ტელევიზორის არჩევისას გაითვალისწინეთ
September 30, 2019როდესაც ოჯახისთვის ტელევიზორის შერჩევას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ის მახასიათებლები, რომელიც დაგეხმარებათ მის არჩევაში.
დღესდღეობით, ტელევიზორების მრავალი სახეობა არსებობს და კარგად უნდა მოიფიქროთ როგორი ტიპის გჭირდებათ, რათა თქვენი მოთხოვნილებები კარგად დააკმაყოფილოს.
პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ თუ რისთვის გჭირდებათ უფრო მეტად. გსურთ ფილმებისა და საყვარელი გადაცემების ყურება თუ უფრო თამაშები გიტაცებთ.
ტელევიზორის ზომა
სანამ იყიდით ტელევიზორს, ჯერ მოიფიქრეთ სად უნდა განათავსოთ ის და რა მანძილიდან მოგიწევთ ყურება, რადგან ზოგადად, ტელევიზორიდან საყურებელი დისტანცია უნდა იყოს მის დიაგონალზე 3-4-ჯერ დიდი.
ასევე, გადაწყვიტეთ, მის დაკიდებას აპირებთ თუ დადგმას, რადგან თავიდანვე შეარჩიოთ შესაბამისი შესაძლებლობის ტელევიზორი . ეს პრობლემას არ წარმოადგენს იმიტომ, რომ არის ისეთი ტელევიზორები, რომლის დადგმაც შეგიძლიათ და დაკიდებაც.
ტელევიზორის ტიპები
ძირითადად არსებობს სამი ტიპის ტელევიზორი. ესენია - LCD, LED და UHD. ისინი კიდევ იყოფა Smart და რკალისებრი ტიპის ტელევზორებად.
მას შემდეგ, რაც ბაზარზე 4K ტელევიზორები გამოჩნდა, ის ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი გახდა მისი ჩვენების ხარისხით.
ჩვენების ხარისხს, ტელევიზორში პიქსელების რაოდენობა განსაზღვრავს. რაც მეტია პიქსელი, მით უფრო კარგი ხარისხისაა გამოსახულება.
დღესდღეობით, უკვე, ისეთ ტელევიზორებს აწარმოებენ, რომელშიც smart და 4K არის გაერთიანებული, ხოლო ვიზუალური კუთხით, რკალისებური ეკრანები შემოდის მოდაში.
გაიგეთ, რა უპირატესობები აქვს რკალისებურ ტელევიზორებს?
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დღესდღეობით უკვე მოწინავე მწარმოებელი არის Hisense.
ტელევიზორი Hisense H55A6100
ძირითადი მახასიათებლები:
დიაგონალი - 55 ინჩი
ეკრანის გაფართოება - 4K UHD
ეკრანის ნათება - DLED
წონა - 14 კგ
ელ. ენერგიის მოხმარება - 150 ვტ
პოპულარული მოდელები