ვერტიკალური მტვერსასრუტები - Bosch, Philips, Thomas

ბოლო რამდენიმე წელია, ტექნიკის ბაზარზე აქტიურად გამოჩნდა ვერტიკალური მტვერსასრუტები , რომლებიც ტრადიციული მოდელებისგან სხვადასხა ფუნქციური შესაძლებლობებით განსხვავდება .

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოდელების ღირებულება ოდნავ მაღალია, ვერტიკალური მტვერსასრუტების ფასდაკლებით ყიდვა   შეგიძლიათ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც , რისთვისაც მხოლოდ სამი მარტივი ველის შევსება მოგიწევთ.

Bosch BCH 6ATH18

Bosch ხელის მტვერსასრუტს  შეუძლია 3 განსხვავებული ენერგიით მუშაობა, რომელსაც კარგი ბატარეის ხანგრძლივობა აქვს და ჯამში  40 წუთს მოიცავს. აკუმულატორი დიდი ხნის განმავლობაში იტენება, რასაც დაახლოებით  6 საათს ანდომებს. მუშაობისთვის მზადყოფნის მაჩვენებელი კი შეგიძლიათ აკონტროლოთ აკუმულატორის დატენვის ინდიკატორით. მტვრის კონტეინერის მოცულობა 0.9 ლიტრია.

დადებითი:

  • ლამაზი დიზაინი;
  • ძალიან ძლიერი მტვერსასრუტი , რომელიც შესანიშნავად აგროვებს ძაღლების, კატების ბეწვს ხალიჩებიდან და დივნებიდან;
  • კონტეინერის გამწენდა ძალიან ადვილია. ყველაფერი შეიძლება გარეცხოთ, მათ შორის ფილტრიც კი.

მინუსები:

  • მაქსიმალურ რეჟიმში ძალიან ხმაურით მუშაობს;
  • აკუმულატორის დატენვას დიდ დროს ანდომებს;
  • ძვირადღირებული სათადარიგო ნაწილები, განსაკუთრებით აკუმულატორი;
  • არ აქვს ვიწრო საქშენები, რომელიც  ავეჯის ქვეშ მტვრის შეგროვებას გაამარტივებს.

Bosch მტვერსასრუტი შესანიშნავია მათთვის, ვინც ცხოვრობს დიდ კერძო სახლებში, რადგან ტექნიკას შეუძლია გაწმინდოს 160 კვ. მეტრი ფართობი.

Philips FC 6169

მტვერსასრუტ Philips -ს შეუძლია ავტონომიურად იმუშაოს 40 წუთის განმავლობაში. დატენვას კი დაახლოებით 5 საათს ანდომებს. მტვრის შემგროვებლის მოცულობა 0.6 ლიტრია, ხოლო ხმაურის დონე 83 დბ-ია. აღჭურვილია  2 ტურბო  საქშენით TriActive Turbo Nozzle და ცალკე კიდევ მინი ტურბოთი. მოწყობილობის წონაა 3.2 კგ.

დადებითი:

  • ლამაზი, ელეგანტური დიზაინი;
  • სანდო  მტვერსასრუტი;
  • შესაძლებელია დანართების ადვილად ამოღება და დაყენება;
  • მოსახერხებლად და სწრაფად იღებს მტვერს.

მინუსები:

  • ვერ იღებს ყველა ტიპის ნარჩენებს, მაგალითად, დაფშვნილ წიწიბურასა და კატის მშრალ საკვებს;
  • ელემენტი სუსტი აქვს;
  • არ აქვს HEPA ფილტრი.

Thomas Quick Stick Tempo

Thomas Quick Stick Tempo არის 2-ში 1 მოდელი, რომელიც ხელის მოსახსნელი  მტვერსასრუტია. მოწყობილობის ბატარეის ხანგრძლივობა მოკლეა, მხოლოდ 20 წუთს ძლებს, ხოლო დატენვის დრო 360 წუთია. მტვრის ჭურჭლის მოცულობაც ასევე მცირეა - 0.65 ლიტრი. ხმაურის დონე კი 82 დბ-ია.

დადებითი:

  • გამოსაყენებლად ძალიან მოსახერხებელია - გრძელი ლითონის მილი და ჯაგრისის მბრუნავი მექანიზმი ადვილად ასუფთავებს ნებისმიერ ადგილს.

მინუსები:

  • დატენვის სტენდი არ აქვს, რის გამოც მტვერსასრუტი უნდა ჩართოთ დენის წყაროში;
  • მტვრის ჭურჭელი პატარაა და მისი გაწმენდაც ძნელია. გარდა ამისა,  ნარჩენები იჭედება პატარა ჭურჭელში.

Thomas Quick Stick Tempo მტვერსასრუტი  მოსახერხებელი და პრაქტიკული მოდელია, რომელიც შესაძლებელს ხდის რთულად  მისაწვდომი ადგილების იოლად დასუფთავებასაც კი.  ეს არის კომპაქტური მოდელი, რომლის გამოყენება და შენახვაც მარტივია.

Karcher-ის ბრენდის მიერ წარმოებული მტვერსასრუტების რეიტინგს შეგიძლიათ ჩვენს წინა ბლოგში გაეცნოთ.

პოპულარული მოდელები