ვიდეო რეგისტრატორის დანიშნულება
ვიდეო რეგისტრატორი გზის „დამატებითი თვალია“, რომელიც სადავო სიტუაციების მოგვარებაში დიდ დახმარებას გაგიწევთ. გარდა სადავო სიტუაციებისა, მოწყობილობა აფიქსირებს ყველა იმ დეტალს, რომელიც ხდება ავტომობილის გარეთ ან შიგნით.
ვიდეო რეგისტრატორის გამოყენების სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, (მანქანაში, სახლში, ოფისში მონტაჟი) შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ, რა სახის ტექნიკური მოწყობილობები შეიძინოთ და გამოიყენოთ.
თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები, აღჭურვილია ხმის ჩამწერი შესაძლებლობებით, ასევე ღამის ხედვის ფუნქციითა და მრავალი სხვა ელემენტით. რა განსხვავებაა ვიდეო რეგისტრატორებსა და ვიდეოკამერებს შორის და რისთვისაა განკუთვნილი ეს მოწყობილობები, ამის შესახებ ბლოგში უფრო ვრცლად მოგიყვებით.
დავიწყოთ მახასიათებლების გარჩევით და გზადაგზა განვიხილოთ თითოეული მათგანი. ამგვარად:
ვიდეო რეგისტრატორის უპირატესობებია:
რეგისტრატორი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, აფიქსირებს და ინახავს ვიდეოებს. მოწყობილობები გამოიყენება, როგორც ავტომობილებში ინსტალაციისთვის, ისე ტერიტორიების დასაცავად. ამდენად, დანიშნულების მიხედვით, შესაძლოა საკმაოდ მრავალფეროვანი იყოს.
დანადგარი მცირე ზომისაა და ადვილად თავსდება ნებისმიერი ავტომობილის სალონში. მონტაჟიც ძალიან მარტივია და არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით, შეგიძლიათ თავადაც დააინსტალიროთ.
ჩამოთვლილი მახასიათებლების გარდა, აღჭურვილია დამატებითი ვარიანტებით, რომელთა შორის აღსანიშნავია:
- G სენსორი - იგივე გრავიტაციული სენსორი, რომელიც ავტომობილის ძლიერი დამუხრუჭებისას არ შლის ჩანაწერებს;
- GPS მოდული - ამცირებს ქურდობის რისკს. ანუ, დაგეხმარებათ გაარკვიოთ სად იმყოფება ან იმყოფებოდა მანქანა დროის კონკრეტულ მონაკვეთში;
- მოძრაობის სენსორი - „პარკირების“ რეჟიმში აღრიცხავს მხოლოდ ობიექტების გადაადგილების დროს.
- უკანა ხედვის კამერა, რომელიც გაგიადვილებთ ავტომობილის მართვას და იქნებით უფრო დაცულები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიდეო რეგისტრატორების დამონტაჟება ძალიან იოლია, რომელიც პირდაპირ მანქანის მინაზეც შეგიძლიათ დაამაგროთ. რაც შეეხება მუშაობას, მუშაობენ სიგარეტის სანთებელთან კავშირით და საკმაოდ მცირე ენერგიასაც იყენებენ.
რატომ არის სასარგებლო ვიდეო რეგისტრატორის დამონტაჟება ავტომობილში?
ზოგადად, როდესაც გზაზე გაუთვალისწინებელი სიტუაციები ხდება, რთულია მართლისა და დამნაშავის გარჩევა. ამდენად, ვიდეოჩანაწერი ხელს უწყობს სიტუაციის განმუხტვასა და ვითარებაში გარკვევას. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მძღოლი შესანიშნავად იყენებს მოწყობილობის დანიშნულებას პოლიციელებთან საუბრის დროს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებაც.
და ბოლოს, რაც ასევე მნიშვნელოვანია არის ის, რომ უბედური შემთხვევების დროს, ავტომობილის ვიდეორეგისტრატორი გიმარტივებთ სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაციას.
რა განსხვავებაა მანქანის რეგისტრატორსა და ვიდეოკამერას შორის?
მუშაობის არსი ორივეს შემთხვევაში იდენტურია, თუმცა გარკვეული განსხვავებები მაინცაა. კერძოდ:
მეხსიერების შევსების შემდეგ, რეგისტრატორისგან განსხვავებით, ვიდეოკამერაში თავად უნდა წაშალოთ ფაილები ან გადაწეროთ მეხსიერების ბარათზე. გარდა ამისა, ვიდეო ჩამწერს შეუძლია იმუშაოს ერთდროულად რამდენიმე კამერასთან.
გარდა კონკრეტული განსხვავებებისა, ასევე უნდა აღინიშნოს სურათების რეზოლუცია და ხარისხი. ამიტომ, ყიდვისას, სასურველია თუკი ამ მაჩვენებელსაც გაითვალისწინებთ.
შეიძლება თუ არა ვიდეო რეგისტრატორის კამერად გამოყენება? თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რადგან ორივე მოწყობილობა ემსახურება მთავარ მიზანს - ვიდეო ფაილების შექმნას.
და ბოლოს, მანქანის რეგისტრატორები შესანიშნავი ვარიანტია:
- იმ ავტომობილის მფლობელებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოება;
- სატრანსპორტო კომპანიებითვის - ასეთი აღჭურვილობები აუცილებელია მიკროავტობუსებსა თუ ავტობუსებში;
- სატვირთო მანქანებისთვის, რომლებსაც ყოველთვის აქვთ რისკი, აღმოჩნდნენ საგანგებო სიტუაციებში.
დაინტერესების შემთხვევაში ჩვენს ბლოგზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეო რეგისტრატორის შერჩევის დამატებით კრიტერიუმებს.
პოპულარული მოდელები