2019 წლის საუკეთესო სმარტ ტელევიზორები

გთავაზობთ მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე ავტორიტეტული მიმოხილვებისა და შეფასებების ვებსაიტებზე დაყრდნობით მომზადებულ მასალას, რომელიც 2019 წლის საუკეთესო სმარტ ტელევიზორების არჩევანს შეეხება.

სმარტ ტელევიზორების ყიდვისთვის და განვადებისთვის დააჭირეთ აქ და გადადით სრულ კატეგორიაზე

ჯამურად, აღნიშნული მიმოხილვა ეყრდნობა ბოლო 12 თვის მანძილზე დატესტილ 40 მდე ტელევიზორს და 500 საათამდე გაწეულ შრომას, რის შედეგადაც, საუკეთესო მოდელად Samsung-ის 65 ინჩიანი QLED TV დასახელდა, განსაკუთრებული ჩვენების ხარისხისა და აუდიო სისტემის გამოისობით, რაც მთავარია სხვა ანალოგიურ მოდელებთან შედარებით უფრო იაფად.

თუმცა, ჩვენი მკითხველისთვის ალბათ ხუთეულის სხვა მონაწილეებიც საინტერესოა. isurve.ge სულ მალე უკლებლივ ყველა მათგანს შემოგთავაზებთ, იქამდე კი შეგიძლიათ დაათვალიეროთ ინტერნეტ მაღაზიაში უკვე განთავსებული და ძალიან პოპულარული ტელევიზორები .

5. TCL სმარტ 4K ტელევიზორი

  • ეკრანის ზომა: 43 ინჩი
  • ეკრანის ტიპი: LCD
  • HDMI პორტები: 3 ცალი
  • ზომები: 37.8 x 22.1 x 2.9 ინჩი
  • წონა: 9 კგ
  • დადებითი მხარეები: შესანიშნავი ფასი (400 აშშ დოლარი), ფერების ბრწყინვალე განაწილება და სიზუსტე, Roku სისტემა.
  • უარყოფითი: საკმარისი რაოდენობის პორტების არარსებობა

TCL-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი ტელევიზორი არ არის აუცილებელი ძალიან ძვირი ღირდეს. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ვარიანტებს შორის როგორც წესი 65 ინჩიანი ტელევიზორები ხვდება, ეს მოდელი ნამდვილად გამონაკლისია. ამ ფასად ნამდვილი სიურპრიზი გახლდათ Dolby Vision HDR, Dolby Atmos აუდიო სუსტემა და ინტეგრირებული როკუს ხმოვანი ძებნის ფუნქციები. 

4. Vizio-ს P სერიის 65 ინჩიანი მოდელი

  • ეკრანის ზომა: 65  ინჩი
  • ეკრანის ტიპი: LCD
  • HDMI პორტები: 5 ცალი
  • ზომები: 57 x 32.7 x 2.7 ინჩი
  • წონა: 25 კგ
  • დადებითი:  ჩვენების ხარისხი
  • უარყოფითი მხარეები:  არ აქვს ხმოვანი ასისტენტი და აქვს აპლიკაციების შეზღუდული მხარდაჭერა.

მიუხედავად არსებული უარყოფითი მხარეებისა, Vizio-ს ჩაშენებული ChromeCast უამრავი სხვადასხვა აპლიკაციის მხარდაჭერის საშუალებას იძლევა და აქვს ტელეფონიდან და ტაბლეტიდან მასალის დაშეარების ფუნქცია. 

3. Sony A9F OLED ტელევიზორი

  • ეკრანის ზომა: 65  ინჩი
  • ეკრანის ტიპი: OLED
  • HDMI პორტები: 4 ცალი
  • ზომები: 57.1 x 32.9 x 3.4 ინჩი
  • წონა: 29 კგ
  • დადებითი:  Oled დისპლეი, შესანიშნავი HDR პერფორმანსი, ბრწყინვალე აკუსტიკური სისტემა, Android Oreo.
  • უარყოფითი მხარეები:  საკმაოდ ძვირია თუნდაც პრემიუმ ტელევიზორის კვალობაზე, საკმაოდ არასასიამოვნო უკანა დიზაინი და არცთუ შთამბეჭდავი პულტის ფუნქციები.

Sony Master Series A9F OLED იაპონური გიგანტის 2018 წლის პრემიუმ მოდელია. მისი ვიდეო აპარატურა და აუდიო სისტემა შეიძლება ითქვას, უკანასკნელი სიტყვაა ტელევიზორების სამყაროში. ამ მოდელით მიიღებთ ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო ყურების გამოცდილებას 4K მოდელების ისტორიაში. ჩაშენებული Android 8.0 სისტემა კი დამატებით კომფორტს მოგანიჭებთ.

2. TCL მე-6 სერიის სმარტ 65 ინჩიანი 4K TV

  • ეკრანის ზომა: 65  ინჩი
  • ეკრანის ტიპი: LCD
  • HDMI პორტები: 3  ცალი
  • ზომები: 57.1 x 32.9  x 3.4  ინჩი
  • წონა: 25  კგ
  • დადებითი:  ჩვენების სუპერ ხარისხი და როკუს ძალიან მოსახერხებელი პლატფორმა;
  • უარყოფითი მხარეები:  ყურების კუთხე აშკარად უკეთესის შთაბეჭდილებას ტოვებს, არ აქვს ცალკე ყურსასმენების შესაერთებელი პორტი.

თუ კონკრეტულ ფასად სმარტ ტელევიზორისგან მაქსიმუმის მიღებას გეგმავთ, მაშინ არჩევანი ამ მოდელზე უნდა შეაჩეროთ. უთანამედროვესი დიზაინი, როკუს გამოცდილება და ჩვენების განსაკუთრებული ხარისხი მას საუკეთესო ვარიანტად აქცევს 1000 დოლარამდე ღირებულების ტელევიზორებში.

1. Samsung 65 ინჩიანი QLED TV

გამარჯვებული ნომინაციაში: საუკეთესო 4K TV

  • ეკრანის ზომა: 65  ინჩი
  • ეკრანის ტიპი: LCD - Quantum წერტილებით
  • HDMI პორტები: 4  ცალი
  • ზომები: 57.1 x 32.6  x 1.5 ინჩი
  • წონა: 29  კგ
  • დადებითი:  სუპერ თხელი დიზაინი, OLED-თან მაქსიმალურად მიახლოებული გამოსახულება, HDR-ის სუპერ მხარდაჭერა. 4.2 არხიანი ხმოვანი სისტემა.
  • უარყოფითი მხარეები:  Dolby Vision-ის არარსებობა. Bixby სისტემა, რომელიც აშკარად ჩამორჩება კონკურენტ ხმოვან ასისტენტებს ფუნქციონალით.

ასევე არ გამოგრჩეთ ჩვენს წინა პოსტები, მაგალითად: რა არის სმარტ ტელევიზორი და როგორ შევიძინოთ ის იაფად?

პოპულარული მოდელები