LCD ტელევიზორები Smart TV ფუნქციით

სმარტ ტელევიზორები  ჩვეულებრივი სატელევიზიო მიმღებებისაგან ინტერნეტის LAN ქსელის დაკავშირებით ან უსადენო Wi-Fi-ს გამოყენებით განსხვავდება. როგორც წესი, Smart TV მოდელები აღჭურვილია მრავალი ფუნქციით, მათ შორის ქსელის სერვისებზე წვდომით, სოციალური ქსელებით,  ინტერნეტ ბრაუზერით, Skype-ის მხარდაჭერითა და ა.შ.

Smart TV ფუნქციის მქონე საუკეთესო LCD ტელევიზორები, თავისი შესაძლებლობებით ახლოსაა სმარტფონებთან და კომპიუტერებთან, რომლებიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებაში კომფორტის ახალ დონეს გვთავაზობს.

მოდელების ფართო არჩევანის გათვალისწინებით, შეიძლება საკმაოდ რთული იყოს ბაზარზე კონკრეტული  ტელევიზორის ყიდვა.  შესაფერისი მოწყობილობის განხილვისას, მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს მრავალი პარამეტრი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ამ ტიპის მოდელებს ნამდვილად მრავლად აქვს.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • ეკრანის გარჩევადობას, ასევე მის დიაგონალს, ფორმას, მატრიცის ტიპსა და ხედვის კუთხეს;
  • ოპერაციული სისტემა;
  • კონექტორების რაოდენობა და ტიპები;
  • კონტროლის შესაძლებლობა სმარტფონიდან;
  • ხმის ხარისხი, დინამიკის სისტემის დაკავშირების შესაძლებლობა ან ხმოვანი შეტყობინებით მართვა;
  • აუდიო და ვიდეო ფორმატების მხარდაჭერა და ა.შ.

თანამედროვე პანელებისათვის ხელმისაწვდომია შემდეგი რეზოლუციები:

  • HD Ready - 1280x720 პიქსელი;
  • Full HD - 1920x1080 პიქსელი;
  • Ultra HD (4K) - 3840x2160 პიქსელი;
  • 8K UHD - 7680x4320 პიქსელი.

LG OLED88Z9

LG-ის ეს მოდელი აღჭურვილია 88 ინჩიანი ეკრანით, 7680x4320 რეზოლუციით  და მუშაობს Alpha 9 Gen2 8K Intelligent პროცესორის ბაზაზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ ტელევიზორების ფასი  საკმაოდ მაღალია.

LCD ტელევიზორები Smart TV ფუნქციით

უპირატესობები:

  • Google ასისტენტის და Amazon Alexa-ს მხარდაჭერა;
  • საბვუფერი;
  • AirPlay 2 მხარდაჭერა;
  • HDMI 2.1 ინტერფეისი.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი;
  • ეკრანის შთამბეჭდავი ზომის მიუხედავად, პიქსელის სტრუქტურა ძალიან ახლო მანძილზეც კი არ ჩანს.

Samsung QE-55Q900RB

Samsung ტელევიზორი მუშაობს Quantum 8K პროცესორის ბაზაზე. 8K Al Upscaling ტექნოლოგიის წყალობით, 8K პანელზე შესაძლებელია UltraHD კონტენტის გაუმჯობესება.

LCD ტელევიზორები Smart TV ფუნქციით

უპირატესობები:

  • Ambient Mode ტექნოლოგია;
  • აუდიო სისტემა 4.2 ფორმატში;
  • ძლიერი 60 W დინამიკები;
  • Quantum HDR ტექნოლოგია;
  • საბვუფერი;
  • ეკრანის დამწვრობის წინააღმდეგ 10 წლიანი გარანტია.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

TCL L55P3CUS

ტელევიზორი მუშაობს Linux OS-ზე, რომელსაც ჩამონტაჟებული აქვს ინტერნეტ ბრაუზერი.

LCD ტელევიზორები Smart TV ფუნქციით

უპირატესობები:

  • HDR ტექნოლოგია;
  • Wi-Fi მხარდაჭერა;
  • თამაშის რეჟიმი;
  • მშობელთა კონტროლი;
  • ხმაურის შემცირების შესაძლებლობა.

ნაკლოვანებები:

  • ყოველთვის არ აქვს მაღალი ხარისხის ხმა;
  • ასევე არ აქვს მოსახერხებელი დისტანციური მართვის შესაძლებლობა.

Samsung QE-43LS01RA

Samsung ტელევიზორი, რომლის ეკრანის გარჩევადობაა 3840x2160 პიქსელი, გაწვდით ნამდვილ ფერებსა და ნათელ დეტალებს 100%-იანი ფერის მოცულობის გამოყენებით.

უპირატესობები:

  • ინტერიერის რეჟიმი Ambient Mode;
  • ჩამონტაჟებული NFC ჩიპი;
  • QLED პანელი;
  • AirPlay 2 მხარდაჭერა;
  • უნიკალური დიზაინი.

ნაკლოვანებები:

  • არ აქვს LAN პორტი. ინტერნეტთან დაკავშირება ხდება მხოლოდ Wi-Fi- ს საშუალებით.

42 ინჩიანი ტელევიზორების საუკეთესო მოდელები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

Smart Android ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32SH1400
Smart Android ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32SH1400
369.00 ლარი / თვეში 20 ლარი 500.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32N4000
ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32N4000
289.00 ლარი / თვეში 16 ლარი 400.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტელევიზორი HAIER LE32F6000S 32 inch (81 სმ)
ტელევიზორი HAIER LE32F6000S 32 inch (81 სმ)
309.00 ლარი / თვეში 17 ლარი 429.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტელევიზორი Hoffmann 43AT4000 43 inch (109 სმ)
ტელევიზორი Hoffmann 32NST3000 32 inch (81 სმ)
269.00 ლარი / თვეში 15 ლარი 0.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი