სხვადასხვა ტიპის ბარგალკები - რეკომენდაციები

 კუთხსახეხი,  იგივე ბარგალკა როგორც ინდუსტრულ, ასევე  საყოფაცხოვრებო სამუშაოს შესრულებისათვის შეუცვლელი იარაღია , რომელიც დაგეხმარებათ ისეთი რთული დავალებების შესრულებაში, როგორიცაა: გათბობის მილების დემონტაჟი, არმატურის ჭრა, ზედაპირის გასუფთავება და ა.შ.

მოდელების მრავალფეროვანი არჩევანიდან გამომდინარე, წარმოდგენილია როგორც ბატარეაზე მომუშავე ბარგალკები , ისე - ქსელის. ის, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო კუთსახეხები ამას ჩვენი ბლოგიდან გაგიზიარებთ.

ბალგარკის შერჩევის კრიტერიუმები:

 როგორ შევარჩიოთ მოწყობილობა სახლის პირობებში გამოსაყენებლად? არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც ყიდვის დროს უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  • კვების ტიპი (ბატარეები თუ დენის);
  • დისკის ზომა;
  • დამატებითი ფუნქციები;
  • უსაფრთხოება.

საუკეთესო ქსელის ბარგალკა 230 მმ-იანი დისკით

ამ ნაწილში მოცემული ინსტრუმენტი შექმნილია: ლითონზე, ქვაზე, ბეტონზე, ხეზე  მუშაობისთვის. ასეთი ბარგალკა გამოსადეგია როგორც წარმოებაში, ისე - დიდ სამშენებლო ობიექტში.

Metabo WE 26-230 MVT Quick

Metabo  პროფესიონალური კუთხსახეხი საუკეთესოა ფასის, მუშაობისა და ფუნქციონალურობის თვალსაზრისით .

ძრავის სიმძლავრე 2.6 კვტ-ია, რომლის ბრუნვის სიჩქარე (6600 ბრ/წთ) აადვილებს ფოლადის, თუჯის, ხელოვნური და ბუნებრივი ქვის დამუშავებას.

პროფესიონალური ინსტრუმენტისთვის აუცილებელი ყველა ფუნქცია აქ არის: რბილი დაწყება, ლილვის ბლოკირება, გადატვირთვისგან დაცვა და ა.შ. ნებისმიერი პოზიციით მოსახერხებელი მუშაობისთვის, სხეულზე მოცემულია 3 პოზიციური სახელური.

უპირატესობები:

  • მყარი ინსტრუმენტი, პლიუს ხარისხიანი მასალები;
  • გასაღების გარეშე დისკების მარტივი მონტაჟი;
  • ვიბრაციისგან დაცვა;
  • ძრავის გაზრდილი რესურსი;
  • მტვრისგან დამცავი მექანიზმი

ნაკლოვანებები:

  • საკმაოდ მაღალი ფასი

Metabo ბარგალკა შექმნილია ყველა საჭირო დაცვის მექანიზმით. უფრო მეტიც, მწარმოებელმა ყურადღება მიაქცია არა მხოლოდ მის გამძლეობას, არამედ მფლობელის კომფორტის საკითხებს.

საუკეთესო უსადენო ბარგალკები

Bosch GWS 18-125 V-LI

Bosch კუთხსახეხს კარგი ფუნქციონირება აქვს, რომელიც აღჭურვილია ორი მაღალი სიმძლავრის - Li-lon 4 Ah ბატარეის CoolPack რადიატორებით.

მუშაობის დროს ბარგალკის  რევოლუციების რაოდენობა 10 ათასს აღწევს. ელემენტის დატენვა,  დატვირთვა და აღჭურვილობის სტაბილური სიჩქარის შენარჩუნება კი, ხორციელდება ელექტრო კონტროლის საშუალებით.

ინსტრუმენტთან კომფორტული მუშაობის უზრუნველსაყოფად, მწარმოებელმა უზრუნველყო ორი პოზიციის სახელური.

უპირატესობები:

  • ძრავის დატვირთვის კონტროლი;
  • მაღალი სიჩქარით ბრუნვა;
  • გაგრილების სისტემა;
  • კომპლექტში შედის 2 ელემენტი.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ღირებულება.

Ryobi R18AG-0 - განკუთვნილია მცირე სამუშაოებისთვის

იაპონური ბრენდის პრაქტიკული და ფუნქციონალური მოდელი გამოირჩევა გამძლე პლასტიკური კორპუსით, რომელსაც რეზინისებური სამაგრი აქვს. განკუთვნილია  115 მმ-იანი დისკის  გამოსაყენებლად, მაგრამ აწარმოებს მხოლოდ 6500  ბრ/წთ-ს.

კუთხსახეხი მუშაობს  მოსახსნელი - 18 ვტ-იანი ბატარეით, ხოლო დამატებით სამი პოზიციის სახელური გათვალისწინებულია თავად სახეხის კორპუსზე.

უპირატესობები:

  • „მეგობრობს“ Li-lon-და და Ni-Cd-ის ელემენტებთან;
  • შედარებით მშვიდი მუშაობა;
  • შესაძლებელია 125 მმ-იანი დისკის დამონტაჟებაც;
  • ხელმისაწვდომი ფასი

ნაკლოვანებები:

  • საჭიროებს ორივე ხელით მუშაობას.

პოპულარული მოდელები