საუკეთესო ყავის მადუღარები

ყავის აპარატების მწარმოებლები დღემდე აგრძელებენ კლასიკური ყავის მადუღარების დამზადებას, მაგრამ მუდმივად ავითარებენ მათ დიზაინსა და გამოყენების მრავალფეროვნებას.

ყავის მადუღარები  შედგება ორი პატარა ავზისგან. ყავის ქვაბსა და წყლის ავზს შორის არის ყავის ჭურჭელი - ფილტრი. მუშაობის პრინციპი ესპრესო აპარატის  მსგავსია, მხოლოდ ამ ტიპებს ნაკლები  ენერგია  აქვთ.

Bialetti Aeternum Allegra Wood

იტალიური კომპანია Bialetti ყავის მადუღარებს 1933 წლიდან ამზადებს და სწორედ მან დააპატენტა მსოფლიოში პირველი მოდელი. Aeternum Allegra სიახლეა, რომელიც ხელმისაწვდომი ფასის სეგმენტშია წარმოდგენილი.

ეს 3 ნაწილიანი ყავის აპარატი გამორჩეულია ხის სახელურითა და მარმარილოს წყლის ავზით, ხოლო მოდელის კორპუსი დამზადებულია ალუმინის მასალისგან.

დადებითი:

  • საინტერესო დიზაინი;
  • ხის სახელური;
  • დამცავი საფარი.

მინუსები:

  • ალუმინის კორპუსი.

მთავარი მინუსი, რა თქმა უნდა, ალუმინის კორპუსია, რომელიც ფრთხილად მოვლას საჭიროებს. მთავარია, არ გამოიყენოთ უხეში საწმენდი საშუალებები, რადგან შესაძლოა  საფარზე გარკვეული ნაკაწრები დარჩეს, რომელიც შემდეგ დაჟანგვას დაიწყებს.

Webber 450 ml

იტალიური კლასიკოსების ჩინური ანალოგი. Webber-ის დიზაინი ალუმინის მასალის რვაკუთხედია. მოცულობა 450 მლ-ია, რაც სრულიად საკმარისია რამდენიმე დიდი ჭიქისთვის. ყავის მადუღარის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ არ არის შესაფერისი ინდუქციური ქურისთვის.

ამასთან, წინა მოდელისგან განსხვავებით, Webber ყავის აპარატი გამოირჩევა სითბოს მდგრადი სახელურით. გარსაცმის მაღალი წნევა (დაახლოებით 3 ბარი) საშუალებას მოგცემთ სწრაფად მოამზადოთ უგემრიელესი ყავა სულ რაღაც 2 წუთში.

დადებითი:

  • სახელური დამზადებულია სითბოს მდგრადი პლასტმასისგან;
  • აქვს მოსახსნელი ფილტრი;
  • მომზადების მაღალი სიჩქარე.

მინუსები:

  • დროთა განმავლობაში, სხეულს  შესაძლებელია კოროზია გაუჩნდეს;
  • ცუდად იწმენდება.

First Austria 5471-1

ყავის მადუღარა  მუშაობს  ელექტრო ქსელის საშუალებით. მოდელი გათვლილია 300 მლ-ზე. წყლის არარსებობის შემთხვევაში ხდება ავტომატური გამორთვა.

დადებითი:

  • სამუშაო მაჩვენებელი;
  • მდგრადი უსაფრთხოების სარქველი;
  • 360 °-იანი ბრუნვა სადგამზე.

მინუსები:

  • ალუმინის კორპუსი.

LuxHaus Moka Pot

400 მლ უჟანგავი ფოლადის ყავის მადუღარა  თავსებადია ყველა გათბობის ზედაპირისთვის. აპარატის კედლები ფართო და მკვრივია, რაც მოდელს  გარკვეულწილად ამძიმებს კიდეც. გამოყენების შემდეგ, ფილტრის საშუალებით ადვილია ყავის აპარატის გაწმენდა .

დადებითი :

  • კარგი მოცულობა;
  • ადვილად იწმინდება;
  • აქვს უჟანგავი ფოლადის კორპუსი.

Polaris Kontur-4C

ყავის აპარატი  Polaris  კარგად მოერგება მინიმალისტურ სამზარეულოს ინტერიერს. ალმასის დიზაინი მადუღარას დამატებით ელეგანტურ იერს ანიჭებს. აქვს საკმაოდ კარგი მოცულობა და მეტალის კორპუსი ამდენად,  ყველაფერი სრულ ჰარმონიაშია.

დადებითი:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • კარგი მოცულობა;
  • ლითონის კორპუსი.

მინუსები:

  • მაღალი ფასი.

პროფესიონალურ ყავის აპარატებზე ინფორმაციას გაეცანით ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები