საუკეთესო სამშენებლო მტვერსასრუტები - მომხმარებელთა მიმოხილვები
სამშენებლო მტვერსასრუტები გამოიყენება სამუშაო ადგილის სწრაფად დასასუფთავებლად. ნარჩენების ტიპისა და რაოდენობის გათვალისწინებით კი, თქვენ უნდა შეარჩიოთ ამ აღჭურვილობის კონკრეტული ტიპი.
დღევანდელი მიმოხილვა დაგეხმარებათ მათი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრაში და თქვენთვის ოპტომალური სამშენებლო მტვერსასრუტის შერჩევაში. ქვემოთ წარმოგიდგენთ კონკრეტულ მოდელებს, რომლებიც დაგეხმარებათ მახასიათებლების უკეთ განსაზღვრაში.
KARCHER WD 3 P Premium 1000 ვტ
კერხერის მტვერსასრუტს აქვს ვერტიკალური კორპუსი და 2 მეტრიანი შლანგი. მილის დიამეტრი 35 მმ-ია, ამიტომ იგი დიდი მოცულობის ნარჩენებს ერთდროულად იწოვს. მოწყობილობას შეუძლია როგორ სველი, ასევე - მშრალი წმენდა.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე 1000 ვტ;
- წონა 6 კგ;
- ავზის მოცულობა 17 ლიტრი.
დადებითი მახასიათებლები:
- ბორბლების საშუალებით მოსახერხებელი მოძრაობა;
- დენის კაბელი - 4 მ;
- აქვს ფილტრი;
- კარგად იწოვს წყალს.
მინუსები:
- მოკლე შლანგი;
- ზოგჯერ რთულია მტვერსასრუტის ჩანთიდან ამოღება, რადგან საქშენები ხელს უშლის.
BOSCH GAS 15 PS 1100 W
სამშენებლო მტვერსასრუტი BOSCH აღჭურვილია ძლიერი ძრავით. მოწყობილობა განკუთვნილია ჩვეულებრივი სამშენებლო ნარჩენებისა და მტვრისთვის. კომპლექტში შედის ვიწრო საქშენები და იატაკის ჯაგრისები. გრძელი შლანგი 3 მეტრიანია, რომლის დიამეტრი 35 მმ-ია. მტვერსასრუტი მნიშვნელოვნად ამარტივებს სამუშაო ადგილის დასუფთავებას.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე 1100 ვტ;
- წონა 6 კგ;
- ავზის მოცულობა 15 ლიტრი.
დადებითი მახასიათებლები:
- კორპუსის კომპაქტური დიზაინი;
- გრძელი შლანგი - 3 მ;
- წინა მოდელის მსგავსად, ეს მტვერსასრუტიც ეფექტურად აგროვებს წყალს;
- კომპლექტში შედის დამატებით სამი დანართი.
მინუსები:
- მუშაობის დროს, მტვერი ეკიდება შლანგს, რაც გარკვეულ შეფერხებებს იწვევს;
- კაბელის ფიქსატორი ორიოდე კვირის შემდეგ წყვეტს მუშაობას.
BOSCH AdvancedVac 20 1200 ვტ
გაზრდილი ენერგიის მქონე კიდევ ერთი სამშენებლო ბოშის მტვერსასრუტი, რომელსაც შეუძლია როგორც მშრალი, ისე - სველი წმენდა. სითხის შეგროვების დროს ძრავის დატბორვის თავიდან ასაცილებლად გათვალისწინებულია სპეციალური სისტემა და სარქველი.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე 1200 ვტ;
- წონა 7.6 კგ;
- ავზის მოცულობა 20 ლიტრი.
დადებითი მახასიათებლები:
- შეწოვის შესანიშნავი ძალა;
- საქშენების დამაგრებისათვის გათვალისწინებულია სპეციალური სამაგრები;
- წინა ბორბლების საშუალებით შესაძლებელია კარგი მანევრირება.
მინუსები:
- შლანგსა და კორპუსთან შეერთების ადგილი მუდმივად მტვრით ივსება;
- არ არის გათვალისწინებული კაბელის ავტომატური დახვევის ფუნქცია.
KARCHER WD 4 Premium 1000 ვტ
ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილი პროფესიონალური მძლავრი KARCHER მტვერსასრუტი. მოწყობილობას შეუძლია ნარჩენების მაღალი სიმძლავრით შეწოვა და დაღვრილი სითხის მოცილება. კომპლექტში შედის შლანგი, რომლის დიამეტრია 35 მმ. კორპუსი აღჭურვილია წყლის დონის განმსაზღვრელი სისტემით, რომელიც ხელს უშლის ძრავის დატბორვას.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე 1000 ვტ;
- წონა 7.5 კგ;
- კონტეინერის ტევადობა 20 ლ.
დადებითი მახასიათებლები:
- ჩანთიდან მტვერი არ გადადის ავზში;
- კარგად იღებს თხევად სითხეებს;
- როდესაც კონტეინერი ნახევრად სავსეა, ენერგია მაინც არ ეცემა;
- ძლიერი კორპუსის დამსახურებით, უმკლავდება მუშაობის მკაცრ პირობებს.
უარყოფითი:
- მოკლე შლანგი 2.2 მ;
- მოცულობითი სხეული;
- ოპერაციის დროს დიდ ხმაურს გამოსცემს;
- არ არის გათვალისწინებული კაბელის ავტომატური დახვევის ფუნქცია.
სხვადასხვა ტიპის ხელის მტვერსასრუტებზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს წინა ბლოგს.
პოპულარული მოდელები