თანამედროვე მოდელის ტელევიზორები

ბლოგების აღწერაში ხშირად ვსაუბრობთ თანამედროვე ფუნქციების მქონე ტელევიზორების შესახებ, რომლებიც აქტიურად ემატება ტექნიკის ბაზარს და დიდი მოთხოვნით სარგებლობს მომხმარებლებში. დღევანდელი აღწერაც დაკავშირებული იქნება სხვადასხვა ტელევიზორების  მიმოხილვაზე, რომლებიც ფასების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულია.

Samsung QE-55Q900RB

ტელევიზორი Samsung  მუშაობს Quantum 8K პროცესორით. 8K Al Upscaling ტექნოლოგიის დამსახურებით, შესაძლებელია UltraHD კონტენტის გაუმჯობესება 8K პანელზე.

უპირატესობები:

  • Ambient Mode ტექნოლოგია;
  • აუდიო სისტემა 4.2 ფორმატში;
  • ძლიერი 60 W დინამიკები;
  • HDR ტექნოლოგია;
  • საბვუფერი;
  • 10 წლიანი გარანტია ეკრანის დამწვრობის წინააღმდეგ.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

Philips 43PUS6503

დიაპაზონი HDR Plus-ია, რომელიც მაქსიმალურად რეალისტურ ფერებს წარმოქმნის. P5 პროცესორი და Ultra Resolution ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაღალ კონტრასტს. DTS HD აუდიო სისტემის საშუალებით, ტელევიზორის დინამიკები შესანიშნავ ხმას გამოსცემენ. Smart TV  ფუნქცია მუშაობს SAPHI ოპერაციული სისტემის გამოყენებით, რომლის მართვაც სწრაფი და მარტივია.

43 დიუმიანი ულტრა წვრილი ტელევიზორი დამონტაჟებულია სტენდზე,  რომლის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე.

უპირატესობები:

  • მაღალსიჩქარიანი Wi-Fi;
  • ჩამონტაჟებული პროგრამების დიდი ნაკრები;
  • მარტივი მართვა.

ნაკლოვანებები:

  • მოუხერხებელი პულტი.

Thomson T28RTL5240

Thomson ტელევიზორის სტაბილურ მუშაობასა და გამოსახულების ხარისხს უზრუნველყოფს Android OS, 4 ბირთვიანი Cortex A53 პროცესორი და გრაფიკული ამაჩქარებელი Mali 450.

უპირატესობები:

  • ციფრული და ანალოგური მიღება;
  • ენერგიის დაზოგვის რეჟიმი;
  • OSD ტაიმერი;
  • FastCast პროგრამა.

ნაკლოვანებები:

  • პროგრამის ჩატვირთვას დიდი დრო სჭირდება.

LG 55EG9A7V - დაბალი ღირებულებისა და ფართო შესაძლებლობების მქონე მოდელი

55 დიუმიან ტელევიზორს OLED ეკრანი აქვს, ხოლო Smart-TV ფუნქცია უზრუნველყოფს ვირტუალურ რეალობას, ხმის ამოცნობასა და აპლიკაციებთან წვდომის შესაძლებლობას. შვიდარხიანი აუდიო სისტემა აძლიერებს რეალიზმის განცდას თამაშებისა და ფილმების ყურების დროს.

უპირატესობები:

  • მოსახერხებელი მენიუ;
  • ლამაზი დიზაინი.

ნაკლოვანებები:

  • პროგრამების გადართვისას წარმოიქმნება გარკვეული შეფერხებები;
  • 4K ფორმატის არარსებობა.

აღნიშნული მოდელის LG   ტელევიზორის ფასი OLED ხაზის სხვა პროდუქტებთან შედარებით დაბალია.

TCL L55P3CUS

TCL  ტელევიზორი მუშაობს Linux OS-ზე . გარდა ამისა, მოდელი აღჭურვილია ტელეგადაცემების ჩამწერი ფუნქციით და აქვს ჩამონტაჟებული ბრაუზერიც.

უპირატესობები:

  • HDR ტექნოლოგია;
  • Wi-Fi მხარდაჭერა;
  • შეგიძლიათ ტელევიზორი თამაშებისთვის  გამოიყენოთ;
  • მშობლის კონტროლი;
  • ციფრული ხმაურის შემცირება.

ნაკლოვანებები:

  • ყოველთვის არ აქვს მაღალი ხარისხის ხმა;
  • არ აქვს მოსახერხებელი პულტი.

Xiaomi Mi Mural TV 65

Mi Mural TV-ს სისქე 13.9 მმ-ია. ყველა კონექტორი და აუდიო სისტემა კი მოთავსებულია ცალკეულ დანაყოფში. ახალი მოდელის Xiaomi Mi TV შეიცავს სიტყვას Mural-ს, რომელიც ითარგმნება როგორც „ფრესკა“. ამის საშუალებით, მწარმოებლები ხაზს უსვამენ პროდუქტის სპეციფიკურ ზომებსა და კონფიგურაციაზე, რაც აადვილებს მოწყობილობის კედელზე განთავსებას.

უპირატესობები:

  • მართვა ხმითა და ჟესტებით;
  • HDR10 სტანდარტი;
  • Bluetooth და Wi-Fi მხარდაჭერა;
  • სატელევიზიო პროგრამების ჩაწერა;
  • საბვუფერი.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

პოპულარული მოდელები