდება MStar 8336D პროცესორის მიერ და ინახება 64 გბ-იან მეხსიერების ბარათში (მაქსიმალური მხარდაჭერილი მოცულობა 64 გბ). წინა მოდელისგან განსხვავებით, ვიდეოს ჩაწერა შესაძლებელია ხმითაც.
ჩამონტაჟებულია ბატარეის სიმძლავრე მხოლოდ 240 მილიამპერია. ვიდეო რეგისტრატორი Xiaomi აღჭურვილია Wi-Fi მოდულით, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზის განახლებასა და სმარტფონზე დისტანციურ წვდომას. თუ თავისუფლად ფლობთ ინგლისურს, შეიძლება მოსახერხებელია იყოს ხმით მართვის ფუნქციის გამოყენებაც.
დადებითი:
- კომპაქტურობა;
- გადაღების ხარისხი;
- ღამის ხედვის რეჟიმი;
- Android-ის მულტიმედიურ სისტემებთან თავსებადობა
- Wi-Fi მოდული;
- ხმის კონტროლი.
მინუსები:
- ბატარეის მოცულობა;
- ხმით მართვა შესაძლებელია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
პოპულარული მოდელები