42 ინჩიანი ტელევიზორები

42  ინჩიანი (107 სმ) ტელევიზორი  ინსტალაციისთვის ოპტიმალური მანძილია ყურების ადგილიდან 3.2 მეტრი, რომელიც  საშუალებას გაძლევთ, თვალების დაძაბვის გარეშე,  უყუროთ მაღალი ხარისხის კონტენტს.

კომფორტული ყურებისთვის ასევე მნიშვნელოვანია მხედველობის კუთხის გათვალისწინება და რაც უფრო დიდია ეს მაჩვენებელი, მით უკეთესი იქნება გამოსახულების გვერდიდან დანახვა. გაითვალისწინეთ, ამ შემთხვევაში, იდეალური მაჩვენებელია 178 °.

თანამედროვე ტელევიზორების უმეტესობას აქვს 1920x1080 რეზოლუცია (Full HD), მაგრამ არსებობს მოდელები, რომელთაც  უფრო დაბალი ან  მაღალი ციფრები აქვთ. უფრო მეტიც, მაინცდამაინც, დიდ პიქსელებზე ყურადღების გამახვილება ყოველთვის საჭირო არც არის. ტელევიზორები 4K ეკრანით კი (3840x2160) მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც აპირებს მაღალი ხარისხის კონტენტის ყურებას, ხოლო  Full HD საკმარისია რეგულარული არხების სანახავად.

LG 43LK5400 - ტელევიზორი რეალისტური გამოსახულებით

LG ტელევიზორის  საშუალებით  შეგიძლიათ მაღალ ხარისხში  უყუროთ თქვენთვის საყვარელ პროგრამებს. სრული HD რეზოლუცია და ინოვაციური Dynamic Color ტექნოლოგია უზრუნველყოფს ჩვენების მაღალ ხარისხს, რომლის წყალობითაც ფერები უფრო ნათელი და სურათებიც უფრო რეალისტურია.

42 ინჩიანი ტელევიზორები

მოდელი მხარს უჭერს Wi-Fi კავშირს და აღჭურვილია Smart TV  ფუნქციით  webOS პლატფორმაზე, ხოლო პულტზე აქვს ცალკე ღილაკი ivi აპლიკაციასთან უფრო მოსახერხებელი წვდომისთვის.

უპირატესობები:

  • გამოსახულების მაღალი ხარისხი;
  • 24p True Cinema ფუნქცია;
  • კარგი ხმა;
  • Smart TV ფუნქცია;
  • ბავშვთა დაცვა;
  • ivi ღილაკი.

ნაკლოვანებები:

  • USB-ის მხოლოდ ერთი დამაკავშირებელი.

Sony KD-43XG7096 - 4K UHD ფორმატით

სონის აღნიშნული მოდელი 2019 წლის Sony Bravia TV-ს შემადგენელი ნაწილია, რომელშიც მოცემულია გამოსახულების დამუშავების ტექნოლოგია. ტელევიზორს აქვს საუკეთესო 4K UHD რეზოლუცია (3840x2160).

42 ინჩიანი ტელევიზორები

X-Reality Pro სისტემა აუმჯობესებს სურათის კონტრასტს, ხოლო Triluminos მაქსიმალურად ზრდის ფერების ბუნებრიობას, მათ შორის: მწვანეს, წითელსა და ლურჯს. ტელევიზორი ასევე აღჭურვილია Dynamic Contrast, HDR10, HLG სისტემებით, ასევე Smart TV ფუნქციით Linux პლატფორმაზე.

ტექნიკაში ჩაშენებულია ორი დინამიკი, რომელთა სიმძლავრეა 20 ვატი, ხოლო ხმის დონის ავტომატური ცვლილება უზრუნველყოფს უკეთეს ხმას დამატებითი დინამიკების შეძენის გარეშე. ტელევიზორს აქვს 24p True Cinema ფუნქციაც და Bluetooth-ის წყალობით, ტელევიზორი  შეგიძლიათ მართოთ თქვენი სმარტფონიდან.

უპირატესობები:

  • 4K UHD რეზოლუცია;
  • სმარტფონიდან კონტროლის შესაძლებლობა;
  • დინამიური კონტრასტი;
  • კარგი ხმა.

ნაკლოვანებები:

  • არ აქვს 3D ფორმატებთან წვდომის შესაძლებლობა.

LG 43LM5700 - ტელევიზორი ოთხბირთვიანი პროცესორით

LG ტელევიზორები  უზრუნველყოფენ სურათის ჩვენების წარმოუდგენელ ხარისხს. Active HDR ფუნქციას შეუძლია შეცვალოს კონტრასტის მაჩვენებელი, სიკაშკაშე, რის შედეგადაც ეკრანზე გამოსახულება უფრო ღრმა და რეალისტური ხდება. ოთხბირთვიანი პროცესორი უზრუნველყოფს სურათების მაღალხარისხოვან დამუშავებას.

42 ინჩიანი ტელევიზორები

LG -ის ეს მოდელი თავსებადია Google Home სერვისებთან, Google ასისტენტთან და Amazon Alexa-სთან, რაც ხმოვანი მითითებებით მართვის საშუალებას იძლევა.   Smart TV მუშაობს webOS პლატფორმაზე, აქვს Wi-Fi წვდომა და მხარს უჭერს Bluetooth კავშირს.

უპირატესობები:

  • აქტიური HDR;
  • ხმის კონტროლი;
  • Wi-Fi და Bluetooth მხარდაჭერა;
  • სრული HD რეზოლუცია;
  • ჭკვიანი პროცესორი.

ნაკლოვანებები:

  • არ არის თავსებადი LG Magic Remote-თან.

პოპულარული მოდელები

4K Smart Android ტელევიზორი SkyTech STV55N9100 55 inch (139 სმ)
4K Smart Android ტელევიზორი SkyTech STV55N9100 55 inch (139 სმ)
Regular price 1,000.00 ლარი 969 ლარი / თვეში 52 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
SMART ტელევიზორი VOX 32GOH300B 32 inch (81სმ)
SMART ტელევიზორი VOX 32GOH300B 32 inch (81სმ)
Regular price 419 ლარი / თვეში 23 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50ADWD1B 50 inch (127სმ)
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50ADWD1B 50 inch (127სმ)
Regular price 1,129 ლარი / თვეში 61 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50A11U314B 50 inch (127სმ)
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50A11U314B 50 inch (127სმ)
Regular price 1,349.00 ლარი 949 ლარი / თვეში 51 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი