Karcher საუკეთესო მტვერსასრუტები 

Karcher მტვერსასრუტები საშუალებას გაძლევთ დაასუფთაოთ არამარტო სახლის შიდა ტერიტორია, არამედ პირადი ნაკვეთი  და ავტოფარეხიც კი. მრავალფეროვანი არჩევანიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეარჩიოთ სველი  ან მშრალი წმენდის მტვერსასრუტი, რომელიც მარტივად გაუმკავდება ნებისმიერი სახის ჭუჭყსა და ნარჩენებს.

ყოველდღიური დასუფთავებისთვის განკუთვნილი Karcher მტვერსასრუტის კონტეინერის ტევადობა დაახლოებით 3 ლიტრია, ხოლო მინიმუმ 12 ლიტრიანი მოცულობის მქონე მტვერსასრუტები გამოიყენება სხვა, უფრო დიდი დანიშნულებისთვის.

მტვრის შემგროვებელი ჩანთები  გამოსაყენებლად ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ მათი ღირებულება ცოტა მაღალია. კონტეინერი უფრო პრაქტიკულია, ხოლო აკვაფილტრი  ეკოლოგიურად სუფთაა.

Karcher RC 3

რობოტი მტვერსასრუტის მართვა  შესაძლებელია სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით, რომელიც  ოთახის რუკის შედგენის შემდეგ,  დანიშნულ დროს, დამოუკიდებლად, მფლობელის ჩარევის გარეშე ასუფთავებს ოთახს.

ლაზერული სანავიგაციო სისტემა მოწყობილობას აძლევს იმის საშუალებას, რომ არ გამოტოვოს არც ერთი ტერიტორია. ნარჩენებს აგროვებს ორი ჯაგრისით და გადააქვს მტვრის შემგროვებელ (0.35 ლ) კონტეინერში.

მტვერსასრუტები Karcher RC 3

სენსორები ხელს უშლის მტვერსასრუტს, რომ კიბეებზე არ  ჩავარდეს, ხოლო თუკი  დაბრკოლებებს წააწყდება, შეანელებს სვლას და შემოივლის მათ გარშემო. ბატარეის დატენვა ხდება ავტომატურად (ხანგრძლივობა 240 წუთი). ელემენტის დაცლამდე მტვერსასრუტი უბრუნდება თავის სადგურს, ხოლო დატენვის შემდეგ  იგი აგრძელებს დასუფთავებას გაჩერებული ადგილიდან. ერთი დამუხტვით რობოტს შეუძლია იმუშაოს 2 საათამდე.

უპირატესობები:

  • არსებობს ჯაგრისები კუთხისა და კიდეების დასუფთავებისათვის;
  • ინტელექტუალური კონტროლი;
  • დაბალი ხმაურის დონე - 71 დბ;
  • ავტონომიური დასუფთავება;
  • ლაკონური დიზაინი.

ნაკლოვანებები:

  • ელექტრო ენერგიის მაღალი მოხმარება.

რობოტი მტვერსასრუტი კარგად ასუფთავებს ნებისმიერი ტიპის მყარ იატაკს. მისი ავტონომია საკმარისია სტანდარტული ბინის გასაწმენდად.

Karcher VC 2 Premium

ამ კომპაქტურ, მშრალი წმენდის მტვერსასრუტს, 2.8 ლიტრიანი მოცულობის მტვრის ტომარა აქვს, ხოლო ფილტრი HEPA-13 უზრუნველყოფს ჰაერის მაღალი ხარისხის ფილტრაციას. მოდელი ენერგიის ეკონომიური მოხმარებით დიდად ვერ გამოირჩევა (700 W), სამაგიეროდ, ძლიერი შეწოვის უნარი აქვს. კორპუსზე არსებული მარეგულირებელი საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ მოწყობილობის ენერგია.

კომპლექტს მოჰყვება ხისტი ჯაგრისის თავი, რომელიც განკუთვნილია იატაკისა და ხალიჩისთვის.  მტვერსასრუტის მუშაობის რადიუსი დაახლოებით  7.5 მ-ია. გარდა ამისა,  ძალიან სტაბილური და მანევრირებადია, რომელსაც სატარებლად მოსახერხებელი სახელური აქვს.

 მტვერსასრუტები Karcher VC 2 Premium

უპირატესობები:

  • ტელესკოპური მილი;
  • გოფრირებული შლანგი ბრუნავს 360 გრადუსით;
  • დანართების შესანახი მტვერსასრუტის კორპუსზე;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • ერთჯერადი ჩანთები.

Karcher VC 5

საყოფაცხოვრებო ტიპის ვერტიკალური მტვერსასრუტი, რომელსაც მოყვება იატაკისა და ხალიჩების დიდი საქშენი. 12 მეტრიანი კაბელი საკმარისია ბინის კომფორტული დასუფთავებისთვის.

HEPA ფილტრი ასუფთავებს ჰაერს, ხოლო ტელესკოპური მილის საშუალებით შესაძლებელია დიდი ნარჩენების შეწოვაც. მტვრის ავზის გახსნისას ფილტრები ავტომატურად იწმინდება, მტვერსასრუტის მუშაობის რადიუსი კი 8.5 მეტრია.

მტვერსასრუტი Karcher VC 5

უპირატესობები:

  • მოქნილი საქშენები  საშუალებას გაძლევთ გაწმინდოთ მტვერი ავეჯის ქვეშ;
  • კომპლექტს მოყვება 3 ცალი ტელესკოპური მილი;
  • შესანახად ძალიან კომპაქტურია;
  • აქვს ძლიერი შეწოვა.

ნაკლოვანებები:

  • დენის კაბელის შენახვა შეუძლებელია მოწყობილობის კორპუსშივე.

სამშენებლო მტვერსასრუტებზე ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: "საუკეთესო სამშენებლო მტვერსასრუტები - მომხმარებელთა მიმოხილვები"

პოპულარული მოდელები

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი დინამიკები მოვათავსოთ ავტომობილში
როგორი დინამიკები მოვათავსოთ ავტომობილში
მანქანის აუდიო სისტემის არჩევისას მთავარია შეარჩიოთ მისი ტიპი, რომელიც განისაზღვრება ფასის, ხარის...
კითხვის გაგრძელება
რატომ არის ბალახის ელექტრო საკრეჭების გამოყენება კომფორტული
რატომ არის ბალახის ელექტრო საკრეჭების გამოყენება კომფორტული
ბალახის საკრეჭები უნივერსალური აღჭურვილობის კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ...
კითხვის გაგრძელება
საზაფხულო აგარაკის აუზები - მოდელების შერჩევა
საზაფხულო აგარაკის აუზები - მოდელების შერჩევა
რადგან ზაფხული ახლოვდება, ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება სწორედ ...
კითხვის გაგრძელება