საუკეთესო მიქსერები თქვენი სამზარეულოსთვის
მიქსერი სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. ის მონაწილეობას იღებს, როგორც მშრალი საჭმელის, ასევე სუპების და დესერტის მომზადებაში. ნებისმიერი ხარისხიანი და მოსახერხებელი პროდუქტი ბაზარზე ძვირია.
ასევე არის ის მიქსერებიც, რომლებზედაც ცოტახანში ვისაუბრებთ, მაგრამ თუკი ამ ყველაფერს როგორც წარმატებული ბიზნესმენები შევხედავთ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს მიქსერები გარანტირებულად დაგაზოგინებენ, როგორც ფულს ასევე დროს, ენერგიას და რაც მთავარია დაგეხმარებიან შექმნათ სრულყოფილი საკვები თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.
იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო და იოლად ასარჩევი ყოფილიყო თქვნთვის, მიქსერები დავყავით სამ კატეგორიად:
- მცირე გაბარიტებიანი, დაბალი სიძლიერის, ადამიანებისთვის, რომლებიც იშვიათად აკეთებენ საკვებს სახლში.
- საშუალო სიძლიერის მიქსერი, დიასახლისებისთვის და “Home Cooking”-ის მოყვარულთათვის
- მაღალი სიძლიერის, მოცულობითი მიქსერი, რომელიც განკუთვნილია მზარეულთა და მცხობელებისთვის.
სხვადასხვა სიძლიერის მიქსერები
საუკეთესო დაბალი სიძლიერის ხელის მიქსერი არის Breville BEM800XL Scraper Mixer Pro 5-Quart Die-Cast Stand Mixer. მიუხედავად გრძელი სახელისა, მან პოპულარობა სწრაფად მოიპოვა მისი მცირე გაბარიტების და მაღალი ქმედითუნარიანობის გამო.
“Scraper Mixer” „ფეხზე მდგარი“ მიქსერია და მისი გაბარიტებია 22 x 37 x 35სმ, მას სკრაპერს იმიტომ ეძახიან, რომ ცომის მოზელვის პროცესში დანაკარგის შემცირების გამო ასუფთავებს ჯამის კედლებს და ცომს ისევ დიდ მასასთან ერთად აბრუნებს.
მისი ვოლტაჟი 550-watt შეადგენს და 12 სიჩქარე აქვს, რომელებიც როგორც ავტომატური ისე ხელით სამართავიცაა. მიქსერს 5 ლიტრის ტევადობის ჯამი აქვს დამაგრებული, რომელიც მიქსერის თავის საწიინააღმდეგოდ მოძრაობს, რათა მორევის ეფექტურობა გააუმჯობესოს.
საშუალო სიძლიერის “Top Rated” მიქსერი არის Cuisinart SM-55 5 1/2-Quart 12-Speed. “Cuisinart”-ის მიქსერი არის მსოფლიოში აღიარებული, როგორც გამძლე, მაღალგანვითარებული სამზარეულოს მოწყობილობა, რკინის კონსტრუქციით და ძლიერი მოტორით.
მისი ზომებია 39 x 25 x 32 სმ, მისი რკინის კონსტრუქციის გამო მან ყველა გამძლეობის გამოცდა ჩააბარა და მომხმარებლების თქმით მას წლების განმაბლობაში უპრობლემოდ იყენებენ. მიქსერის მოტორის ძალა 800-watts შეადგენს და 12 სიჩქარე აქვს, მოტორის სიძლიერის გამო მას ბევრად დიდი მოცულობის ცომის მოზილვა შეუძლია ვიდრე “Scraper Mixer”-ს.
ცომის თუ სხვა ინგრედიენტების მოცულობის გაზრდას ასევე ხელს 5.5 ლიტრიანი შეფის ჯამი უწყობს ხელს, რომელიც მიქსერზე არის მიმაგრებული. მიქსერს ასევე მოყვება შესაცვლელი „თავები“, რომლებიც სხვადასხვა სიჩქარეზე გამოიყენება.
მიქსერი მაღალი სიჩქარის დროს გამოიყენება როგორც ბლენდერი. საშუალო სიძლიერე და მისი დასაგები პირები გვაძლევს შესაძლებლობას გამოვწუროთ ხილი და მოვამზადოთ ფრეში. დაბალი სიჩქარე ხორცის გადამუშავებისთვის და პასტას მოსამზადებლად გამოიყენება.
ყველაზე მაღალი სიძლიერის მიქსერი The Verona¨ / Magic Mill DLX Mixer – The Electrolux Assistent Bread Mixer არის. “Bread Mixer” შვედური წარმოების მიქსერია, რომელიც თავიდნვე ჩაფიქრებული იყო როგორც საუკეთესო მიქსერი ცომეულისთვის.
მას ყველაზე ძნელად დასამუშავებელი ცომის მორევაც კი შეუძლია ყოველგვარი პრობლემის გარეშე. მიმაგრებული აქვს 7.5 ლიტრის მოცულობის ჯამი, რომელსაც 18 ჭიქა ფქვილის და 5 კილო ცომის მოზელვა შეუძლია, რომელიც დაახლობით 5-7 პურისთვის არის საკმარისი.
მიქსერის მოტორი 600-watts სიძლიერისაა, თუმცა უმაღლესი ხარისხის და კბილანების დახმარებით ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. არანაირი საშიშროება არარის იმისა, რომ გადახურდეს. მისი მოტორი კბილანების დახმარებით დაახლოებით 40-150 ბრუნს აკეთებს წუთში.
ეს მოდელი დღეისთვის ყველაზე პოპულარული სამზარეულოს საკონდიტრო მიქსერია ბაზარზე.
მიქსერს ცომის მოზელვის ორი ფუნქცია აქვს. ერთი, რომელიც ცომს შიგადაშიგ კეცავს და მეორე, რომელიც აბრტყელებს. ”The Verona”-ს მიქსერი, როგორც სხვები, საკმაოდ ძვირად ღირებულია, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს „ჯობს ერთხელ გადაიხადო და ერთხელ იტირო“.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას