როგორ შევარჩიოთ მიქსერები?

თუკი გემრიელი ორცხობილები, ნამცხვრები, დესერტები თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი თავად კეთებაც დიდ სიამოვნებას განიჭებთ, გამოდის, ინტერნეტშიც ხშირად ეძებთ ახალ-ახალ რეცეპტებს საიმისოდ, რათა თქვენი საყვარელი საქმე უფრო მრავალფეროვანი და გამოწვევებით სავსე გახადოთ.  

დღეს ინტერნეტსივრცე საშუალებას გვაძლევს ბევრი სხვადასხვა რეცეპტი მოვიძიოთ და სახლის პირობებში დავამზადოთ ის, რაც ჩვენ ან ოჯახის წევრებს გაუხარდებათ. თუმცა, ინგრედინტების გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ აუცილებელია კარგი მიქსერიც გვიმარტივებდეს საქმეს.
სწორედ ამიტომ, დღეს გთავაზობთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შევარჩიოთ მიქსერები სწორად, რათა მეტად კომფორტული გავხადოთ საქმიანობა.

არის შემთხვევები, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მიქსერი და ბლენდერი დაახლოებით ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს, მაგრამ მოწყობილობებს შორის მთავარი განსხვავება სხვადასხვა ფუნქციაშია.

ბლენდერის დანიშნულება პროდუქტების დანებით დაჭრაა, ხოლო მიქსერის დანიშნულებაა სპეციალური საქშენებით კრემების დამზადება.

ბლენდერი შეიძლება შევადაროთ მხოლოდ ხელის მიქსერს, მაგრამ ისიც კონკრეტულ ტიპს, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად ბლოგის აღწერაში ვისაუბრებთ.

ახლა კი გადავიდეთ მიქსერების ტიპების აღწერაზე:

1. ხელის მიქსერი - მსუბუქი და დაბალი სიმძლავრისაა (200-500 ვატი), რომელსაც ორი საქშენი, იგივე თავები მოყვება. შესანიშნავია კვერცხის ასათქვეფად, ნაღების-კარაქის დასამზადებლად, ასევე ნახევრად თხევადი ცომის - ბისკვიტის ან ბლინის მასის გასაკეთებლად. ფასიც შესარებით დაბალი აქვს და ეს მიქსერი სამზარეულოში დიდ ადგილს არ იკავებს. მარტივია გასაწმენდად, ხოლო საქშენების მოხსნა თავადაც შეგიძლიათ, რომელიც წყლითაც ირეცხება. სამწუხაროდ, მიქსერის სიმძლავრე არ არის საკმარისი მაგარ ცომთან სამუშაოდ, თუმცა არსებობს კიდევ სხვა ტიპები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ამ საქმეში. 

როგორ შევარჩიოთ  მიქსერები?

2. სტაციონალური (საყოფაცხოვრებო) მიქსერი - შედგება თასისგან, სტენდისგან და მიქსერისგან, რომელსაც ასევე მოყვება საქშენები. ამ მოწყობილობას შეუძლია თქვენი ჩარევის გარეშე დაამუშაოს პროდუქტები. მთავარია მოათავსოთ  თასში ინგრედინტები, დააყენოთ შესაბამის რეჟიმზე და ჩართოთ ძრავა.  რადგან სტაციონალურ მიქსერში საქშენებთან ერთად თასიც ბრუნავს, ინგრედინტები თანაბრად მუშავდება. გარდა ამისა, უფრო დიდი სიმძლავრის გამო (400-700 ვტ) შესაძლებელია ცომის დამუშავება. თუმცა, რადგან მოწყობილობის ძრავა შედარებით დიდია, ხმაურის მაჩვენებელიც უფრო დიდი აქვს.  

როგორ შევარჩიოთ  მიქსერები?
3. პლანეტარული მიქსერი -  იგივე სტაციონალური მიქსერია, მაგრამ უფრო მძლავრი (500-1200 ვტ). დამატებითი უპირეტესობა ის აქვს, რომ საქშენები ბრუნავს თასის მთლიანი წრის გარშემო, რაც იძლევა ინგრედინტების იდეალური დამუშავების შესაძლებლობას. ასეთ მრავალფუნქციური მიქსერებს ხშირად უწოდებენ კვების პროცესორებს ან სამზარეულოს აპარატებს. პლანეტარული მიქსერების უარყოფითი მისი მაღალი ფასი, დიდი წონა და ძრავის ხმაურია.  

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მიქსერების არჩევისას? 

პირველ რიგში, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ - ეს არის ძალა. როგორც წესი, პროდუქტიულობა და დამუშავების სიჩქარე დიდწილად დამოკიდებულია მასზე. რაც უფრო მეტი აქვს ძალა, მით მეტ გამოწვევებს უმკლავდება. თუმცა, სიძლიერესთან ერთად, მაღალია მისი ღირებულება. ხელის მიქსერისთვის, რომელიც მხოლოდ ატრიალებს თხევად მასას, საკმარისია 250 ვატი ენერგია, მაგრამ თუ ხშირად იყენებთ ამ ტიპის მიქსერს და თან უფრო დიდი ხნის განმავლობაში, მაშინ შეარჩიეთ უფრო ძლიერი - 350-400 ვატიანი. სტაციონალური მიქსერის საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის გჭირდებათ მინიმუმ 500 ვატიანი,  ხოლო პლანეტარული მიქსერისთვის - 600 ვატიანი სიმძლავრით.
და ბოლოს, მიქსერების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ თასსა და ზოგადად მიქსერების მასალებს. იაფი სტაციონალური მიქსერები, ხშირ შემთხვევაში, პლასტმასისგანაა დამზადებული, ხოლო უფრო ძვირიანი მოდელები და პლანეტარული მიქსერები - უჟანგავი ფოლადისგან.  

აქვე გიზიარებთ კიდევ ერთ საინტერესო ბლოგს მიქსერებთან დაკავშირებით

მოკლედ, მიქსერების რამოდენიმე სხვადასხვა მოდელი არსებობს, რომელიც თქვენი სურვილიდან თუ ფინანსებიდან გამომდინარე შეგიძლიათ აარჩიოთ. ფართო არჩევანის საშუალებას კი ჩვენი საიტი - isurve.ge გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ ნივთი უმარტივესი პროცედურის გავლით, განვადებითაც შეიძინოთ. შეძენის შემთხვევაში კი, ნებისმიერ ნივთს ერთ დღეში, სრულიად უფასოდ მოგიტანთ სახლში და მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელ კუთხესა თუ რეგიონში იმყოფებით! 

პოპულარული მოდელები

ჯამიანი მიქსერი 2 საცმით - FRANKO FMX-1149
ჯამიანი მიქსერი 2 საცმით - FRANKO FMX-1149
Regular price 299.00 ლარი 259 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიქსერი პროფესიონალური FRANKO FMX-1059
მიქსერი პროფესიონალური FRANKO FMX-1059
Regular price 429 ლარი / თვეში 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჯამიანი მიქსერი FRANKO FMX-1006
ჯამიანი მიქსერი FRANKO FMX-1006
Regular price 179.00 ლარი 159 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ხელის მიქსერი FRANKO FMX-1148
ხელის მიქსერი FRANKO FMX-1148
Regular price 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი