პროფესიონალური ყავის აპარატები
პროფესიონალური ყავის აპარატები შექმნილია სპეციალურად სასტუმროებისთვის ან რესტორნებისთვის, რომლებიც დიდი რაოდენობით მომხმარებლებს ემსახურებიან. ასეთი ტიპის ყავის აპარატების უმეტესობა მაღალხარისხიანია, რომლებსაც შეუძლიათ ოპერატორის მინიმალური მონაწილეობით სწრაფად მოემსახურონ მომხმარებელთა გარკვეულ ნაკადს.
Philips EP3243 Series 3200 LatteGo
Philips ყავის აპარატი შედარებით იაფიანი მოდელია, რომელიც პროფესიონალურ მახასიათებლებთან ახლოსაა. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მოდელია, რომელსაც რეიტინგის სათავეებში ყოველთვის შეხვდებით.
ეს არის სრულად ავტომატური ყავის აპარატი, რომელიც სხვადასხვა სახის ნედლეულით ამზადებს სასმელებს. ანუ, როგორც დაფქვილი ყავისგან, ისე - მარცვლეულისგან. გარდა ამისა, დანადგარს აქვს დაახლოებით 12 გრადუსიანი დაფქვა, ხოლო კონტეინერი განკუთვნილია 275 გრ მარცვლეულისთვის.
მართვა ხდება სენსორულად, რომელსაც განათებული LCD ეკრანი აქვს. მოწყობილობის სიმძლავრეა 1500 ვტ. წყლის ავზის მოცულობა 1.8 ლიტრია, რძისთვის კი - 0.26 ლიტრი. სამწუხაროდ, არ აქვს წყლის დონის მაჩვენებელი, რაც გამოყენების დროს ცოტა მოუხერხებელია.
ყავის აპარატით კაპუჩინოს მომზადება შესაძლებელია ავტომატურად, ხოლო LatteGo კაპუჩინოს მწარმოებლის ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ უნაკლო რძის ქაფი ოპტიმალურ ტემპერატურაზე.
ძირითადი ავტომატური პროგრამებია: კაპუჩინო, ესპრესო, ლატე მაკიატო, ამერიკანო. მანქანა საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ მდუღარე წყლის მოცულობა.
უპირატესობები:
- ხარისხიანი და მოსახერხებელი აპარატი;
- სასმელის ტემპერატურა წარმოდგენილია 3 პოზიციაზე, ისევე როგორც ყავის სიმძლავრე.
- ნედლეული - მარცვლეული ან დაფქვილი ყავა;
- LatteGo კაპუჩინოს მწარმოებელი;
- AquaClean ფილტრი;
- მოსახერხებელი და სწრაფი გაწმენდა;
- კარგი კომპლექტაცია.
უარყოფითი:
- წყლის დონის მაჩვენებელი არ აქვს.
Saeco SM5573 PicoBaristo Deluxe
გადავხედოთ კიდევ ერთ იტალიურ ყავის აპარატ Saeco-ს, რომელიც საწყისი დონის მოდელია, მაგრამ მაინც პროფესიონალურ კატეგორიას მიეკუთვნება. აქვს მოწინავე ფუნქციები, კარგი რესურსი და შესანიშნავი პარამეტრები.
მოკლედ გადავხედოთ ასევე მოდელის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. მანქანა სრულად ავტომატურია, რომელიც იღებს როგორც დაფქვილ, ასევე - მარცვლეულ ყავას. მოწყობილობა იმართება ელექტრონული კონტროლის საშუალებით, რომელსაც პატარა, მაგრამ ფერადი და საკმაოდ ინფორმატიული ეკრანი აქვს. ყავის აპარატის მაქსიმალური წნევა 15 ბარია. ცალკე ჭურჭელში ინახავს 1.7 ლ წყალს, 0.5 ლ რძეს და 250 გრამამდე ყავას. აპარატი საშუალებას გაძლევთ ერთდროულად მოამზადოთ ორი ერთი და იგივე ტიპის ყავა.
ყავის მადუღარას ზომებია - 21x43x34 სმ, წონა - 7.2 კგ. კორპუსის მასალა - მეტალოპლასტმასისაა. მოწყობილობა განკუთვნილია კაპუჩინოს, ესპრესოს, ლატე მაკიატოს, ამერიკანოს მოსამზადებლად. სასურველი გემოს მიღება შეგიძლიათ სპეციალური რეცეპტის საშუალებით, ამისთვის კი წარმოდგენილია 12 წინასწარი პროგრამა, ხოლო მოწყობილობა დამატებით საშუალებას გაძლევთ შექმნათ საკუთარი რეცეპტების პროგრამები.
ფინჯანი ყავის მომზადებას დაახლოებით 40 წამი სჭირდება, ხოლო სიძლიერის რეგულირება შესაძლებელია 5 დონეზე, ტემპერატურა - 3 დონეზე. სხვა პარამეტრების შენახვა შესაძლებელია მომხმარებლის ცალკეულ პროფილშიც.
უპირატესობები:
- სრული პროფესიონალური დონე;
- მასალების მაღალი ხარისხი;
- საიმედოობა და გამძლეობა;
- მარტივი და ინტუიციური კონტროლი;
- ყავის 12 გრადუსზე დაფქვა;
- ტემპერატურისა და სიძლიერის რეგულირება;
- 75-მდე რეცეპტის არსებობა;
- მომხმარებელზე მორგებული პერსონალური რეცეპტების ჩანიშვნა;
- AquaClean ფილტრების მხარდაჭერა.
პოპულარული მოდელები