სტაციონალური მიქსერების უპირატესობა

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მიქსერების შესახებ მიმოხილვას და დღეს სტაციონალური მიქსერები გვინდა განვიხილოთ.

მოკლედ რომ ავხსნათ, სტაციონალური მიქსერი შედგება თასისგან, სტენდისგან და მიქსერისგან, რომელსაც ასევე მოყვება დამატებითი საქშენები. ამ მოწყობილობას შეუძლია თქვენი ჩარევის გარეშე დაამუშაოს პროდუქტები. მთავარია მოათავსოთ თასში ინგრედინტები, დააყენოთ შესაბამის რეჟიმზე და ჩართოთ ძრავა.

რადგან სტაციონალურ მიქსერში საქშენებთან ერთად თასიც ბრუნავს, ინგრედინტები თანაბრად მუშავდება. გარდა ამისა, უფრო დიდი სიმძლავრის გამო, (400-700 ვტ) შესაძლებელია ცომის დამუშავებაც. თუმცა, რადგან მოწყობილობის ძრავა შედარებით დიდია, ხმაურის მაჩვენებელიც უფრო დიდი აქვს. 

აღსანიშნავია რომ სტაციონარულ მოწყობილობებს ხშირად სამზარეულოს მიქსერს, საკონდიტრო მიქსერს ან საკვების პროცესორსაც უწოდებენ.

 

მიქსერის თასები მასალის მიხედვით: 

მიქსერის თასები ძირითადად პლასტიკური, მინის ან ლითონისაა. შუშის თასები ეკოლოგიურად სუფთად გამოიყურება, მაგრამ მარტივად მსხვრევადია. პლასტიკური თასები ნაკლებად ტყდება, მაგრამ დროთა განმავლობაში იცვლიან ფერს. თასის  ყველაზე იდეალური მასალა უჟანგავი ფოლადია.  

ასევე გიზიარებთ კიდევ ერთ საინტერესო ბლოგს მიქსერებთან დაკავშირებით  

შეარჩიეთ თასის მოცულობა 

მიქსერები აღჭურვილია თასებით, რომელთა მოცულობაა 1.5-დან 6 ლიტრამდე. ამ ინდიკატორზე დამოკიდებულია ის, თუ რომელი პროდუქტის მაქსიმალური რაოდენობა შეგიძლიათ ერთდროულად აურიოთ ერთმანეთს. თასის მოცულობის დასადგენად, პირველ რიგში განსაზღვრეთ ის,  თუ რა მაქსიმალური მოცულობის მასის დამუშავებას აპირებთ მიქსერში და შემდეგ უკვე დაამატეთ მას 200-500 მლ. ასეთი გადანაწილება თავიდან აგაცილებთ ნარევის გადმოღვრას ან ფქვილისა და შაქრის  თასიდან გაფანტვას. 

სასარგებლო რჩევა თასის არჩევისას :   მიქსერის არჩევისას, შეეცადეთ გაითვალისწინოთ მათი თასის სტრუქტურა . თასის სახელური უნდა იყოს ისეთი მოსახერხებელი, რომ შეგეძლოთ ერთი ხელიდან მეორე ხელში მარტივად გადატანა. თასი ადვილად უნდა ისხნებოდეს სტენდიდან. 

შეარჩიეთ საქშენები და აქსესუარები 

ყველაზე ხშირად სტაციონარული მიქსერი აღჭურვილია მხოლოდ წყვილი საქშენით. ზოგიერთი მათგანი შეიძლება განკუთვნილი იყოს მხოლოდ ცომისთვის. კომპლექტში ასევე შედის ხოლმე მასის გადასანაწილებელი პირები, ხოლო ზოგიერთ მიქსერს აქვს საქშენები სპეციალურად სოუსების, კოქტეილების და ა.შ. გასაკეთებლად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოწყობილობა შეიძლება აღჭურვილი იყოს დამატებითი საქშენებით, რომლებიც განკუთვნილი იქნება: ხორცის საფქვავად, ცომის მოსაზელად და  სხვ. ზოგჯერ ეს საქშენები შედის ნაკრებში, ზოგჯერ კი ისინი ცალ-ცალკე იყიდება. 

რეჟიმები სიჩქარისა და დამატებითი ვარიანტების შესახებ 

მიქსერი მუშაობს 3 რეჟიმში:

  1. სტანდარტული - მოწყობილობა უბრალოდ ჩართულია და მარტივად რომ ვთქვათ - იწყებს „ათქვეფას“.
  2. იმპულსი - ეს რეჟიმი  შესაფერისია მყარი პროდუქტების დასამუშავებლად, ვიდრე უბრალოდ შესარევად.
  3. ტურბო რეჟიმი - ამ რეჟიმში, მიქსერი მუშაობს უფრო სწრაფად, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რადგან ძრავა ზედმეტად არ გადახურდეს. რაც უფრო მეტი სიჩქარე აქვს მოწყობილობას, უფრო უკეთ შეგიძლიათ შეცვალოთ პროდუქტის დამუშავების ხარისხი.

თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, კულინარიული სპეციალისტების უმეტესობისთვის 3-5 სიჩქარე საკმარისია. ძალიან სასარგებლო დამატებით ვარიანტებს შორის შეგიძლიათ განასხვავოთ: დრო, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩართოთ და გამორთოთ თქვენთვის სასურველ დროს მიქსერი, რაც ძალიან მოსახერხებელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიწევთ მოწყობილობის დატოვება. დამცავი სისტემა ავტომატურად გამორთავს მიქსერს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადახურების მაღალი რისკი.  

და ბოლოს, თუ გსურთ შენაძენი გააკეთოთ დღესვე, ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ როგორც ბარათით გადახდის შესაძლებლობას, ისე - განვადების უმარტივეს პირობებს, რომელიც მორგებული იქნება აბსოლუტურად თქვენზე.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგცეთ რაც შეიძლება საუკეთესო რჩევები ნებისმიერი პროდუქციის გარშემო, რათა გაგიმარტივოთ არჩევანის შესაძლებლობა.

გახსოვდეთ, რომ ნივთის შეძენის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით ისარგებლებთ. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით  და აუცილებლად გადაავლეთ თვალი ჩვენი ონლაინ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ  მიქსერებს.

პოპულარული მოდელები