საუკეთესო ვიდეო რეგისტრატორები

ავტომობილების ვიდეო რეგისტრატორების  ფუნქციონირება ყოველწლიურად იზრდება. ჩნდება ახალი ფუნქციები, იზრდება რეზოლუცია და ჩაწერის ხარისხი. ზოგიერთი ახალი ფუნქცია ნამდვილად სასარგებლოა, ზოგი კი ჭკვიანი მარკეტინგული გათვლის შედეგია, რომლებიც შექმნილია მყიდველების უფრო მნიშვნელოვანი მახასიათებლებისკენ ყურადღების გადასატანად.

ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორები

იმისათვის, რათა ყიდვის პროცესში შეცდომები თავიდან აირიდოთ,  ქვემოთ გიზიარებთ მოკლე რეკომენდაციებს:

მახასიათებლები:

დავიწყოთ ვიდეო რეგისტრატორების  მიმოხილვა ძირითადი პარამეტრების აღწერით. პირველი ეს არის ფასი - რომელიც განსაზღვრავს პროდუქტის ხარისხს და შესაძლებლობებს. ასევე გაითვალისწინეთ:
მონტაჟის ტიპი - გულისმობს პროდუქტის სხვადასხვა ზედაპირზე დაყენების შესაძლებლობას;
კამერების რაოდენობა - რომლებიც ჩართულია ჩამწერით (უმეტეს მოდელებს აქვთ ერთი ან ორი მანქანის კამერა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში - 3 ან 4);
GPS მოდულის არსებობა - მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრავს მანქანის ადგილმდებარეობას დაახლოებით 10 მ სიზუსტით, ხოლო ყველანაირი ინფორმაცია იწერება როგორც ვიდეო;
ვიდეოჩანაწერის მაქსიმალური რეზოლუცია - არის პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს ჩაწერილი ვიდეოს ხარისხს (ყველაზე პოპულარულია FullHD, 1920 x 1080 პიქსელი);
GPS ინფორმატორის არსებობა - უფრო ფუნქციონალური GPS-მოდული, რომელსაც შეუძლია მძღოლის ინფორმირება. განსაკუთრებით გამოსადეგია ისეთი სიტუაციების დროს, როდესაც ავტომობილი რაიმე ბარიერს უახლოვდება;
მოძრაობის სენსორის არსებობა;
დისპლეის მახასიათებლები- ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით, რეზოლუციით, სიკაშკაშითა და კონტრასტით და ასევე სენსორული პანელის არსებობით;
ობიექტივის ხედვის კუთხე - ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციის არსებობას კამერის ხედვის არეალში;
G-სენსორის არსებობა - არის ფუნქცია, რომელიც ხელს უშლის ჩაწერილი ვიდეოების წაშლას ავარიის ან მოულოდნელი დამუხრუჭების შემთხვევაში;
Wi-Fi მხარდაჭერა - სპეციალური პროგრამის გამოყენებითა და სმარტფონის საშუალებით მოწყობილობის კონტროლის შესაძლებლობა;
სიჩქარის ჩამწერი - ფუნქცია, რომელიც მუშაობს GPS მიმღებისა და G-სენსორის საფუძველზე. ავარიის დროს ამარტივებს პოლიციასთან ურთიერთობას;
ჩამონტაჟებული GPS- ნავიგატორი -  ფუნქცია, რომლითაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ მანქანის ადგილმდებარეობა.

Navitel DR200 Night Vision

ეს არის პატარა მოწყობილობა ერთი კამერით (ხედვის კუთხე - 140 °), რომელიც დამონტაჟებულია საქარე მინაზე. სტანდარტული გარჩევადობა არის FullHD, აქვს G- სენსორი. სხვა უპირატესობებში შედის:

ვიდეო რეგისტრატორები Navitel

მეხსიერების ბარათის - microSD მხარდაჭერა, რომლის მოცულობაც 64 GB-მდეა;
მოძრაობის სენსორის არსებობა, რომელიც იწერს ყველანაირ ინფორმაციას მაშინაც, როდესაც  მანქანაში მძღოლი არ იმყოფება.

ვიდეო რეგისტრატორის ნაკლოვანებები მოიცავს ბატარეის მცირე მოცულობას. ასევე, ზოგი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ ჩაწერის ფორმატი ვერ უკავშირდება ყველა სმარტფონს. სხვა შემთხვევაში, ეს არის საიმედო მოწყობილობა, რომელიც ფასისა და ხარისხის სრული კომბინაციაა.

Lexand LR57

ბრენდი ეკუთვნის რუსულ კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულია საავტომობილო ელექტრონული მოწყობილობების და სხვა საქონლის წარმოებაში. ამ მოდელის რეგისტრატორს  აქვს ხედვის ძალიან ფართო კუთხე - 170 °. რეზოლუცია - FullHD. წინა მოდელის მსგავსად, ამ ვიდეო რეგისტრატორსაც გააჩნია პარკირების რეჟიმი. სხვა უპირატესობებში შედის:

ვიდეო რეგისტრატორები Lexand LR57

  • გამძლე ლითონის კორპუსი;
  • დიდი LCD ეკრანი (3 ინჩი);
  • მინი HDMI კონექტორის არსებობა.

უარყოფითი მხარეებია:

  • სუსტი კვების ელემენტი,
  • მომხმარებელთა აზრით, მოწყობილობის მართვა არცთუ მოსახერხებელია.

პოპულარული მოდელები

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი დინამიკები მოვათავსოთ ავტომობილში
როგორი დინამიკები მოვათავსოთ ავტომობილში
მანქანის აუდიო სისტემის არჩევისას მთავარია შეარჩიოთ მისი ტიპი, რომელიც განისაზღვრება ფასის, ხარის...
კითხვის გაგრძელება
რატომ არის ბალახის ელექტრო საკრეჭების გამოყენება კომფორტული
რატომ არის ბალახის ელექტრო საკრეჭების გამოყენება კომფორტული
ბალახის საკრეჭები უნივერსალური აღჭურვილობის კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ...
კითხვის გაგრძელება
საზაფხულო აგარაკის აუზები - მოდელების შერჩევა
საზაფხულო აგარაკის აუზები - მოდელების შერჩევა
რადგან ზაფხული ახლოვდება, ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება სწორედ ...
კითხვის გაგრძელება